თქვენი დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია
Visa-მ, ონლაინ შესყიდვების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით შეიმუშავა პროგრამა, რომელიც დახმარებას უწევს შემოწმებაში, რომ გადახდები განახორციელა Visa-ს ანგარიშის კანონიერმა მფლობელმა. ჩვენი მიზანია, თქვენი ონლაინ ტრანზაქციები იყოს ისეთივე უსაფრთხო, სწრაფი და მოხერხებული, როგორც ფიზიკურად არსებულ მაღაზიაში განხორციელებული შესყიდვა.
Visa, პროგრამაში მონაწილე გამყიდველებთან და ემიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გეხმარებათ თქვენი ბარათის დაცვაში არაავტორიზებული გამოყენებისაგან ონლაინ შეძენისას.

როგორ მუშაობს ის?
როდესაც ყიდულობთ ონლაინ და ხედავთ ნიშანს Visa Secure მონაწილე გამყიდველების საიტებზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ონლაინ შესყიდვები დაცულია Visa-ს მეშვეობით. Visa-მ შეიმუშავა პროგრამა, რომლის დახმარებით შესაძლებელია თქვენი პირადობის დადასტურება, ონლაინ შესყიდვისას. ეს სერვისი ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო ონლაინ შესყიდვას თქვენი Visa ბარათის დაცვით არაავტორიზებული გამოყენებისგან.
მიუხედავად იმისა, იყენებთ სტაციონარულ მოწყობილობას, მობილურს, თუ სხვა ციფრულ მოწყობილობას, შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებითი შემოწმება თქვენი პირადობის დასადგენად. ეს ეხმარება თქვენს ემიტენტს თქვენს ამოცნობაში და უკეთესად გიცავთ თაღლითობისგან.



ნაბიჯი 1
თქვენს მიერ ონლაინ შეძენისას, თქვენი ემიტენტი მოქმედებს ფონურ რეჟიმში და თქვენი პირადობის დასადასტურებლად იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მაგალითად, როდესაც იყენებთ ახალ მოწყობილობას, ან უჩვეულოდ დიდი ოდენობის ნავაჭრი გაქვთ, შეიძლება თქვენმა ემიტენტმა მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაცია შესყიდვის დასადასტურებლად.
მაგალითად, თქვენი Visa ბარათის დეტალების შეყვანის შემდეგ, ეკრანზე შენიშნავთ შეტყობინებას. ეს არის თქვენი ემიტენტი, რომელიც უშუალოდ გიკავშირდებათ. თქვენს ბანკს აქვს რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით შესაძლებელია თქვენი პირადობის შემოწმება, როგორიცაა ერთჯერადი წვდომის კოდი ან ბიომეტრიული მონაცემები. თუ მოგიწიათ ამ დამატებითი საფეხურის გავლა, უბრალოდ მიყევით მითითებებს ეკრანზე თქვენი პირადობის დასადასტურებლად.

ნაბიჯი 2
მეორეს მხრივ, თუ დამატებითი შემოწმება არ იყო მოთხოვნილი, ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, უსაფრთხოების შემოწმება განხორციელდა ფონურ რეჟიმში და, შეიძლება, თქვენს ეკრანზე დაინახოთ მბრუნავი ბორბალი, რაც ნიშნავს, რომ უსაფრთხოების შემოწმება განხორციელდა. თქვენი ემიტენტი უბრალოდ ამოწმებს თქვენს შენაძენს, რომ დარწმუნდეს, რომ ყველაფერი რიგზეა.

ხშირად დასმული კითხვები
-
Visa-მ შეიმუშავა პროგრამა, რომლის დახმარებით შესაძლებელია თქვენი პირადობის დადასტურება, ონლაინ შესყიდვისას. ეს სერვისი ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო ონლაინ შესყიდვას თქვენი Visa ბარათის დაცვით არაავტორიზებული გამოყენებისგან. არ არის საჭირო რამის ჩამოტვირთვა, პროგრამის დაინსტალირება ან დარეგისტრირება. ონლაინ შეძენისას თქვენი სტაციონარული მოწყობილობიდან, მობილურიდან ან სხვა ციფრული მოწყობილობიდან, შეიძლება მოთხოვნილ იქნას დამატებითი შემოწმება თქვენი პირადობის დასადასტურებლად. ეს ეხმარება თქვენს ემიტენტს უკეთსად უზრუნველყოს თქვენი დაცვა თაღლითობისგან.
-
ამ პროგრამის მეშვეობით, თქვენ გაქვთ დამატებითი დაცვის ფარი, რომელიც ხელს უწყობს თქვენი Visa ბარათის არაავტორიზებული გამოყენების აღკვეთას ონლაინ შეძენისას. ეს სერვისი ეხმარება თქვენი ბარათის გამცემს თქვენი პირადობის დადგენაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის გიცავთ თაღლითობისგან.
-
დიახ. ეს სერვისი განკუთვნილია როგორც Visa საკრედიტო, ასევე სადებეტო ბარათებისთვის ონლაინ შეძენისას. როდესაც იყენებთ Visa სადებეტო ბარათს, თქვენი ონლაინ ტრანზაქციის გამოცდილება ანალოგიური იქნება საკრედიტო ბარათით განხორციელებული ტრანზაქციისა. თქვენი PIN კოდის შეყვანა საჭირო არ არის.
-
არა. თქვენი მიმდინარე Visa ბარათი იმუშავებს, სანამ თქვენი ბარათის გამცემი საფინანსო ინსტიტუტი მონაწილეობს პროგრამაში Visa Secure. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ თქვენი ემიტენტის ვებსაიტს.
-
ეს სერვისი ავტომატურად მუშაობს გადახდისას პროგრამაში მონაწილე სავაჭრო ობიექტებთან. გახსოვდეთ, რომ დამატებითი დაცვის ფარისთვის არ გჭირდებათ რამის ჩამოტვირთვა, პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება ან თქვენი ანგარიშის დარეგისტრირება. ამ სერვისით სარგებლობისას შეიძლება პერიოდულად გადახდის დროს მოგეთხოვოთ თქვენი პირადობის დადასტურება, მაგრამ ეს ემსახურება თქვენი პირადობის დადგენას და თქვენს დაცვას თაღლითობისგან.
-
თუ საჭიროა დამატებითი იდენტიფიკაცია, ტრანზაქციის დასრულებისას შეიძლება მოგეთხოვოთ თქვენი პირადობის შემოწმება. ონლაინ შეძენისას, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. ეს დამატებითი დამოწმების საფეხური ხელს უწყობს დადასტურებაში, რომ ნამდვილად თქვენ პირადად იყენებთ თქვენს ბარათს.
-
თქვენი Visa ბარათის გამცემ საფინანსო ინსტიტუტის გააჩნია რამდენიმე ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით შესაძლებელია თქვენი პირადობის დამოწმება, როგორიცაა ერთჯერადი წვდომის კოდი ან ბიომეტრიული მონაცემები. თუ მოგიწიათ ამ დამატებითი საფეხურის გავლა, უბრალოდ მიყევით მითითებებს ეკრანზე თქვენი პირადობის დასადასტურებლად.
-
თუ მოგიწიათ დამატებითი შემოწმების საფეხურის გავლა, Visa ეხმარება ინფორმაციის მიწოდებაში თქვენი საფინანსო დაწესებულებისთვის, რომ მათ შეძლონ თქვენი პირადობის შემოწმება. Visa-ს ლოგო აღნიშნავს და გარანტირებს, რომ თქვენი ტრანზაქცია დაცული და საიმედოა.
-
არა. მიუხედავად იმისა, რომ სახელწოდება Verified by Visa აღარ გამოიყენება, თქვენს დასაცავად არსებობს იგივე ტექნოლოგია. ფაქტობრივად, ეს სერვისი ცოტა ხნის წინ გაუმჯობესდა ტრანზაქციების უკეთსად დასაცავად და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად.