გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ქართული Payze ٠ ფეიზი გახდა
თბილისი, 10 ივნისი, 2021 - დღეს, Visa-ს განცხადებით, Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულები გამოვლინდა.
CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც Payze მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.
გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია, Payze, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას 35%-ით ზრდის ყოველთვიურად.
„მოხარული და ამაყები ვართ, რომ Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულია ქართული კომპანია. ის ფაქტი, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი შეირჩა, ადასტურებს რომ საქართველო არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერია უკონტაქტო გადახდების კუთხით, არამედ დიდ გავლენას ახდენს ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ Visa, როგორც უნაღდო ეკონომიკის განვითარების ლიდერი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, ამგვარი პროგრამების აქტიური ინიციატორია და მიისწაფვის, იდეებისა და მათ რეალიზაციას შორის მჭიდრო კავშირის შექმნით ხელი შეუწყოს ფინტექ კომპანიებსა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს შორის მდგრადი კავშირების ჩამოყალიბებას. წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ დიანა კიღურაძე, ვიზას რეგიონული მენეჯერი კავკასიის რეგიონში.
9 ივნისს, კონკურსის ფინალისტად გამოვლინდა და აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში გაიმარჯვა სტარტაპმა Safepay, პაკისტანიდან. პრიზის სახით გამარჯვებულს 10 000 აშშ დოლარი გადაეცა.
Visa Everywhere Initiative გლობალური პროგრამის ფარგლებში, CAMEA-ს რეგიონული ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლა TechCrunch–მა. TechCrunch, ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა, და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სტარტაპების გლობალურ ეკოსისტემაში. მისი დახმარებით, კონკურსის ფინალისტებმა, კუთვნილი კომპანიები და ელექტრონული გადახდების პროდუქტები ექსპერტებს და ჟიურის წევრებს ვირტუალურ რეჟიმში წარუდგინეს.
ჟიურის წევრების შემადგენლობა:
- ტად ტილაჰანი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პროდუქტებისა და სოლუშენ მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CAMEA
- ოტტო ვილიამსი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, პარტნიორობის, ინოვაციების და ციფრული მიმართულებების ხელმძღვანელი, Visa CEMEA
- ნილ კალდველი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, გაყიდვებისა და შესყიდვების მიმართულების ხელმძღვანელი, Visa CEMEA
- შერინ აბდულა, უფროსი მენეჯერი - DIFC Fintech Hive
- რენა ზუაბი, ინვესტირების მიმართულება - Mubadala
- ინეს როშა, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდის ფინანსური პროდუქტების დირექტორი, EBRD
„მოხარული ვართ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, VISA– თან, სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. EBRD-ის საქმიანობის პრიორიტეტს ციფრული სერვისების სფეროში მოღვაწე სტარტაპ კომპანიების, ახალგაზრდა მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. მოხარული ვარ, რომ CEMEA-ს რეგიონის გამარჯვებული Payze საქართველოდან, ჩვენი საქმიანობის განხორციელების არეალიდან არის”. აღნიშნა ინეს როშამ, EBRD-ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების და განვითარების გუნდის ფინანსური პროდუქტების დირექტორმა.
„Visa Everywhere Initiative CAMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვება, ჩვენი გუნდის გაწეული შრომის დასტურია და ამ მიღწევით ძალიან ვამაყოფთ. ეს იყო, ერთდროულად ძალიან შთამბეჭდავი და ამავე დროს გამოწვევებით სავსე გამოცდილება, შეჯიბრება გაგვეწია რეგიონის საუკეთესო სტარტაპებისთვის, რამაც ჩვენს სტარტაპს შემდგომი ზრდის შესაძლებლობა მისცა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს CIS-ის რეგიონში მოქმედი ტექნიკური კომპანიებისა თუ ინდივიდებისათვის ონლაინ გაადახდების მიღებისა და მართვის პროცესში. მადლიერებას გამოვხატავთ Visa-ს მიმართ იმ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც მან მისცა ყველა 760 აპლიკანტს CEMEA-ს რეგიონში და გვჯერა, რომ იმ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რომელსაც Visa რეგიონს სთავაზობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული გადახდების ეკოსისტემის შემდგომი განვითარებითვის“, განაცხადა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლათფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას ექსპერტების წინაშე, წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.
კონკურსი განკუთვნილია სტარტაპებისთვის და ფინტექებისთვის, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ბაზარზე და უფრო დიდი მასშტაბების მოსაპოვებლად ესაჭიროებათ ისეთ გლობალურ და სანდო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიც არის Visa.
საბოლოოდ, ხუთი კომპანია გავიდა CEMEA-ს რეგიონალურ ფინალში. ჟიურიმ, პირველ ადგილზე გასული Payze-სა და აუდიტორიის ფავორიტი კომპანიების Safepay-იის გარდა, კონკურსის ფინალისტებად დაასახელა სამი კომპანია:
- ჰაბტამუ ტადესე, დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, Arifpay, ეთიოპიიდან
- ალექსანდერ გრიშინ, აღმასრულებელი დირექტორი, კორპ ბანკი, რუსეთიდან
- მაიკლ ფემი სიმეონ, თანა დამფუძნებელი და გენ.დირექტორი, VPD Money, ნიგერიიდან
წლევანდელი კონკურსზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებსა და ბიზნესს გადახდების ინოვაციურ გზებს სთავაზობს. აღნიშნული ეხება ისეთ საბაზრო სფეროებს, როგორებიცაა: ელექტრონული სერვისის ინსტრუმენტების შემქნელები და მიმწოდებლები, მწარმოებლები; სავაჭრო და/ან მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების დაწესება; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. კონკურსში, მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.
გლობალურ ფინალში, რომელიც TechCrunch-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა , ფეიზი, წყნარი ოკეანის აუზის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გამარჯვებულ სტარტაპ კომპანიებს დაუპირისპირდება.
„Visa Everywhere Initiative“-ის შესახებ
„Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პოგრამა, რომელიც ფინტექებსა და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას სთავაზობს. პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაოებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დააფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრა ექვს კონტინენტზე და - 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - visa.com.
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE.
საკონტაქტო ინფორმაცია
ანა სერდიუკი | მარიამ გვარაძე |
Visa-ს კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი: | კომპანია Visa-ს პრეს სააგენტო საქართველოში |
საქართველო, დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში | ნობლეტმედია საქართველო |
+38 044 22 00 300 | +99555449965 |
[email protected] | [email protected] |