ქართული Payze ٠ ფეიზი გლობალური კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს
თბილისი, 14 სექტემბერი, 2021 - ვიზა Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ ფინალს 2021 წლის 14 სექტემბერს გამართავს.
გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლათფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას ექსპერტების წინაშე, ასევე წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.
მონაწილეობის მსურველებმა, პირველ ეტაპზე, კონკურსის წესებისა და პირობების გათვალისწინებით, უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი ბმულზე - www.visa.com. , რის შემდეგაც კონკურსის ჟიური, ხუთი - ლათინური ამერიკა, აზია-წყნარი ოკეანის აუზი, ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონიდან, არჩევს თითო გამარჯვებულს, რომლებიც კონკურსის დასკვნით, გლობალურ ფინალში უპირისპირდებიან ერთმანეთს.
წელს, CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. წელს, გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც Payze მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.
„ჩვენ განსაკუთრებულად ვამაყობთ, რომ 14 სექტემბერს, გლობალური კონკურსის - Visa Everywhere Initiative ფინალურ ეტაპზე Payze ეროვნული სიამაყით წარადგენს საქართველოს და მთლიანად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ფინტექ და სტარტაპ კომპანიები, მუდმივი განვითარების მამოძრავებელი ძალაა და კონკურსის უნიკალური იდეა, მსოფლიო მასშტაბით ინოვაციების დანერგვის კულტურის ჩამოყალიბებაში ეხმარება, ასევე ბრენდის გლობალურად აღიარებისა და Visa-თან თანამშრომლობის შესაძლებლობას ზრდის. წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია, Payze, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას 35%-ით ზრდის ყოველთვიურად.
„Visa Everywhere Initiative - გახლავთ ინოვაციური პროგრამა, რომელიც ფინტექ კომპანიებისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის. კონკურსის პლათფორმა, საუკეთესო ფინტექ პროდუქტებს სტარტაპების ერთიან ქსელთან აკავშირებს, ხელს უწყობს ბრენდის გლობალურ აღიარებასა და ვიზასთან პარტნიორობის პროცესს. ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან ვამაყობთ, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ვართ და კონკურსის ფინალურ ეტაპზე საქართველოს და რეგიონის სახელით წავრდგებით,“ აღნიშნა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
კონკურსის ფინალის ონლაინ მხარდაჭერას მედია პარტნიორის რანგში, პირდაპირი ტრანსლაციის ფორმატში უმასპინძლებს ტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე ორიენტირებული წამყვანი ონლაინ გამოცემაა - TechCrunch და მისი წამყვანი ნეეშა ტამბე. პირდაპირი ტრანსლაციის ყურება შესაძლებელია - ბმულზე.
ფეიზის ერთ-ერთი დამფუძნებლის - გიორგი წურწუმიასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის, Visa-ს პროდუქტებისა და სოლუშენის მიმართულების ხელმძღვანელი ოტო ვილიამსის დისკუსიის მოსასმენად, მიჰყევით - ბმულს.
„Visa Everywhere Initiative“-ის შესახებ
„Visa Everywhere Initiative“ არის გლობალური ინოვაციების პოგრამა, რომელიც ფინტექებსა და სტარტაპ კომპანიებს ელექტრონული გადახდებისა და კომერციის მიმართულების ტექნოლოგიური გამოწვევების ინოვაციური გზით გადაჭრას სთავაზობს. პროგრამა პირველად 2015 წელს აშშ-ში შეიქმნა და მალე გაფართოვდა და გადაიქცა გლობალურ პროგრამად, და რომელშიც თითქმის 7,000 სტარტაპია გაერთიანებული. დღეისათვის ამ სტარტაოებმა ჯამში 2.5 მილიარდი აშშ დოლარის დააფინანსება მიიღეს. ხოლო პროგრამა ექვს კონტინენტზე და - 100-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს - visa.com.
Visa Inc. -ის შესახებ
მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. ჩვენი მისიაა ინოვაციური, უსაფრთხო და საიმედო გადახდის ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო - რომელიც ინდივიდუალურ პირებს, ბიზნესსა და ეკონომიკას წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს. ჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet 65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაში; კომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზე, უზრუნველყოფს ქსელში ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგან და ყველასთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადის, ვიზა ცვლის მომავალის კომერციის კონცეფციას მისი ბრენდის, ხალხის, პროდუქტების და ქსელის გამოყენებით. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: usa.visa.com/about-visa, www.visa.com.ge, https://www.facebook.com/VisaGeorgiaGE.
საკონტაქტო ინფორმაცია
ანა სერდიუკი | მარიამ გვარაძე |
Visa-ს კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორი: | კომპანია Visa-ს პრეს სააგენტო საქართველოში |
საქართველო, დსთ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში | ნობლეტმედია საქართველო |
+38 044 22 00 300 | +99555449965 |
[email protected] | [email protected] |