საქართველო, 2023 წლის 19 აპრილი: საქართველოში დაიწყო განაცხადების მიღება Visa Everywhere Initiative-ის (VEI) გლობალური ინოვაციების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სადაც სტარტაპები დაფინანსების მოსაპოვებლად, გადახდებისა და კომერციის სფეროში მომავალი გამოწვევების გადასაჭრელად ინოვაციურ გადაწყვეტებს წარადგენენ.
ფულადი პრიზების გარდა, VEI-ის გამარჯვებულები მიიღებენ წვდომას Visa-ს პარტნიორთა უზარმაზარ ქსელზე, რომელიც აერთიანებს საბანკო, ვაჭრობის, ვენჩურული კაპიტალის (VC) და სამთავრობო სექტორებს. გამარჯვებულები, მსოფლიოს ყველაზე სანდო და ღირებული ბრენდების მიერ აღიარებას მოიპოვებენ და გაზრდიან ცნობადობას.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) ფინალი პირდაპირ ეთერში გადაიცემა 27 ივლისს TechCrunch-ზე, რომელიც ტექინდუსტრიასა და სტარტაპების ეკოსისტემაზე ორიენტირებული წამყვან, ონლაინ გამოცემას წარმოადგენს. CEMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვებული სტარტაპი მონაწილეობას მიიღებს გლობალურ ფინალში, რომელიც 19 სექტემბერს გაიმართება TechCrunch Disrupt-ში, სან-ფრანცისკოში.
წელს, Visa-ს VEI CEMEA-ს ფარგლებში, პირველად დაწესდება ჯილდო რისკისა და უსაფრთხოების სფეროში - ფინტექების ინოვაციები რისკების მართვის სფეროში (Fintechs Innovating in Risk Excellence), ანუ 'FIIRE' ჯილდო. Visa Emirates NBD-თან თანამშრომლობით გამოავლენს გლობალურ ფინტექ მოთამაშეებს თაღლითობის მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და საკრედიტო რისკების მართვის სფეროში. Visa-სა და Emirates NBD-ის წარმომადგენლების მიერ ერთობლივი შეფასების საფუძველზე, გამარჯვებული ფინტექი მიიღებს 25,000 დოლარის ოდენობის პრიზს და შესაძლებლობას ითანამშრომლოს Emirates NBD-თან, რეგიონის წამყვან ბანკთან.
„Visa Everywhere Initiative არის პლატფორმა, რომელიც ფინტექებს და მეწარმეებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ გადახდებისა და კომერციის სამყაროში ყველაზე მოწინავე და მასშტაბური ზეგავლენის მქონე გადაწყვეტილებები,“ – განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში. „მათი ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, ინოვაციური გადაწყვეტებით, ფინტექებს გააჩნიათ პოტენციალი შესთავაზონ მნიშვნელოვანი სოციალური სარგებელი იმ ბაზრებზე, სადაც ისინი საქმიანობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფინანსური სერვისების მიწოდებას მათთვის, ვისაც ნაკლები წვდომა გააჩნია ამ სერვისებზე. Visa-ში ჩვენ გვჯერა, რომ ციფრულ ეკონომიკაზე წვდომა განაპირობებს სამართლიან, ინკლუზიურ ზრდას და VEI არის მნიშვნელოვანი საშუალება იმ ინოვატორების მხარდასაჭერად, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ ამ სივრცეში.”
2015 წელს, ამ ინიციატივის დაარსების დღიდან, VEI დაეხმარა სტარტაპებს 100-ზე მეტი ქვეყნიდან ერთობლივად მოეპოვებინათ 16 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაფინანსება, და მოცემული ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბებული ქსელი მოიცავს თითქმის 12,000 სტარტაპს მთელი მსოფლიოდან. გასულ წელს, VEI-ის მიერ კონკურსის ფარგლებში დაწესებული საპრიზო თანხა 530,000 აშშ დოლარს აღემატებოდა, და კონკურსში მონაწილეობა მიიღო 4000-ზე მეტმა სტარტაპმა ხუთი რეგიონიდან. VEI 2022-ის განმავლობაში ნიგერიის ThriveAgric-მა მიიღო VEI Global-ის მთავარი პრიზი - 100,000 აშშ დოლარი. ThriveAgric-მა ასევე მოიგო Visa Direct-ის მიერ დაწესებული პრიზი 20,000 აშშ დოლარის ოდენობით. 2021 წელს, ქართული კომპანია Payze, CEMEA რეგიონის გამარჯვებული გახდა საუკეთესო ინოვაციური საგადახდო და კომერციული გადაწყვეტების წარდგენისთვის, რომლებიც გადახდების სფეროში მომავალი გამოწვევების გადაჭრას უწყობენ ხელს.
VEI ეძებს ინოვაციურ და ამბიციურ მეწარმეებს, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებების განვითარებას საგადახდო და კომერციის სფეროში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზით, რომლების წინაშეც ყველა ზომის და სექტორის ბიზნესი დგას, მათ შორის:
რას ვეძებთ ჩვენ
ციფრული სერვისების და ციფრული ემიტენტების ხელშემწყობებს
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ქრაუდფანდინგი
- საბანკო მომსახურება როგორც სერვისი (Banking-as-a-Service)
- BIN სპონსორები
- ემიტენტები/დამმუშავებლები
- პროგრამის მენეჯერები
ციფრული ემისია
- ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა
- ალტერნატიული დაკრედიტება
- პირადი ფინანსების მართვა
- თანხის გადარიცხვა და ფულადი გზავნილები
- ციფრული საბანკო მომსახურება (ასევე ცნობილი როგორც ნეო ბანკი)
- ციფრული საფულე, პარტნიორთა ქსელი (P2P) და გადარიცხვები
- თანამშრომელთა შეღავათები
- გადასახდელები
- კორპორაციული ბარათები (ანუ ხარჯების მართვა)
დამატებითი ღირებულება მოვაჭრეებისთვის და/ან მომხმარებლებისთვის ფინანსურ სფეროში
- მონაცემები და ანალიტიკა
- იდენტიფიკაცია, ავთენტიფიკაცია და უსაფრთხოება
- დაზღვევის ტექნოლოგია (InsurTech)
- ლოიალობა
- სავაჭრო მომსახურება და ინსტრუმენტები
- პროცესის და გადახდის ინფრასტრუქტურა
- საცალო ვაჭრობის ტექნოლოგია
- სხვა
მცირე და საშუალო ბიზნესის რეკონსტრუქცია
- ფულადი სახსრების ბრუნვა (თანხების გადარიცხვები, შიდა ანგარიშები, P2P მიმწოდებლები და გადახდები)
- მიღება (ელექტრონული კომერცია და მობილური საშუალება)
- რისკების მართვა (გადახდილი თანხის დაბრუნება, და ა.შ.)
- ბრენდის მართვა (საზოგადოებრივი განვითარება, და ა.შ.)
- სხვა
2023 წელს დაწესებული ახალი კატეგორიები:
- მდგრადი ფინტექები
- რისკი
- ურბანული მობილობა
2023 წელს დაწესებული პრიზები
- VEI CEMEA რეგიონული კონკურსი 1-ლი ადგილი: $20,000
- VEI CEMEA რეგიონული კონკურსის აუდიტორიის ფავორიტი: $10,000
- VEI CEMEA რეგიონული კონკურსის რისკის მართვის კატეგორიაში გამარჯვებული: $25,000
გლობალური ფინალის ჯილდოები და ფულადი პრიზები
- VEI გლობალური ფინალის გამარჯვებული: $50,000 USD
- VEI გლობალური ფინალის აუდიტორიის ფავორიტი: $10,000 USD
- VEI Global – Visa Direct: $10,000 USD
- დამატებით, 5-ვე ფინალისტს საშუალება ექნება წარადგინოს თავისი კომპანია TechCrunch Disrupt-ზე ბრენდირებულ პავილიონში.
კონკურსში გამარჯვებული და Visa Direct-ის გამარჯვებული ასევე უფლებამოსილია მოიგოს აუდიტორიის ფავორიტის პრიზი.
საქართველოში, VEI-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 14 მაისი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად VEI-ის შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს.