Visa-მ და EBRD-იმ  მცირე და საშუალო ბიზნესის, ქალთა მეწარმეობის, ციფრული გადახდების მხარდასაჭერად უერთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თბილისი, 2024 წლის 22 მაისი — Visa-მ, ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერმა, და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს EBRD-ის 33-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, ერევანში.

თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტს, ხელი მოაწერეს Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში დიანა კიღურაძემ და EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსმა. პარტნიორობა მიზნად ისახავს, დიგიტალიზაციის მხარდაჭერის და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაფართოების გზით, მდგრად და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას.

შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორები, ფინანსური ცნობიერების გაუმჯობესების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, ქალთა მეწარმეობის გაძლიერების, ელექტრონული გადახდების განვითარების, GovTech-ის (სამთავრობო ტექნოლოგიები) და საზოგადოებრივ ტრანსპორტში სერვისების გაციფრულების მიზნით, განახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს და გამართავენ შეხვედრებს.

"Visa-ს და EBRD-ის გლობალური გამოცდილება, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს პარტნიორობის ფარგლებში დადებითი ცვლილებები მოვუტანოთ ეკონომიკას და საზოგადოებას", - განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს უფროსმა დირექტორმა და რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიაში. "ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ EBRD-სთან, ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის, ქალთა მეწარმეობის გაციფრულებას, დინამიკურად განვითარებათ ქვეყნებსა და სწრაფად მზარდ ბაზრებზე."

"მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ Visa-სთან და ხელი შევუწყოთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის გაციფრულებას, ფინანსური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაფართოებასა და მდგრად ეკონომიკური ზრდას. მეწარმე ქალებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებაში და მათ ჯერ კიდევ აქვთ ბევრი აუთვისებელი პოტენციალი. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მივაღწიოთ ორჯერ მეტ ეფექტს პოზიტიური ცვლილებების და ინოვაციების სტიმულირებით, და EBRD-ის ყველა რეგიონში ინკლუზიური ზრდისა და კეთილდღეობის შესაძლებლობების შექმნით," აღნიშნა კავკასიის EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრენიოს დრაკინოსმა.


Visa-ს შესახებ

Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge.

ინფორმაცია მედიისთვის:

მარიამ გვარაძე
Visa-ს პრესსამსახური საქართველოში
ნობლეტ მედია აღმოსავლეთ პარტნიორობა
+99555449965
[email protected]