ვიზის კანდიდატის კონფიდენციალურობის შესახებ შეტყობინებით

ამოქმედების თარიღი: 2026 წლის 31 მარტი

კანდიდატთა კონფიდენციალურობის შესახებ წინამდებარე შეტყობინება ( 'შეტყობინება'') განმარტავს თუ როგორ აგროვებს, იყენებს და აზიარებს Visa პერსონალურ ინფორმაციას (როგორც ეს ქვემოთ არის განსაზღვრული) როდესაც თქვენ განიხილებით სამუშაო კანდიდატად და/ან გაქვთ გამოგზავნილი განაცხადი Visa-ში დასასაქმებლად.

გადახდების სფეროში გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის სახით Visa ბევრ როლს ასრულებს. იმ შემთხვევაში, როცა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად Visa მოქმედებს როგორც მონაცემთ დამმუშვებელი და ინფორმაციას უშუალოდ კანდიდატებისგან აგროვებს, დამმუშავებელი (კონტროლერი), როგორც წესი არის Visa-ს აფილირებული პირი. Visa-ს შვილობილი კომპანიები არიან კომპანიები, რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდებიან Visa U.S.A-ის მიერ. Inc.-ს ან მის მშობელი კომპანიის Visa Inc.-ს საკუთრების გზით - მაგალითად, Visa International Service Association, Visa Worldwide Pte. Limited, Visa Canada Corporation, Visa International Servicios de Pago España, S.R.L., Visa Europe Limited, Visa do Brasil Empreendimentos Ltda, CardinalCommerce Corporation, CyberSource Corporation და Verifi, Inc. თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამმუშვებელი (კონტროლერი) არის Visa-ს იურიდიული პირი, რომელთანაც გააგზავნეთ განაცხადი ვაკანსიაზე. Visa-ს იმ აფილირებული პირების ჩამონათვალი, რომელთანაც გააგზავნეთ გააგზავნეთ განაცხადი, მათ საკონტაქტო მონაცემებთა ერთად, ხელმისაწვდომია ჩვენი Visa-ს იურიდიული პირების ჩამონათვალში.

ვიზას მოქმედი თანამშრომლებისთვის: წინამდებარე შეტყობინება ვრცელდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, როდესაც თქვენ განიხილებით Visa-ს რომელიმე პოზიციის კანდიდატად. თუ თქვენ ხართ Visa-ს მოქმედი თანამშრომელი, გთხოვთ ასევე გაეცნოთ ვიზას თანამშრომელთა გლობალური კონფიდენციალურობის შეტყობინებას, რომელიც ხელმისაწვდომია Visa-ს ინტრანეტზე (შიდა ქსელში) სადაც დეტალურად არის მოცემული თუ როგორ ვამუშვებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას დასაქმების კონტექსტში.

„პირადი ინფორმაცია“ მოიცავს ისეთ ინფორმაციას (ცალკეულად ან სხვა ინფორმაციასთან ერთად), რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფიზიკურ პირთან. პირადი ინფორმაციას ასევე ზოგჯერ ეწოდება ''პერსონალური მონაცემები''.

ჩვენსა და თქვენ შორის ურთიერთობისა და ინტერაქციის მიხედვით, ჩვენ მიერ მოგროვებული პირადი ინფორმაცია შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:

  • საკონტაქტო ინფორმაცია-ეს მოიცავს თქვენს სახელს, მომხმარებლის სახელს, საფოსტო მისამართს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს და პროფესიული სოციალური ქსელების პროფილის სახელებსა და სხვა ისეთ ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით თქვენთან დასაკავშირებლად.
  • ინფორმაცია ურთიერთობის შესახებ-ეს მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ნებაყოფლობით გვაწვდით პერსონალიზებული კონტენტის შემოთვაზების მიზნით, თუ გადაწყვეტთ ჩვენს პროფესიულ წრეებში გაწევრიანებას; მაგალითად: მონაცემები პროფესიული სოციალური ქსელების პროფილებიდან და ინფორმაცია თქვენი ინტერესების შესახებ.
  • ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია — მოიცავს თქვენს Visa-სთან ინტერაქციის ინფორმაციას, მათ შორის:
    • ინფორმაციას, რომელიც გროვდება მაშინ, როცა მონაწილებას იღებთ Visa-ს ისეთ პროგრამებში, როგორიცაა Visa-ს პროფესიული საზოგადოება;
    • ინფორმაცია, რომელიც გროვდება Visa-ს კონფიდენციალუროობის განყოფილებასთან დაკავშირებისას, როგორიცაა კადრების მოძიების ჯგუფი;
    • ვიზიტორთ ჟურნალები (ჩანაწერები). როდესაც თქვენ სტუმრობთ Visa-ს ერთ ან რამდენიმე ობიექტს.
    • სხვა ინფორმაცია, რომელსაც გვაწვდით, როგორიცაა თქვენი ანგარიშის პროფილის დადგენისთვის შეგროვებული მონაცემები (მაგალითად პროფილები ან ანგარიშის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული შეკითხვები);
  • აუდიო და ვიზუალური ინფორმაცია-ეს გულისხმობს აუდიო, ელექტრონულ, ვიზუალურ ან მსგავსი ტიპის ინფორმაციას რომელიც უკავშირდება ჩვენთან თქვენს ურთიერთობას, მათ შორის ფოტოებს (თქვენს რეზიუმეში ან თქვენს პროფესიულ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულს), ვიდეოგამოსახულებებს, ვიდეომეთვალყურეობის კამერების ჩანაწერებს, სატელეფონო ჩანაწერებს და ხმოვან შეტყობინებებს.
  • ონლაინ და ტექნიკური ინფორმაცია - მოიცავს ვებსაიტებთან, აპლიკაციებთან და რეკლამებთან თქვენი ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, IP მისამართს, მოწყობილობის იდენტიფიკატორებს, პარამეტრებს, მახასიათებლებს, რეკლამის ID-ს, დათვალიერების ისტორიას, ვებ-სერვების ჟურნალებს, სერვერის ჟურნალის ჩანაწერებს, აქტივობის ჟურნალის ჩანაწერებს, კლავიშების გამოყენების დროებს და სხვა ინფორმაციას, რომლებიც Cookie ფაილებითა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით შეგროვდება.
  • სახელმწიფოს მიერ გაცემული საიდენთიფიკაციო ნომრები-ეს მოიცავს სოციალური დაზღვევის ნომერის, მართვის მოწმობის ნომერს, პასპორტის ნომერს, პირადობის მოწმობის ნომერსა და სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა იმ ამომცნობებს, რომლებიც დაშვებულია კანონმდებლობით.
  • გეოლოკაციური ინფორმაცია-ეს შეიძლება მოიცავდეს ზუსტ გეოლოკაციურ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა შეგროვდეს ჩვენს ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში Visa-ს ვაკანსიაზე განაცხადის შეტანისას, თუ ნებას დაგვრთავთ შეგროვებაზე ჩვენი პარამეტრების მართვის ხელსაწყოების მეშვეობით.
  • პროფესიული და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია — ეს მოიცავს თანამშრომლებისა და პოტენციური თანამშრომლების შესახებ პროფესიულ და დასაქმებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორისგანმცხადებლის და რეზიუმეს დეტპროფესიული და დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია — ეს მოიცავს თანამშრომლებისა და პოტენციური თანამშრომლების შესახებ პროფესიულ და დასაქმებასთან დაკავშირებულ მონაცემებს, მათ შორის განაცხადისა და რეზიუმეს დეტალებს, როგორიცაა განათლება და სამუშაო გამოცდილება, აგრეთვე ინფორმაციას შესაბამისი თანამდებობისთვის კვალიფიკაციის შესახებ, როგორიცაა უნარები და სერთიფიკატები. პროფესიული ინტერესები და მიზნები; თანამშრომლის კვალიფიკაციის დასადასტურებლად შეგროვებული ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად მუშაობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; სერთიფიკატები, უნარები და პოზიციასთან დაკავშირებული შეფასებები და რეკომენდაციები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს შეიძლეაბა მოიცავდეს ინფორმაციას ნასამართლეობის ან სამართალდარღვევის შესახებ-რაც მოიცავს ინფორმაციას წარსული ნასამართლეობის ან სამართალდარღვევის შესახებ და თქვენს მიერ მოწოდებულ განცხადებებს ასეთი ნასამართლეობის ან სამართალდარღვევის თაობაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
  • შესაბამისობის ინფორმაცია-ეს მოიცავს ჩანაწერებს რომლებიც ინახება გარკვეულ იურისდიქციებში მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადასტურებლად; ეს შეიძლება მოიცავდეს ჩანაწერებს მონაცემთა სუბიექტის უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ.

ამ კატეგორიაში შემავალი ზოგიერთი პერსონალური ინფორმაცია გარკვეულ იურისდიქციებში შეიძლება მიჩნეულ იქნეს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციად ან ''განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებად''. ასეთი პერსონალური ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ კანონის ფარგლებში (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თავი სახელწოდებით '' რისთვის ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას და როგორ ვიყენებთ მას?'')

პირადი ინფორმაცია თქვენგან შესაძლოა სხვადასხვა წყაროებით შევაგროვოთ, რაც დამოკიდებულია ჩვენსა და თქვენ შორის ურთიერთობასა და ინტერაქციაზე. წყაროები მოიცავს შემდეგს:

  • თქვენ, მაგალითად როცა ავსებთ აპლიკაციას Visa-ში ვაკანსიაზე, რეგისტრირდებით Visa-ს ტალანტების მართვის პროგრამებში, უერთდებით პროფესიულ საზოგადოებას, ესწრებით კარიერულ თუ საუნივერსიტეტო ღონისძიებებს ან მონაწილეობთ ჩვენს გამოკითხვებში;
  • თქვენი კომპიუტერიდან ან მოწყობილობებიდან, როდესაც თქვენ სარგებლობთ ჩვენი პლატფორმებით, ვებგვერდებითა და აპლიკაციებით ან სხვა ავტომატური ტექნოლოგიის მეშვეობით, მაგალითად როდესაც ვიწერთ ინტერვიუს (მათ შორის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ინტერვიუს ტრანსკრიპირებისას) და ვიყენებთ ვიდეომეთვალყურეობის კამერებს ჩვენს ობიექტებში;
  • დასაქმების სააგენტოები;
  • მომსახურების მომწოდებლები და მესამე მხარეები, რომლებიც ჩვენთვის ახორციელებენ ვერიფიკაციისა და გადამოწმების სერვისებს (მაგალითად, თქვენი რეკომენდატორები და მესამე მხარეები, რომლებიც გვეხმარებიან ინფორმაციის გადამოწმებაში, სკრინინგსა და შიდა მოკვლევაში საჭიროების შემთხვევებში და კანონის შესაბამისად); და
  • საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები, პროფესიული სოციალური მედია პლატფორმების ჩათვლით.

Visa ამუშვებს კანდიდატების პერსონალურ ინფორმაციას კანონის შესაბამისად და ქვემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული მიზნებისთვის:

ზოგიერთ იურისდიქციაში, Visa ამუშავებს მონაცემთა სპეციალურ კატეგორიებს, რომლებსაც ასევე უწოდებენ სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად (მაგალითად ინფორმაცია რასობრივი ან ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური ან ფილოსოფიური მრწამსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ), მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის (მაგალითად, ჩვენი მრავალფეროვნებისა და სოციალური მმართველობის პროგრამასთან დაკავშირებით) და სხვაგვარად თქვენს მიერ ნებადართული შემთხვევების დროს (მაგალითად როცა მონაწილეობას მიიღებთ ჩვენი პროფესიული საზოგადოების ჯგუფებში) რაც გამართლებულია შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, როგორც ეს მოცემულია ზემოთ მოყვანილ ცხრილში და შემდეგი დამატებითი პირობებიდან ერთ -ერთით:

  • თუ თანხმობა განაცხადეთ პერსონალური მონაცემების ასეთი სპეციალური კატეგორიებისა და სენსიტიური ინფორმაციის დამუშავებაზე;
  • მონაცემების დამუშვება აუცილებელია Visa-ს ვალდებულებების შესასრულებლად და თქვენი უფლებების დასაცავად შრომის სამართლის და სოციალური დაცვის სამართლის სფეროებში;
  • მონაცემების დამუშავება აუცილებელია Visa-სთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, თქვენი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად, პრევენციული ან პროფესიული მედიცინის, თქვენი შრომისუნარიანობის შეფასების, სამედიცინო დიაგნოსტიკის, ჯანმრთელობის ან სოციალური დაცვის ან მკურნალობის უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის ან სოციალური დაცვის სისტემებისა და სერვისების მართვისთვის; ან
  • დამუშვება აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენის, განხორციელების ან მათგან თავდაცვის მიზნით.

Visa-მ ასევე შეიძლება დაამუშავოს მონაცემები ნასამართლეობისა და სამართალდარღვევის შესახებ თუ ეს დასაშვებია კონკრეტული პოზიციისთვის ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

სამსახურში აყვანის შესახებ არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მხოლოდ ავტომატიზირებული სისტემის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ Visa-მ შეიძლება გამოიყენოს ავტომატური ხელსაწყოები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, ყოველი გადაწყვეტილება კანდიდატის განხილვის, ინტერვიუზე მიწვევის, სამუშაოს შეთავაზების ან უარის თქმის შესახებ, ისევე როგორც დასაქმებასთან დაკავშირებული ყველა სხვა გადაწყვეტილება, მიიღება ადამიანის ჩართულობით და მისი უშუალო მონაწილეობით. დამატებითი დეტალები იმის შესახებ თუ როგორ იყენებს Visa ავტომატურ ხელსაწყოებ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს აღწერილია ამ ნაწილში და თავში რომლის სახელწოდებაა ''რატომ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას და როგორ ვიყენებთ მას''.

შეგიძლიათ დაუჯავშირდეთ ვიზას კონფიდენციალურობის განყოფილებას ''როგორ დავუკავშირდეთ ვიზას კონფიდენციალურ განყოფილებას'' მეშვეობით და მოითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რის საფუძველზე იღებენ რეკრუტერები გადაწყვეტილებას თქვენს აპლიკაციაზე. თქვენ ასევე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი უფლებები კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის შესახებ, როგორც ეს აღნიშნულია ვემოთ მოცემულ თავში ''შენი კონფიდენციალურიბის უფლებები''.

შეტყობინება რეკრუტირებისას ხელოვნური ინტელექტის საშუალებების გამოყენების შესახებ/

რეკრუტერების მხარდასაჭერად და ეფექტურობის გაზრდის მიზნით შესაძლოა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის საშუალებები ადმინისტრაციული საკითხების და რეკრუტირების ეფექტურობის მხარდასაჭერად. ეს საშუალებები ხელს უწყობს პროცესის გამარტივებს და კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესებას. როგორც აღვნიშნეთ, კადრის დაქირავებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილების პროცესში ჩართული იქნება ადამიანი და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ხელოვნური ინტელექტის საშუალებები:

  • იმისათვის, რომ რეკრუტერებს დაეხმაროს სწორი კანდიდატის გამოვლენაში, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება შეესაბამება კონკრეტული პოზიციის მოთხოვნებს;
  • კანდიდატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე (უნარები, გმაოცდილება და ინტერესები) დაყრდნობით სწორი პოზიციის შეთავაზება;
  • კანდიდატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საჭირო უნარების გამოვლენა; და/ან
  • ადმინისტრაციული პროცესების გამარტივების მეშვეობით რეკრუტერის პროდუქტიულობის და კანდიდატის გამოცდილების გაუმჯობესება.

ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოყენებული შესაძლო ინფორმაცია:/

  • კანდიდატის მიერ აპლიკაციის პროცესში მოწოდებული დეტალები (მაგალითად, რეზიუმე, პასუხები აპლიკაციის დროს მოცემულ შეკითხვებზე, ინფორმაცია უნარებზე, გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე) მათ შორის: განათლება და პროფესიული გამოცდილება, ვაკანსიაში მითითებული სერთიფიკატები და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და სამუშაო მოთხოვნაში მოცემული კონკრეტული პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები.
  • ხელოვნური ინტელექტი არიყენებს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას თუ მახასიათებლებს.

Visa-ს საქმიანობის გლობალური ბუნებიდან გამომდინარე, მან შესაძლოა გაუმჟღავნოს პერსონალური ინფორმაცია სხვა ქვეყანაში მყოფ პირებს, როგორც ეს ჩამოთვლილია ვემოთ:

  • ვიზას სხვა შვილობილ კომპანიას, რომელიც თქვენს ინფორმაციას დაამუშავებს იმ მიზნებისთვის რაც განსაზღვრულია ამ შეტყობინებაში;
  • ჩვენს მესამე მხარის სერვის პროვაიდერებს (მათ შორის მონაცემთა გადამმოწმებელ კომპანიებს), მონაცემთა დამმუშვებლებს და კონტრაქტორებს. ვიზა მესამე მხარეებთან დებს ხელშეკრულებას, რათა უზრუნველყოს პერსონალური ინფორმაციის სათანადო დაცვა.
  • კანონით მოთხოვნის შემთხვევაში, როგორიცაა სამართალდამცავი ორგანოები, სამთავრობო უწყებები, მარეგულირებლები და სასამართლოები იმ ქვეყნებში, სადაც ვოპერირებთ;
  • კანონით დართულ შემთხვევებში, როგორიცაა ჩვენს მიერ ბიზნეს აქტივების გაყიდვა თუ გადაცემა, ჩვენი ხელშეკრულების აღსრულება, ჩვენი საკუთრების თუ უფლებების დაცვა, ან სხვისი საკუთრების თუ უსაფრთხოების დაცვა;
  • ინფორმაციის მიღების აუცილებლობის პრინციპის დაცვით, ვიზას პერსონალისა და გარე კონსულტანტებისთვის აუდიტის, შესაბამისობისა და კორპორაციული მართვის მიზნებისთვის; და
  • რეკრუტირების სააგენტოებისა და რეკომენდატორებისთვის.

ვიზა იყენებს სხვადასხვა ონლაინ საშუალებას აპლიკანტებსა და კანდიდატებთან დასაკავშირებლად. ჩვენი ონლაინ კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ Visa-ს გლობალური კონფიდენციალურობის შეტყობინებას და Visa-ს ქუქი-ფაილების შესახებ შეტყობინებას

ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს კონფიდენციალურობის უფლებებს მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თქვენი იურისდიქციის მიხედვით, შესაძლოა გქონდეთ შემდეგი უფლებები:

  • წვდომის უფლება: თქვენ შესაძლოა გქონდეთ უფლება, მიიღოთ დასტური თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების ან დაუმუშავებლობის შესახებ და მიიღოთ ამ პერსონალური ინფორმაციის ასლები.
  • გასწორების უფლება: თქვენ შესაძლოა გქონდეთ უფლება, მოითხოვოთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციაში არსებული უზუსტობების გასწორება ან მისი შევსება.
  • წაშლის უფლება: თქვენ შესაძლოა გქონდეთ უფლება, მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის წაშლა შემდეგ შემთხვევებში:
    • როდესაც ისინი აღარ არის საჭირო იმ მიზნებისთვის, რისთვისაც მოხდა მათი შეგროვება;
    • როცა თქვენ გამოიხმეთ (გააუქმეთ) თქვენი თანხმობა;
    • თქვენს მიერ პროტესტის უფლების გამოყენების შემდგომ;
    • როცა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება მოხდა არაკანონიერად; ან
    • სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
Visa არ არის ვალდებული დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა პერსონალური ინფორმაციის წაშლის შესახებ, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ დამუშავება აუცილებელია სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად ან სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენის, განხორციელების ან დაცვისთვის.
  • დამუშავების შეზღუდვის უფლება: თქვენ შესაძლოა გქონდეთ უფლება, მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შეზღუდვა (ანუ მისი შენახვა გამოყენების გარეშე), როდესაც:
    • როცა საეჭვოა სიზუსტე;
    • თუ მისი დამუშვება არაკანონიერად მოხდა მაგრამ არ გსურთ წაშლა;
    • დამუშვება აუცილებელია სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენის, განხორციელების ან მათგან თავდაცვის მიზნით.
    • ჩვენ გვჭირდება გადავამოწმოთ საფუძვლიანი მიზეზების არსებობა თქვენ მიერ პროტესტის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენება შეზღუდვის მოთხოვნის შემდეგაც: (i) თქვენი თანხმობით; ან (ii) სამართლებრივი მოთხოვნების წარდგენის, განხორციელების ან დაცვისთვის; ან (iii) ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლებების დასაცავად.

  • მონაცემთა გადატანის უფლება: თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოგვთხოვოთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის მოწოდება სტრუქტურირებადი, გამოყენებადი და წაკითხვად ფორმატში, ან შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი პირდაპირ გადაცემა სხვა კონტროლერისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დამუშავება ხდება მხოლოდ თქვენი თანხმობით ან თქვენთან დადებული ხელშეკრულებით და დამუშავება ხდება ავტომატიზირებული წესით.
  • თანხმობის გამოხმობის უფლება: თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თქვენი თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშვებაზე, თუ დამუშავება ეფუძნება თქვენს თანხმობას და ეს არ იმოქმედებს მანამდე განხორციელებული ინფორმაციის დამუშავების კანონიერებაზე, ვიდრე თქვენ თანხმობას გამოითხოვდით. თუ დარეგისტრირდით ვიზას ტალანტთა სქელში რათა მიიღოთ შეტყობინება, გამოწერის გაუქმება შეგიძლია ნებისმიერ ამ შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე გადასვლით.
  • პროტესტის უფლება: მაშინ როცა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ვეყრდნობით ჩვენს კანონიერ ინტერესებს თქვენ გაქვთ უფლება გააპროტესტოთ ინფორმაციის დამუშვება. მსგავს შემთხვევაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ინფორმაციის დამუშავება გარდა ისეთი შემთხვევისა როცა ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ დამუშავების დამადასტურებელი ისეთ კანონიერი საფუძვლები, რომელიც აღემატება თქვენს ინტერესებს, უფლებებს და თვისუფლებებს ან როდესაც პერსონალური ინფორმაციის დამუშავება გვჭირდება სამართლებრივი მოთხოვნის წარდგენის, განხორციელების ან დაცვისთვის.

თქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემთა დაცვის შესაბამის ოფიცრებს იმ საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, რომელიც მოცემულია სექციაში — „როგორ დავუკავშირდეთ Visa-ს კონფიდენციალურობის საკითხებზე“ თუ გაქვთ რაიმე პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ამუშავებს Visa თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, თქვენ ასევე შესაძლოა გქონდეთ უფლება, საჩივრით მიმართოთ მონაცემთა დაცვის ადგილობრივ ორგანოს. ჩვენ მოგიწოდებთ, პირველ რიგში დაუკავშირდეთ Visa-ს კონფიდენციალურობის გუნდს ელექტრონულ მისამართზე: [email protected], რათა ჩვენ შევძლოთ უშუალოდ ვუპასუხოთ თქვენს კითხვებსა თუ პრეტენზიებს. მონაცემთა დაცვის ორგანოების საკონტაქტო მონაცემები ხელმისაწვდომია აქ ევროპის ეკონომიკური ზონაასევე ბრიტანეთი და და შვეიცარია .

Visa არ „ყიდის“ და არ „აზიარებს“ კანდიდატის პერსონალურ ინფორმაციას იმ მნიშვნელობით, როგორც ეს ტერმინები განმარტებულია კალიფორნიის კანონმდებლობით (მათ შორის „კალიფორნიის მომხმარებელთა კონფიდენციალურობის აქტით“, „კალიფორნიის კონფიდენციალურობის უფლებების აქტში“ შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) გაზიარება მოიცავს ინფორმაციის გამჟღავნებას სხვადასხვა რეკლამირების მიზნით. ვიზა ასევე არ იყენებს კანდიდატის პერსონალურ ინფორმაციას რეკლამირების მიზნით.

ვინაიდან ვიზა არ ყიდის და არ აზიარებს კანდიდატის პერსონალურ ინფორმაციას, გაყიდვაზე უარის თქმა ან გაზიარება არ ვრცელდება კანდიდატის პერსონალურ ინფორმაციაზე.

თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი და გამოიყენოთ თქვენი კონფიდენციალურობის უფლებები შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, ჩვენი კანდიდატების მართვის სისტემაში თქვენს პროფილზე შესვლით ან ჩვენი „კონფიდენციალურობის უფლებების პორტალის“ მეშვეობით.

დამატებითი შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ: ზოგიერთი ქვეყნისა და შტატის რეზიდენტებს კონფიდენციალურობის დამატებითი უფლებები გააჩნიათ. ინფორმაცია ამ უფლებების შესახებ მოცემულია კონფიდენციალურობის დამატებით შეტყობინებებში, რომლებიც განთავსებულია „Visa-ს გლობალური კონფიდენციალურობის შეტყობინების“ ბოლოში.

Visa-ს სათავო ოფისი მდებარეობს შეერთებულ შტატებში, ხოლო მისი შვილობილი კომპანიები და სერვისის პროვაიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფუნქციონირებს. Visa-მ შესაძლოა თქვენი პირადი ინფორმაცია გაგზავნოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც, შესაძლოა, არ გააჩნდეთ კონფიდენციალურობის ან მონაცემთა დაცვის მსგავსი კანონები. ჩვენ შესაძლოა, გავგზავნოთ თქვენი პირადი ინფორმაცია ჩვენს მონაცემთა ცენტრებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის სხვა თუ ლოკალური, თქვენი ქვეყნის ცენტრებში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ამ შეტყობინებაში აღწერილი წესით, მიუხედავად მისი შენახვის ადგილისა, და გადავცემთ მას პერსონალური ინფორმაციის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის დადგენილი ნებისმიერი მოქმედი სამართლებრივი მოთხოვნის შესაბამისად.

ყოველთვის, როდესაც ჩვენ გადავცემთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA), შვეიცარიის ან გაერთიანებული სამეფოს (UK) ფარგლებს გარეთ, ჩვენ ვიღებთ ზომებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ასეთი გადაცემა განხორციელდეს მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. თქვენი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს ქვეყანას რომელიც სარგებლობს ''დაცვის ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილებით“ (რაც გულისხმობს ქვეყნებს, რომლებიც ევროკომისიის მიერ აღიარებულია პერსონალური ინფორმაციის დაცვის სათანადო დონის უზრუნველმყოფად). თუ თქვენი პერსონალური ინფორმაცია გადაიცემა ქვეყანაში, რომელიც არ სარგებლობს „დაცვის ადეკვატურობის შესახებ გადაწყვეტილებით“ (მაგალითად: ამერიკის შეერთებულ შტატებში) და რომელიც მიიჩნევა, რომ არ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის იმავე დონეს, როგორსაც ევროპის ეკონომიკური ზონა, შვეიცარია ან გაერთიანებული სამეფო, Visa უზრუნველყოფს, რომ ასეთი გადაცემა განხორციელდეს შესაბამისი დაცვის გარანტიების საფუძველზე, როგორც ამას მოითხოვს მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ მოქმედი კანონმდებლობა კერძოდ, ევროკომისიის მიერ დამტკიცებული „სტანდარტული სახელშეკრულებო დათქმების“ გამოყენებით და რომ ეს შესაბამისი გარანტიები, საჭიროებისამებრ, შეივსოს დამატებითი სახელშეკრულებო, ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებით.

გთხოვთ დაუკავშირდეთ ვიზას კონფიდენციალურობის გუნდს ბოლო სექციაში მითითებული საკონტაქტო მონაცემების გამოყენებით, თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ან გსურთ სტანდარტული სახელშკრულებო მუხლების ასლის მოპოვება.

თქვენი პირადი ინფორმაციის დაკარგვისგან ან არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ფიზიკურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ მექანიზმებს. მაგალითად, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას და სხვა მექანიზმებს.

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც საჭიროა ამ შეტყობინებაში მოცემული მიზნების მისაღწევად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონით მოითხოვება ან ნებადართულია მონაცემთა შენახვის უფრო ხანგრძლივი პერიოდი. შენახვის პერიოდის განსაზღვრისას ვიზა იყენებს ისეთ კრიტერიუმებს როგორიცაა თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების მიზანი, საკანონმდებლო მოთხოვნები, ბიზნეს საჭიროებები ან სამართალმოთხოვნის მართვა თუ სამართალწარმოება. მონაცემთა შენახვის ასეთი პერიოდები შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი იურისდიქციის მიხედვით და გაწერილია Visa-ს მონაცემთა შენახვის პოლიტიკაში, რომელიც ასახავს ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებს. შენახვის მოქმედი პერიოდების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნა ელექტრონულ მისამართზე: 1/[email protected].

ეს შეტყობინება აჩვენებს თუ როგორ ინახავს ვიზა და მისი შვილობილი კომპანიები თქვენს პერსონალურ მონაცემებს. სოციალურ მედია პლატფორმებსა და სხვა ვებგვერდებს, რომლებზე წვდომაც შესაძლებელია Visa-ს ვებგვერდების მეშვეობით, ან რომლებზეც შესაძლოა განთავსებული იყოს Visa-ს ვაკანსიები, ასევე გააჩნიათ საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ჩვენ გირჩევთ, რომ გაეცნოთ ამ საიტების მიერ მოწოდებულ შეტყობინებებს კონფიდენციალურობის შესახებ, სანამ მათ თქვენს ინფორმაციას გაუზიარებთ.

შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესახებ ეს შეტყობინება დროდადრო განვაახლოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგიწოდებთ, რეგულარულად შეამოწმოთ ეს შეტყობინება, რათა სრულად იყოთ ინფორმირებული ნებისმიერი ცვლილებისა თუ განახლების შესახებ. თუ ცვლილებები არსებითი იქნება, ონლაინ გამოვაქვეყნებთ გამაფრთხილებელ შეტყობინებას. თუ ცვლილებები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჩვენ მიერ უკვე შეგროვებული ინფორმაციის გამოყენების წესზე, ამის შესახებ შეგატყობინებთ.

ამ შეტყობინებასთან დაკავშირებული კითხვები, ან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გეხებათ ის თქვენ, უნდა გაიგზავნოს Visa-ს შესაბამის მონაცემთა დაცვის ოფიცრებთან (Data Protection Officers), ელექტრონულ მისამართზე: [email protected].