„Visa, Inc.“-ის მოსყიდვის საწინააღმდეგო პოლიტიკა

1.0 მიზანი

„Visa, Inc.“-მა შეიმუშავა მოსყიდვის საწინააღმდეგო ეს პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“), რათა დაიცვას აშშ-ის საგარეო კორუფციის პრაქტიკის აქტის, გაერთიანებული სამეფოს მოსყიდვის აქტისა და მოსყიდვის წინააღმდეგ მიმართული სხვა კანონმდებლობების მოთხოვნები და აკრძალვები.

2.0 მოქმედების სფერო

პოლიტიკა ვრცელდება „Visa, Inc.“-ისა და მისი შვილობილი კომპანიების („Visa“ ან „კომპანია“) ყველა დირექტორზე, ოფიცერზე, თანამშრომელსა და დროებით მომუშავეზე („Visa-ს პერსონალი“).  ეს პოლიტიკა უნდა წაიკითხოთ კომპანიის სხვა წესებთან, პროცედურებთან და სახელმძღვანელოებთან ერთად, მათ შორის, ბიზნესის ქცევის კოდექსი და მოგზაურობის, დანახარჯებისა და შესყიდვის ბარათების პროგრამების პოლიტიკა. რადგან ეს პოლიტიკა უფრო მკაცრია, ის ჩაანაცვლებს კომპანიის სხვა მოქმედ წესებსა და პროცედურებს (მათ შორის, საჩუქრები, კვება და გართობა). ეს პოლიტიკა შესაძლოა ითარგმნოს სხვა ენებზე და ამ შემთხვევაში, ინგლისურ ვერსია უნდა იყოს უპირატესი.

ეთიკის, შესაბამისობისა და იურიდიულმა რეგიონულმა დეპარტამენტებმა შესაძლოა გეოგრაფიისა თუ ქვეყნის გათვალისწინებით დანახარჯების ზღურბლი დაამკვიდრონ, რომელიც წინასწარ უნდა დამტკიცდეს. ეთიკის, შესაბამისობისა და იურიდიულ რეგიონულ დეპარტამენტებს შეუძლიათ ამ პოლიტიკის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და საბაზრო პროცედურებთან დაკავშირებული მითითებების უზრუნველყოფა.

3.0 პოლიტიკა

კომპანია ერთგულია მომგებიანი ბიზნესის პრინციპისა ბაზარზე სამართლიანი და პატიოსანი კონკურენციის პირობებში. მოსყიდვის საწინააღმდეგო პოლიტიკის მითითებებთან (დანართი A) შესაბამისობაზე პასუხისმგებელია კომპანიის ყველა თანამშრომელი. დირექტორთა საბჭოსა და მის აუდიტისა და რისკის კომისიას, აღმასრულებელ დირექტორს, მაღალი რგოლის მენეჯმენტს, ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერს კონკრეტულად ევალებათ კომპანიის ბიზნეს გარიგებებში ეთიკის უმაღლესი სტანდარტის დაცვა. Visa ზედმიწევნით დაიცავს მოსყიდვის საწინააღმდეგო კანონის სულისკვეთებას მის ბიზნესებში.  სასტიკად აკრძალულია რაიმე ღირებული ნივთის, ან შეუსაბამო უპირატესობის პირდაპირ ან ირიბად დაპირება, ავტორიზაცია, შეთავაზება, გაცემა ან მიღება, რაც მიზნად ისახავს სხვის გადაწყვეტილებაზე ან ქცევაზე ზეგავლენას, ან არასათანადო ეფექტურობის დაჯილდოებას.

კომპანია ვალდებულია, დაიცვას მისი ვალდებულებები მოსყიდვის საწინააღმდგეგო კანონის შესაბამისად. როგორც აშშ-ის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიაზე, მასზე ვრცელდება აშშ-ის საგარეო კორუფციის პრაქტიკის აქტი (FCPA). FCPA მოიცავს სისხლის სამართლის ჩანაწერებს, რომელთა მიხედვით აკრძალულია აშშ-ის არასამთავრობო ჩინოვნიკებისთვის (ფართო ტერმინი, რომელიც მოიცავს აშშ-ის სამთავრობო უწყებების გარდა სხვაგან დასაქმებულ თანამშრომლებს, ასევე, სახელმწიფოს მიერ მართულ და კონტროლირებად კომერციულ კომპანიებში, ფინანსურ ინსტიტუტებში დასაქმებულებს, არასამთავრობო პოლიტიკურ კანდიდატებს, პარტიებს, ან პარტიის ოფიციალურ პირებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს) პირდაპირ ან ირიბად რაიმე ღირებულის დაპირება, ავტორიზება ან შეთავაზება მათს კომპეტენციაში შემავალ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მიზნით. FCPA ვრცელდება კომპანიისა და Visa-ს პერსონალის ქცევაზე მთელ მსოფლიოში. კომპანია ასევე ექვემდებარება რამდენიმე კანონსა და რეგულაციას აშშ-ის სახელმწიფო პერსონალის მიერ გასამრჯელოს/ჯილდოს მიღების შესახებ. საჩუქრის, დახმარების და სხვა სახის მადლიერების დაპირება, შეთავაზება ან გამოხატვა აშშ-ის მთავრობის თანამშრომლის მიმართ არა მარტო დაარღვევს კომპანიის პოლიტიკას, არამედ შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულიც იყოს.

კომპანიისა და Visa-ს პერსონალი, ასევე, უნდა იცავდეს გაერთიანებული სამეფოს მოსყიდვის 2010 წლის აქტს („მოსყიდვის აქტი“). მოსყიდვის აქტი კრძალავს როგორც მთავრობის ოფიციალური პირების, ისე კომერციულ მოსყიდვას. მოსყიდვის აქტის მიხედვით დანაშაულია ქრთამის შეთავაზება, დაპირება ან მიცემა (რაც ამ აქტის მიზნებიდან გამომდინარე ნიშნავს ფინანსურ ან სხვა სახის უპირატესობას); ქრთამის მოთხოვნა, მიღებაზე თანხმობა ან მიღება; უცხო ქვეყნის ოფიციალური პირის მოსყიდვა. კომპანიას შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი სახელით მოსყიდვის მცდელობის წარუმატებელი პრევენციისთვის და ვალდებული იყოს, შეასრულოს ადეკვატური პროცედურები, რათა უზრუნველყოს მოსყიდვის პრევენცია სერვისების მეშვეობით ან კომპანიის სახელით, მათ შორის, შვილობილი კომპანიის სახელით.

FCPA-სა და მოსყიდვის აქტის გარდა, კომპანიაზე შესაძლოა ვრცელდებოდეს მოსყიდვის წინააღმდეგ მსოფლიოში მოქმედი სხვა კანონმდებლობებიც.  

მკაცრად აკრძალულია ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის ოფიციალური პირების ან მთავრობის დაფარული ოფიციალური პირებისთვის (როგორც განსაზღვრულია დანართში A) რაიმე ღირებულის მიცემა ან შეთავაზება, რაც დაარღვევს მოსყიდვის საწინააღმდეგო კანონს, ასევე, მესამე მხარეებისთვის გადახდა იმ ცოდნით, რომ მისი გარკვეული ნაწილი ამგვარ ოფიციალურ პირს შეეთავაზება ან მიეცემა. დამხმარე გადახდები მთავრობის რუტინული მოქმედების დასაჩქარებლად ან გარანტირებისთვის ასევე აკრძალულია.

დაბოლოს, მრავალი კანონმდებლობით აკრძალულია ქრთამის დაპირება, შეთავაზება ან გადახდა კერძო მხარეებისთვის. ამ პოლიტიკით აკრძალულია ნებისმიერი მესამე მხარის, მათ შორის, კლიენტის, პოტენციური კლიენტის, გამყიდველის ან სხვა ბიზნეს პარტნიორისთვის რაიმე ღირებულის დაპირება, შეთავაზება, ავტორიზაცია, მიცემა ან მიღება მიმღების ბიზნეს გადაწყვეტილებებისთვის დაჯილდოების მიზნით.

4.0 ანგარიშვალდებულება

4.1 პოლიტიკის და პროგრამის მფლობელი

ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი პოლიტიკისა და პროგრამის მფლობელია და ადმინისტრირებას გაუწევს პოლიტიკას, მისი სტრუქტურის განვითარებას, რაც მოიცავს პროცედურებს, ინსტრუმენტებს, კომუნიკაციას და სწავლებას ამ პოლიტიკის იმპლემენტაციისა და მისი მიზნების განხორციელებისთვის. გლობალური ეთიკა და შესაბამისობა ზედამხედველობას გაუწევს Visa-ს პერსონალისთვის პოლიტიკის ყოველწლიურ სწავლებას.

4.2 აღმასრულებელი სპონსორი

პოლიტიკის აღმასრულებელი სპონსორია გენერალური საბჭო.

4.3 პოლიტიკის ზედამხედველობა

კორპორაციული რისკის კომიტეტმა (CRC) უნდა უზრუნველყოს პოლიტიკის შესრულების ზედამხედველობა გლობალური ეთიკისა და შესაბამისობის პერიოდული განახლებებით.  

4.4 გამონაკლისები

ამ პოლიტიკის მოქმედების გამონაკლისები წინასწარ უნდა დამტკიცდეს პოლიტიკის მფლობელის, სამართლებრივი მრჩევლისა და CRC-ის მიერ. პოლიტიკის მფლობელი თვალყურს მიადევნებს პოლიტიკის ყველა გამონაკლის.

5.0 დარღვევების გამოძიება

კომპანია გამოიძიებს ყველა შეტყობინებას, რომელიც ამ პოლიტიკის დარღვევის ან სავარაუდო დარღვევის შესახებ მიიღებს და არ დაუშვებს სამაგიეროს მიგებას მოხსენებისა და საჩივრისთვის კარგი განზრახვით. Visa-ს ბიზნესის ეთიკისა და ქცევის კოდექსი იცავს ყველას, ვინც დარღვევის შესახებ შეატყობინებს ან საჩივარს წარადგენს, ხოლო Visa-ს პერსონალს მოეთხოვება თანამშრომლობა მიუღებელი ქცევის შესახებ შიდა გამოძიებებში.

ნებისმიერ ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკას, კომპანიის ეთიკისა და ქცევის კოდექსს ან მოქმედ კანონმდებლობას, შესაძლოა დაექვემდებაროს დისციპლინარულ სასჯელს, მათ შორის, კონტრაქტის შეწყვეტას, რასაც ეს ადგილობრივი სამართლებრივი მოთხოვნები ითვალისწინებს.

6.0 პოლიტიკის გადახედვა

პოლიტიკის მფლობელი პასუხისმგებელია პოლიტიკის ყოველწლიურ გადახედვაზე, რათა დაადასტუროს მისი რელევანტურობა და ეფექტურობა ბიზნესის მიზნების მისაღწევად და განახლებებისთვის, როგორც ამას CRC მოითხოვს.

7.0 პოლიტიკასთან შესაბამისობის დადასტურება

ეს პოლიტიკა და მისი პროცედურები ექვემდებარება გლობალური ეთიკისა და შესაბამისობის პერიოდულ დადასტურებას და/ან შიდა აუდიტის გადახედვას, რათა განისაზღვროს პოლიტიკის შესრულების ეფექტურობა და მიმდინარე შესაბამისობა. მიგნებები და პირობების შემსუბუქების სტრატეგიები განხილულ უნდა იქნას შესაბამის დაინტერესებულ პირებთან. მნიშვნელოვანი მიგნებები შეტყობინებულ უნდა იქნას CRC-ისა და/ან დირექტორთა საბჭოსთვის ან მისი წევრებისთვის, შესაბამისად.

8.0 დაკავშირებული დოკუმენტები

  • მოგზაურობის, დანახარჯებისა და შესყიდვების ბარათის პროგრამის პოლიტიკა
  • საბარათე პროგრამის ზოგადი სახელმძღვანელო — მოგზაურობის, დანახარჯებისა და შესყიდვების ბარათი