გახადეთ თქვენი მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული Visa-სთან ერთად. დაუვიწყარი ემოციებით სავსე მოგზაურობისთვის, Visa პრემიუმ ბარათების მფლობელებს მოგიმზადეთ ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორებთან ერთად, რათა მიიღოთ უფრო მეტი სიამოვნება და გამორჩეული შთაბეჭდილებები თქვენი შვებულების ან მივლინებისგან.
დატკბით მოგზაურობით Visa პრემიუმ ბარათებთან ერთად
უფასო წვდომა Lounge Key-ს ბიზნეს-ლაუნჯებზე
Visa პრემიუმ ბარათებთან ერთად ყოველი მოგზაურობა ნიშნავს განსაკუთრებულ სერვისსა და კომფორტს! თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დაელოდოთ თქვენს ფრენას მყუდრო ატმოსფეროში, დაუკავშირდეთ მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ან გამოიყენოთ საკონფერენციო დარბაზი*.
მიიღეთ უფასო წვდომა 1200-ზე მეტ ბიზნეს-ლაუნჯზე მსოფლიოს გარშემო Visa პრემიუმ ბარათთან ერთად.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია:
- Visa Platinum ბარათით – წელიწადში ორჯერ
- Visa Signature ბარათით – წელიწადში ოთხჯერ
- Visa Infinite ბარათით – წელიწადში ექვსჯერ
*საკონფერენციო დარბაზის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია ბიზნეს-ლაუნჯზე. თქვენთვის საინტერესო ბიზნეს-ლაუნჯში ხელმისაწვდომი სერვისების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე ან Lounge key-ს მობილურ აპლიკაციაში.
შეთავაზება ძალაშია 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
იპოვეთ თქვენი მარშრუტის შესაბამისი ბიზნეს-ლაუნჯი:
კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა Visa-ს სადაზღვევო სერვისთან ერთად
Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite პრემიუმ ბარათების ყოველი მფლობელი ავტომატურად დაზღვეულია მოგზაურობის დროს. თქვენ შეგიძლიათ გაემგზავროთ მივლინებაში ან დასასვენელად და დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი Visa პრემიუმ ბარათის ტიპიდან გამომდინარე, თქვენი სადაზღვევო პოლისი:
- მოქმედებს საცხოვრებელ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ
- ვრცელდება თქვენზე და თქვენი ოჯახის წევრებზე
- აზღვევს 50-ზე მეტ სპორტის სახეობას, ასევე თქვენს შენაძენებს დაზიანებისა და მოპარვისგან
- აქვს მაღალი სადაზღვევო ლიმიტი
- მოიცავს COVID-19-ის მკურნალობას
იმისათვის, რომ დაზღვევა ამოქმედდეს, აუცილებელია გადაიხადოთ ტრანსპორტის და/ან საცხოვრებლის საფასური თქვენი Visa პრემიუმ ბარათით (ამავდროულად, სახელი ბარათზე უნდა ემთხვეოდეს სახელს ბილეთებზე და/ან საცხოვრებლის ჯავშანზე)
10%-იანი ფასდაკლება მანქანის ქირაობაზე Visa-სთან ერთად
მიიღეთ 10%-იანი ფასდაკლება მანქანის ქირაობაზე Rental Cars and Car Rentals from Rentalcars.com-ზე Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite პრემიუმ ბარათებით გადახდისას.
შთავაზების პირობები:
- დაჯავშნეთ მანქანა Rental Cars and Car Rentals from Rentalcars.com-ზე, გადაიხადეთ ჯავშნის საფასური Visa პრემიუმ ბარათით და მიიღეთ მყისიერი 10%-იანი ფასდაკლება თქვენი მანქანის ქირავნობის ფასზე.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ავტოსადგომზე მანქანის დასაქირავებლად ნებართვის მიღების დროს, მძღოლმა უნდა წარმოადგინოს საკრედიტო ბარათი საკმარისი თანხით დეპოზიტის დასაბლოკად.
- ფასდაკლება გამოითვლება ავტომობილის ღირებულების მიხედვით, დამატებითი სერვისების (დაზღვევა, მეორე მძღოლის გადასახადი, ავტომობილის ერთ გზაზე დაქირავება, საბავშვო სავარძელი, ნავიგაცია და ა.შ.) გათვალისწინების გარეშე.
- მანქანის დასაქირავებლად არანაირი მინიმალური დანახარჯი არ არის საჭირო.
- ფასდაკლების მისაღებად, უნდა გადახვიდეთ ვებ-გვერდზე com თქვენი ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ბმულის გამოყენებით https://www.rentalcars.com/?affiliateCode=visainter999&enabler=visame ან მობილური აპლიკაციისა და სარეკლამო შეთავაზების საშუალებით. ვებ-გვერდზე rentalcars.com პირდაპირი დაჯავშნა არ მოგცემთ ფასდაკლებით სარგებლობის უფლებას.
- ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ონლაინ ჯავშნებზე და გადახდებზე, და არა დაჯავშნაზე ფაქტობრივი გადახდით.
- როგორც კი კლიენტი გადავა შეკვეთის გაფორმების ვებ-გვერდზე და დაამატებს შესაბამის Visa ბარათს, ფასდაკლება ავტომატურად გააქტიურდება.
შეთავაზება მოქმედებს 2023 წლის 1 სექტემბრამდე.
6%-მდე ქეშბექი Booking.com-ზე
ესტუმრეთ მსოფლიოს გარშემო საუკეთესო სასტუმროებს და მიიღეთ 6%-მდე ქეშბექი* Visa პრემიუმ ბარათებთან ერთად.
ქეშბექი ჩაირიცხება Visa ბარათზე მოგზაურობის დასრულებიდან არაუგვიანეს 64 სამუშაო დღეში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის:
- http://www.booking.com/6visacemea ბმულის გამოყენებით დარეგისტრირდით ან შედით თქვენს Booking.com ანგარიშზე;
- მოძებნეთ სასურველ თარიღებში საცხოვრებელი;
- გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ „ქეშბექით“ მონიშნულ ვარიანტებზე;
- შეარჩიეთ ოთახის ტიპი და იხილეთ საცხოვრებლის ფასი და შესაბამისი ქეშბექის ოდენობა;
- გადახდის გვერდზე გააქტიურეთ ქეშბექი;
- გადაიხადეთ თქვენი საცხოვრებლის საფასური პრემიალური ბარათით.
შეთავაზება ვრცელდება Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite ბარათების მფლობელებზე.
*ქეშბექი დაირიცხება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეხვალთ Booking.com ბმულით http://www.booking.com/6visacemea.
დაიწყეთ დაჯავშნა: booking.com/6visacemea
Fast Track საერთაშორისო აეროპორტებში Visa-სთან ერთად
გაიარეთ აეროპორტის ფორმალობები პრიორიტეტულად და დაზოგეთ დრო. სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ შემდეგ აეროპორტებში:
- სტამბოლი, თურქეთი (IST);
- ლარნაკა, კვიპროსის რესპუბლიკა (LCA);
- მილანი-მალპენზა (MXP) იტალია;
- მილანი-ბერგამო (BGY), იტალია;
- რომი-ფუმიჩინო (FCO) იტალია;
- რომი-ჩამპინო (CIA), იტალია;
- ბარსელონა, ესპანეთი (BCN);
- გრან კანარია (LPA), ესპანეთი;
- პალმა (PMI), ესპანეთი;
- ალიკანტე (ALC), ესპანეთი;
- ვალენსია (VLC), ესპანეთი;
- მალაგა (AGP), ესპანეთი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის:
- დარეგისტრირდით VisaConcierge ჩატბოტში;
- ჩატბოტის მთავარ მენიუში აირჩიეთ Visa Travel და შემდეგ Fast Track International;
- შეიყვანეთ საჭირო ინფორმაცია Fast Track-ით სარგებლობისთვის და მიიღეთ QR კოდი:
- აირჩიეთ ქვეყანა და აეროპორტი;
- აირჩიეთ შემდეგი ფრენის ტიპებიდან ერთი: Departure, International Departure ან International Arrival;
- დააჭირეთ ღილაკს «ვაუჩერის მიღება / get a voucher»;
შეთავაზება ვრცელდება Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite ბარათებზე.
შეთავაზება მოქმედებს 2023 წლის 27 ოქტომბრამდე.
თქვენი პერსონალური ასისტენტი Visa-სგან
კონსიერჟ-სერვისი წარმოადგენს პროფესიონალი ასისტენტების გუნდს, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში 24/7-ზე. მიიღეთ ყველაზე ახალი და აქტუალური ინფორმაცია თქვენი Visa ბარათის უპირატესობების შესახებს და დატკბით პრემიუმ კლასის მომსახურებითა და ოცდაოთხსაათიანი დახმარებით.
კონსიერჟ-სერვისით სარგებლობა შესაძლებელია VisaConcierge ჩატბოტის საშუალებით.