DragonPass — ახალი პროვაიდერი Visa პრემიუმ ბარათების ბიზნეს ლაუნჯებისთვის
ახალი ბიზნეს-ლაუნჯები DragonPass და Visa-სთან ერთად
Visa განაგრძობს საუკეთესო ციფრული გამოცდილების მიწოდებას პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის. მოხარულები ვართ, გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ:
2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa ცვლის ლაუნჯ სერვისის მომწოდებელს და იწყებს თანამშრომლობას DRAGONPASS-თან.
მომხმარებლის გამოცდილება აეროპორტის ლაუნჯ ზონის წვდომის მისაღებად შეიცვლება ციფრული საწევროთი. ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ Visa Airport Companion App-ით, რომელსაც ჩამოტვირთავენ App Store-დან ან Google Play Store-დან 2024 წლის 1 ოქტომბრიდან.
უფასო წვდომა ბიზნეს ლაუნჯებზე DragonPass პროგრამის ფარგლებში Visa Platinum, Visa Signature და და Visa Infinite პრემიუმ ბარათებთან ერთად!
2024 წლის 1 ოქტომბრიდან, 1200-ზე მეტი აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯების სერვისს უზრუნველყოფს DRAGONPASS-ი.
ლაუნჯის ბენეფიტით სარგებლობისთვის, Visa პრემიუმ ბარათის მფლობელმა უნდა ჩამოტვირთოს Visa Airport Companion აპლიკაცია და დაარეგისტრიროს თავისი Visa პრემიუმ ბარათი.
აეროპორტის ლაუნჯში წვდომის მისაღებად, საჭიროა ციფრული საწევრო, რომელსაც Visa პრემიუმ ბარათის მფლობელი სწორედ აპლიკაციაში დარეგისტირების შედეგად მიიღებს. შესაბამისად, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, Visa პრემიუმ ბარათის მომხმარებლები, ახალი სისტემის ფარგლებში, ვიზიტების განახლებული რაოდენობით ისარგებლებენ:
Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები შეძლებენ ლაუნჯებით სარგებლობას, თუ ვიზიტამდე 35 დღით ადრე, ჯამურად, საკუთარი ბარათით განხორციელებული აქვთ მინიმუმ 1500 ლარის გადახდის ტრანზაქცია. აღნიშნული პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კალენდარული წლის განმავლობაში, Visa Platinum ბარათების მფლობელები ისარგებლებენ ლაუნჯში ვიზიტით მაქსიმუმ 6-ჯერ, Visa Signature ბარათების მფლობელები - მაქსიმუმ 10-ჯერ, ხოლო Visa Infinite ბარათების მფლობელები ულიმიტოდ.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ლაუნჯში ვიზიტამდე 35 დღით ადრე Visa Platinum და Visa Signature ბარათის მფლობელს განხორციელებული აქვს 5000 ლარის ტრანზაქცია, ბარათის მფლობელი ისარგებლებს ლაუნჯში ვიზიტის ულიმიტო რაოდენობით.
ლაუნჯში ყოველი ვიზიტის წინ, სისტემის მიერ, ავტომატურად გადამოწმდება შესრულებული გადახდების მოცულობა და განისაზღვრება ვიზიტების რაოდენობა.
ხელმისაწვდომ ლიმიტებზე ინფორმაციას გადამოწმება ასევე შესაძლებელი იქნება ლაუნჯში ვიზიტამდეც, Visa Airport Companion აპლიკაციის მეშვეობით.
შეთავაზების გააქტიურება
3. მოძებნეთ სასურველი ლაუნჯი და დააჭირეთ Walk-in ღილაკს
4. ციფრული წვდომის მისაღებად დააჭირეთ Membership ღილაკს
ლაუნჯ ზონაში შესასვლელად, წარუდგინეთ თქვენი ციფრული საწევრო ფრონტ-დესკთან ლაუნჯში შესვლისას ან უჩვენეთ QR კოდი ლაუნჯის თანამშრომლებს და განიტვირთეთ გაფრენამდე!
კითხვები და პასუხები DragonPass პროგრამის შესახებ
-
-
2024 წლის 1 ოქტომბრიდან Visa Airport Companion (VAC) უზრუნველყოფს წვდომას პროგრამაში მონაწილე აეროპორტის ლაუნჯებზე შემდეგი ბარათების მფლობელებისთვის:
- Visa Platinum
- Visa Platinum Business
- Visa Signature
- Visa Signature Business
- Visa Infinite
-
-
აპლიკაციის Explore ნაწილში, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხელმისაწვდომი ლაუნჯები სასურველი ქვეყნისა და აეროპორტის შერჩევით. მთავარი გვერდი ასევე შეიცავს სწრაფ ბმულს, რომელიც გადაგიყვანთ ლაუნჯების ჩამონათვალზე.
-
-
დიახ, თქვენ შეგიძლიათ ლაუნჯში სტუმრებთან ერთად შესვლა. სტუმრები თქვენი რეისით უნდა მგზავრობდნენ. თუ თქვენთვის ხელმისაწვდომი არ არის უფასო სტუმრის ვიზიტი, შეგიძლიათ მოიწვიოთ სტუმარი/ები და გადაიხადოთ $32 ერთ ადამიანზე ერთი ვიზიტისას. თანხა პირდაპირ ჩამოგეჭრებათ თქვენი დარეგისტრირებული Visa ბარათიდან.
-
-
თუ ლაუნჯში თავისუფალი ადგილი აღარ არის, თქვენ ვერ შეძლებთ შესვლას. ამ დროს თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ VAC აპლიკაციით და შეამოწმოთ სხვა ლაუნჯები.
-
-
თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ How it Works სექცია აპლიკაციის Membership სექციაში და ნახოთ რამდენ უფასო ვიზიტს მოიცავს თქვენი საწევრო. ამის ნახვა შესაძლებელია როგორც მთავარ გვერდზე, ისე Membership სექციაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბენეფიტები შეიძლება განსხვავდებოდეს ბარათის მფლობელების მიხედვით, ამიტომ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად, უმჯობესი იქნება თუ აპლიკაციაში გადაამოწმებთ.
-
-
2024 წლის 1 ოქტომბრიდან, თქვენი Priority Pass ან LoungeKey საწევროები აღარ იმოქმედებს. ლაუნჯებზე წვდომის მისაღებად უნდა დარეგისტრირდეთ Visa Airport Companion აპლიკაციაში.
-
-
საწევროს დეტალების ნახვა შესაძლებელია აპლიკაციის Membership სექციაშია, რომელიც მენიუს ქვედა ნაწილშია მოთავსებული.
ციფრული საწევროს დეტალები (ლაუნჯის ვიზიტები) წარმოდგენილია როგორც მთავარ, ისე Membership სექციებში. -
-
წარუდგინეთ თქვენი საწევროს QR კოდი ლაუნჯის თანამშრომელს. თუ ვიზიტები ხელმისაწვდომია, ავტომატურად ჩამოგაკლდებათ ხელმისაწვდომი რაოდენობიდან. თუ არცერთი უფასო ვიზიტი არ არის ხელმისაწვდომი, შესაბამის Visa ბარათზე ჩამოგეჭრებათ $32. საწევროს QR კოდის გახსნა შესაძლებელია აპლიკაციის მთავარ გვერდზე Membership ღილაკის საშუალებით.
-
-
Visa Airport Companion წარმოადგენს სრულიად ციფრულ აპლიკაციას. თქვენ შეძლებთ ლაუნჯში შესვლას მობილური აპლიკაციის საშუალებით თქვენი საწევროს QR კოდის წარდგენით.
-
-
თუ გაქვთ დარეგისტირების პრობლემა, დაუკავშირდით მომხმარებელთა დახმარების ცენტრს რეგისტრაციის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით. თუ გაქვთ აპლიკაციაში ანგარიშზე შესვლის პრობლემა, ისარგებლეთ Forgot Password ფუნქციით. თუ კვლავ ვერ შეძლებთ შესვლას, უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთა დახმარების ცენტრს login-ის გვერდზე Help სექციაში მოცემული საკონტაქტო ბმულის საშუალებით.
-
-
2-დან 4 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ უფასოდ ეწვიონ ბიზნეს ლაუნჯების უმრავლესობას.
-
-
ლაუნჯში ყოფნის დრო განისაზღვრება თითოული ლაუნჯის წესების მიხედვით. ძირითადად - არაუმეტეს 3-4 საათისა.
-
-
2025 წლის 31 დეკემბრამდე. მოცემული თარიღის შემდეგ, პროგრამის პირობები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს.