-
გახადეთ მოგზაურობა კომფორტული ახალ Fast Track სერვისთან ერთად თბილისში
გაიარეთ აეროპორტის ფორმალობები უფრო სწრაფად და კომფორტულად
წელიწადის განმავლობაში ხელმისაწვდომი სერვისების რაოდენობა:
- Visa Platinum x2
- Visa Signature x4
- Visa Infinite x6
- Visa Platinum Business x2
- Visa Signature Business x4
Fast Track სერვისთან ერთად, Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები შეძლებენ გაიარონ საავიაციო უსაფრთხოებისა და პასპორტის კონტროლის პროცედურები სპეციალური შესასვლელის საშუალებით.
როგორ ისარგებლოთ სერვისით:
1. შებრძანდით გამგზავრების ტერმინალში ნებისმიერი შესასვლელით.
2. დარეგისტრირდით თქვენს ფრენაზე და ჩააბარეთ ბარგი. თუ უკვე ონლაინ გაქვთ გავლილი რეგისტრაცია და თან გაქვთ მხოლოდ ხელბარგი, იხილეთ მესამე პუნქტი.
3. გაემართეთ მეორე სართულზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ზონაში განთავსებული Fast Track გასასვლელისკენ, როგორც მოცემულია რუკაზე
4. Fast Track ზონაში თქვენ დაინახავთ POS-ტერმინალს. მიადეთ თქვენი Visa პრემიუმ ბარათი (ფიზიკური ბარათი ან Apple Pay-სა/ Google Pay-ს საშუალებით).
5. ტურნიკეტი გაიღება, თქვენ შეძლებთ გასვლას და საავიაციო უსაფრთხოებისა და პასპორტის კონტროლის პროცედურების დაჩქარებულად გავლას.
სერვისი ხელმისაწვდომია 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოში გაცემული Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის.
ხშირად დასმული შეკითხვები
-
-
Fast Track სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოში გაცემული Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business პრემიუმ ბარათების მფლობელებისთვის.
-
-
დიახ, დამოკიდებულია თქვენს Visa ბარათზე:
- Visa Platinum და Visa Platinum Business — 2-ჯერ წელიწადში;
- Visa Signature და Visa Signature Business — 4-ჯერ წელიწადში;
- Visa Infinite — 6-ჯერ წელიწადში.
-
-
სამწუხაროდ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისას სერვისი არ არის ხელმისაწვდომი.
-
-
Fast Track სერვისზე წვდომა Visa პრემიუმ ბარათების მფლობელებთან ერთად აქვთ მათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც მათთან ერთად ერთი თვითმფრინავით მიფრინავენ (ამისთვის, ბარათის მფლობელმა დახმარება უნდა სთხოვოს Fast Track-ის წარმომადგენელს).
-
-
საავიაციო უსაფრთხოებისა და პასპორტის კონტროლის პროცედურების გავლა სპეციალური გასასვლელის საშუალებით.
-
-
პრემიუმ ბარათების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ სერვისით ერთხელ 24 საათის განმავლობაში, მისი ბოლო გამოყენებიდან. წლის განმავლობაში Visa Platinum და Visa Platinum Business პრემიუმ ბარათების მფლობელები სერვისით ისარგებლებენ 2-ჯერ, Visa Signature და Visa Signature Business — 4-ჯერ, Visa Infinite — 6-ჯერ.