შემოდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება თბილისსა და კავკასიაში!
თბილისის საერთა შორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს დაარსდა და მისი მისია თბილისის, მისი კულტურის, უნიკალური შემოქმედებისა და გამორჩეული ატმოსფეროს პოპულარიზაციაა. ფესტივალი ყოველწლიურად სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში ტარდება და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოში.
ფესტივალის განმავლობაში, თბილისი შემოქმედებით დედაქალაქად იქცევა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა თეატრალური ხელოვნების მოყვარულთათვის!
თბილისის საერთა შორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა:
- 30 სექტემბერი - 1 ოქტომბერი, 2023 - „თანამშრომლები“.
ადგილმდებარეობა: Silk Factory Studio - 7 ოქტომბერი - 8 ოქტომბერი, 2023 – „ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“.
ადგილმდებარეობა: გრიბოედოვის თეატრი, დიდი სცენა - 10 ოქტომბერი - 11 ოქტომბერი, 2023 - «HUANG YI & KUKA».
ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა - 13 ოქტომბერი - 17 ოქტომბერი, 2023 – „რატომ იხარშება ბავშვი პოლენტაში“.
ადგილმდებარეობა: სამეფო უბნის თეატრი - 14 ოქტომბერი, 2023 – „გამოგონებები“.
ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა - 17 ოქტომბერი - 18 ოქტომბერი, 2023 – ”ომის რეპორტიორები“.
ადგილმდებარეობა: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა
ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით ბილეთების Visa ბარათით შეძენისას.
ბილეთების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: biletebi.ge/theaterfestival
ვორქშოფები / სემინარები / AFTER TALKS
ვორქშოფებზე დასწრების წესები და პირობები:
ვორქშოფზე დასასწრებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია და მოგვწეროთ ინსტაგრამ პროფილზე instagram.com/visa_georgia პირდაპირ მესიჯად;
რეგისტრაციისას მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, ვორქშოფის სახელწოდება, თარიღი და დრო;
გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაცია გაგრძელდება იქამდე, სანამ თავისუფალი ადგილების რაოდენობა არ ამოიწურება. შესაბამისად, ვორქშოფზე დასასწრებად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გაიაროთ რეგისტრაცია:
23 სექტემბერი: ენდრიუ ჯონსი „მზაობა საერთაშორისო პროექტებისთვის“.
ლოკაცია: მარჯანიშვილის თეატრი, მუზეუმი
ადგილების რაოდენობა: 50
დასაწყისი: 13:00 საათი
24 სექტემბერი : პიტერ შპულერი „საერთაშორისო პროექტები და კულტურის მენეჯმენტი“
ლოკაცია: მარჯანიშვილის თეატრი, მუზეუმი
ადგილების რაოდენობა: 50
დასაწყისი: 13:00 საათი
1 ოქტომბერი: „თეატრალური იმერსია", შეხვედრა რეჟისორ ლუკაშ ტვარკოვსკისთან და მსახიობებთან.
მოდერატორი: გურამი ღონღაძე
ლოკაცია: თეატრის ქარხანა 42 (Coca Cola-ს ყოფილი ქარხანა)
ადგილების რაოდენობა: 264
დასაწყისი: 13:00 საათი
14-16 ოქტომბერი: ჯაილზ ფორმანი „გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება“.
ლოკაცია: მარჯანიშვილის თეატრი; მცირე სცენა შესასვლელი უზნაძის ქუჩიდან
ადგილების რაოდენობა: 15
დასაწყისი: 12:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შესვენებით
ვორქშოფებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, ეწვიოთ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ვებ-გვერდს tbilisiinternational.com/ge