21-23 ივნისს სამი დღის განმავლობაში Lisi Wonderland-ი სხვადასხვა ჟანრის მუსიკის სამყაროდ გადაიქცევა და Tbilisi Open Air-ის 4 სცენას 60-ზე მეტი არტისტი დაიკავებს. 

Tbilisi Open Air-ი საქართველოში ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელიც არაერთი წელია ტარდება. გარდა ცნობილი და პოპულარული ბენდებისა თუ მუსიკოსებისა, ფესტივალზე უამრავ ქართველ არტისტს ეძლევა შანსი, დაიკავოს დიდი სცენა და წარდგეს მსმენელის წინაშე.

წელს თიბისი VISA ბარათის მფლობელები მეორე კალათაზე ისარგებლებენ 10% ფასდაკლებით 3-დღიან აბონემენტებსა და დღიურ ბილეთებზე. 

Visa Concept ბარათის მფლობელები კი 20%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.