ელ.ფოსტაზე
-
იმოგზაურეთ კომფორტულად და უსაფრთხოდ Visa-ს დაზღვევის სერვისთან ერთად
ისარგებლეთ Visa-ს დაზღვევის სერვისით უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის
Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business პრემიუმ ბარათების მფლობელები ავტომატურად არიან დაზღვეულები მოგზაურობისას.
ბარათები, რომლებზეც ვრცელდება სერვისი:
Visa-ს სპეციალური სერვისი ხელმისაწვდომია შემდეგ სადაზღვევო შემთხვევებში:
როდიდან ამოქმედდება დაზღვევა?
საზღვარგარეთ მოგზაურობისას:
თქვენი დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება თუ მოგზაურობის დაწყებამდე:
- შეძენილი გაქვთ ორმხრივი ბილეთები Visa პრემიუმ ბარათით.
- დაჯავშნეთ და გადაიხადეთ საცხოვრებლის საფასური Visa პრემიუმ ბარათით მოგზაურობის დაწყებამდე
- ან გადაიხადეთ როგორც ბილეთების, ისე საცხოვრებლის საფასური Visa პრემიუმ ბარათით მოგზაურობის დაწყებამდე.
თუ დროებით საზღვარგარეთ ცხოვრობთ და მიემგზავრებით თქვენი დროებითი საცხოვრებელი ქვეყნისგან განსხვავებულ ქვეყანაში, თქვენი დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება, თუ მოგზაურობის დაწყებამდე:
- ფლობთ ლტოლვილის სტატუსის ან საზღვარგარეთ დროებითი დაცვის ქვეშ მყოფის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტებს.
- შეიძინეთ მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნიდან გაფრენის და უკან დასაბრუნებელი ბილეთები Visa პრემიუმ ბარათით; ან გადაიხადეთ საცხოვრებლის საფასური Visa პრემიუმ ბარათით და შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთები სხვა მეთოდით; ან გადაიხადეთ ტურის საფასური.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დროებით საზღვარგარეთ მცხოვრებთა სამოგზაურო დაზღვევის სერვისი მოქმედებს 2024 წლის 31 მაისამდე.
როდესაც თქვენ მოგზაურობთ თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნის* შიგნით, თქვენი დაზღვევა ავტომატურად გააქტიურდება, თუ:
Visa პრემიუმ ბარათით წინასწარ გაქვთ დაჯავშნილი მინიმუმ 2 ღამით საცხოვრებელი, რომელიც თქვენი სახლიდან მინიმუმ 100 კილომეტრით არის დაშორებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაზღვევის გააქტიურებისთვის, აუცილებელია, რომ ტრანსპორტისა და/ან საცხოვრებლის საფასური გადახდილი იყოს Visa პრემიუმ ბარათით (სახელი ბარათზე უნდა ემთხვეოდეს სახელს ბილეთებზე და/ან საცხოვრებლის დაჯავშნისას).
*ან დროებითი საცხოვრებელი ქვეყნები, უკრაინელებისთვის, რომლებიც დროებით ცხოვრობენ საზღვარგარეთ.
დაზღვევის ბენეფიტები
ძირითადი სადაზღვევო წესები და პირობები
თქვენი მოგზაურობის დაწყებამდე, რეკომენდებულია შეავსოთ სადაზღვევო სერტიფიკატი, რადგან შეიძლება მოგთხოვონ მისი წარდგენა საბაჟო კონტროლის გავლისას.
პოლისის შევსება შეგიძლიათ თქვენით, დაზღვევის ბენეფიტების სექციაში მოცემული ბმულის საშუალებით სერტიფიკატის ჩამოწერით, ან Visa Concierge სერვისისთვის დახმარების თხოვნით.
ხანგრძლივობა წარმოადგენს თითოეულ მოგზაურობაზე 90 დღეს, წელიწადში მაქსიმუმ 183 დღეს. თუ მოგზაურობა გრძელდება 90 დღეზე მეტხანს, ის მიჩნეულია მთლიანად დაუზღვევლად.
დაზღვევა გააქტიურდება თქვენი მუდმივი საცხოვრებლი ქვეყნის დატოვებისას და დასრულდება, თქვენს მუდმივ საცხოვრებლ ქვეყანაში დაბრუნებისას.
როგორ ხდება განსხვავებული შემთხვევების დაზღვევა
4 საათზე მეტხანს გადადებული ფრენის ან დაგვიანებული ბარგის* შემთხვევაში კომპენსაციის მისაღებად, თქვენ უნდა იყოთ დარეგისტრირებული ფრენაზე და აიღოთ ოფიციალური დოკუმენტი ავიაკომპანიისგან ფრენის ან ბარგის დაგვიანების შესახებ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სერვისი არ ფარავს:
- დაგვიანების, საბაჟო სერვისის წარმომადგენლების მიერ კონფისკაციის ან დაგვიანების გამო დაკარგულ ბარგს.
- მოთხოვნებს იმ ბარგთან დაკავშირებით, რომელიც გადაზიდული იყო ტვირთის სახით ან ზედნადებით.
- გაუქმებული ფრენა.
*ბარგის დაგვიანება დაზღვეულია მხოლოდ მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნიდან გაფრენის დროს.
კითხვები და პასუხები
-
-
CHUBB არის მსოფლიოში უმსხვილესი ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის კომპანია. 15 წელზე მეტია კომპანია ოპერირებს ბაზარზე.
54 ქვეყანაში წარმოდგენილი CHUBB გთავაზობთ:
- ქონების დაზღვევას
- პასუხისმგებლობის დაზღვევას იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის
- პირადი უბედური შემთხვევის დაზღვევას
- სამედიცინო დაზღვევას
- გადაზღვევას
- სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფების სიცოცხლის დაზღვევას.
მისი სათაო ოფისი მდებარეობს უორენში, ნიუ ჯერსი, აშშ.
-
-
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კომპენსაციისათვის, თუ თქვენი მოგზაურობა გაუქმდა ან წინასწარ შეიზღუდა იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა:
- ბარათის მფლობელის ან მისი ახლო ნათესავის მოულოდნელი ავადმყოფობა, დაშავება ან გარდაცვალება.
- ინფიცირებული პირის სავალდებულო კარანტინი (პერსონალური კარანტინი, ვიდრე ზოგადი სიტუაცია ქვეყანაში)
- ორსულობის გართულებები აქამდე არსებული ისტორიის შედეგად (თუ ისინი არ წარმოიშვა მგზავრობის დაჯავშნამდე).
ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს მხოლოდ არანაზღაურებად მგზავრობის ხარჯებს.
რას არ მოიცავს დაზღვევა:
- აეროპორტის ანაზღაურებად გადასახადებს, მოსაკრებლებსა და გადასახადების ხარჯებს
- მგზავრობის გაუქმებას ადრე არსებული დაავადების გამო
- მოგზაურობის ხარჯებს მილების, ბონუსების, ქულებისა და სხვა საშუალებებით
- მოგზაურობის გაუქმებას პასპორტის არქონის ან ვადაგასული პასპორტის ან ვიზის გამო
-
-
ფრენის დაყოვნებისთვის კომპენსაციის მიღების პირობები:
- თქვენი ფრენა გადაიდო 4 საათით ან მეტით.
- თქვენ ჩექინი გაიარეთ ფრენისთვის.
- თქვენ გაქვთ ავიაკომპანიის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფრენის დაყოვნებას.
-
-
ბარგის დაყოვნებისთვის კომპენსაციის მიღების პირობები:
- თქვენმა ბარგმა დაიგვიანა 4 საათით ან მეტით.
- თქვენ გაქვთ ავიაკომპანიის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ბარგის დაყოვნებას.
რას არ მოიცავს დაზღვევა:
- დაკარგვას საბაჟო ან სხვა ორგანოების მიერ შეფერხების, კონფისკაციის ან დაკავების შედეგად
- მოთხოვნებს თქვენს ბარგთან დაკავშირებით, რომელიც გადაიტანეს როგორც ტვირთი ან როგორც ზედნადებშია მითითებული
-
-
გამოტოვებული ფრენის კომპენსაციის მიღების პირობები:
თქვენ დააგვიანეთ გამგზავრების ადგილას იმის გამო, რომ
⇾ მანქანა, რომლითაც მგზავრობდით, გაფუჭდა ან ავარიაში მოხვდა
⇾ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც გამოიყენეთ, გრაფიკს ჩამორჩათქვენ უნდა წარმოადგინოთ:
⇾ ბარათის მფლობელის მიერ გაწეული ყველა დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი საბუთი
⇾ ოფიციალური წერილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეალური შეფერხების შესახებ
⇾ უბედური შემთხვევის მოწმობა- თქვენ უნდა გამოყოთ გონივრული დრო, გამგზავრების ადგილას დროულად მისასვლელად.
-
-
გამოტოვებული სატრანზიტო ფრენის კომპენსაციის მიღების პირობები:
- თქვენ გამოტოვეთ დადასტურებული მომდევნო რეისი დამაკავშირებელ წერტილში.
- თქვენ უნდა წარმოადგინოთ ავიაკომპანიის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პირველი ფრენის დაგვიანებულ გამგზავრებას ან ჩამოსვლას.
- თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მოხვდეთ თქვენს შემდეგ ფრენაზე; თქვენ უნდა გამოყოთ (სულ ცოტა) 2 საათი დაგეგმილი ფრენის ჩამოსვლის დრომდე.
-
-
თქვენი მოგზაურობები დაზღვეული არ არის, თუ
- თქვენ მოგზაურობთ ექიმის რჩევის საწინააღმდეგოდ
- თქვენ მოგზაურობთ სამედიცინო მკურნალობისთვის / კონსულტაციისთვის
- გაქვთ არა დიაგნოზირებული სიმპტომები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას / გამოკვლევას.
- მგზავრობის დაჯავშნის დროს, თქვენ იცით მიზეზი, რამაც შეიძლება გააუქმოს ან ხელი შეუშალოს მგზავრობას
- თუ თქვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი სპორტული ღონისძიებებია და თქვენ მოგზაურობთ როგორც სპორტსმენი
- თუ პარტნიორი ან ბავშვი მოგზაურობს ბარათის მფლობელის გარეშე
-
-
თუ თქვენი მოგზაურობის მთავარი მიზანი სპორტული ღონისძიებები არ არის, თქვენ დაზღვეული იქნებით, თუ:
- გამოიყენეთ ყველა რეკომენდებული / საჭირო აღჭურვილობა თქვენი უსაფრთხოებისათვის
- შეასრულეთ ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებული ყველა მოთხოვნა და უსაფრთხოების წესი
- ექიმი არაა წინააღმდეგი ჩაერთოთ მოცემულ სპორტულ აქტივობებში
- არ გაქვთ შეჯიბრი სიჩქარესა და დროში
-
-
Visa Platinum, Visa Signature, Visa Infinite, Visa Platinum Business და Visa Signature Business პრემიუმ ბარათების ავტომატურად დაზღვევის მისაღებად გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი პარტნიორი ბანკების ჩამონათვალს.
გაიგეთ მეტი სადაზღვევო მომსახურების შესახებ და Visa პრემიუმ ბარათების სხვა უპირატესობებზე Visa ჩატბოტში
ჩატბოტთან დაკავშირების შემთხვევაში Telegram -ში / Viber- ში თქვენ იღებთ ვირტუალურ ასისტენტს, რომელიც გაძლევთ საშუალებას:
- დაუკავშირდეთ კონსიერჟის სამსახურს, ყოველდღიური საკითხების სწრაფად და მარტივად მოსაგვარებლად
- იღებთ ინფორმაციას პრემიუმ ბარათებისთვის განკუთვნილი სპეციალური შეთავაზებების შესახებ
დაზღვევის სერტიფიკატების ჩამოტვირთვა და დაზღვევის ხელშეკრულების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://cardholderbenefitsonline.com/
დამზღვევი: CHUBB INSURANCE SOUTH AFRICA LIMITED, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. უფლებამოსილი ფინანსური მომსახურების მიმწოდებელი (FSP No: 27176). 1973/008933/06 რეგისტრაცია 2007 წლის 12 ივნისი.