იმოგზაურეთ საქართველოს გარშემო Visa-სა და TRE-ს სპეციალურ შეთავაზებებთან ერთად

გეგმავთ მშვიდი უქმეების გატარებას ზუგდიდში? ან ნანატრ დასვენებას ბათუმში, ზღვის სანაპიროზე? ან სადმე მცხეთასთან ახლოს განტვირთვას? ნებისმიერ შემთხვევაში, იმგზავრეთ საქართველოს რკინიგზით და ისარგებლეთ Visa-ს სპეციალური შეთავაზებებით.

შეიძინეთ ორმხრივი ბილეთები TRE App-ში ნებისმიერი Visa ბარათით და მიიღეთ 15%-იანი ქეშბექი უკანა გზის ბილეთზე.

Visa პრემიუმ ბარათების მფლობელები კი ისარგებლებენ უფასოდ ადგილის შერჩევისა და ბილეთის გაუქმების სერვისებით.

შეთავაზება ძალაშია 2024 წლის 31 აგვისტომდე საქართველოს ბანკების მიერ გაცემული Visa ბარათების მფლობელებისთვის.