Visa მომავლის კადრები კონტენტ კრეატორებს ელის

შეთავაზება აღარ არის ხელმისაწვდომი. იხილეთ მიმდინარე შეთავაზებები Visa-სგან

Visa მომავლის კადრები არის კონკურსი დამწყები კონტენტ კრეატორებისთვის. კონკურსის მონაწილეები ეტაპობრივად შეისწავლიან კონტენტის შექმნას, იდეების მოფიქრებას, დამუშავებასა და გაზიარებას. კონკურსის გამარჯვებული კი ZEG-ის, ციფრული თხრობის ყველაზე დიდი ფესტივალის, სცენიდან წარდგებიან მაყურებლის წინაშე და ისარგებლოს მისი პლატფორმით.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ ფოტო/ვიდეო/პორტფოლიო 2024 წლის 13 მაისამდე Instagram-ის გვერდზე მოცემულ ბმულზე: https://www.instagram.com/visa_georgia/.

ნამუშევრების მიღების შემდეგ ჟიური მონაწილეების გადაარჩევს. 4 საუკეთესო კონტენტ კრეატორის შერჩევის შემდეგ ჟიური მონაწილეებს 4 დავალებას მისცემს:

  • დავალება 1: „გვაჩვენეთ ვინ ხართ“;

  • დავალება 2: „მოგვიყევით თქვენი ქალაქის შესახებ“;

  • დავალება 3: კოლაბორაცია ბრენდთან;

  • დავალება 4: თავისუფალი თემა ლიმიტირებულ დროში.

4 კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ჟიურის წევრების მენტორობით უნდა შექმნან მრავალფეროვანი კონტენტი და საკუთარ TikTok და Instragram პლატფორმებზე ატვირთონ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ დამწყებ კრეატორებს, ვისაც არ ჰყავთ 10K-ზე მეტი გამომწერი TikTok-ზე და 5K-ზე მეტი გამომწერი Instagram-ზე და არიან მინიმუმ 16 წლის.

განაცხადი, რომელიც თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, არ განიხილება.

კანონმდებლობასთან შეუთავსებლობა სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს:

  • სიძულვილის ენას;
  • დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმით;
  • ძალადობის წახალისებას;
  • შეურაცხმყოფელ ან ცილისმწამებლურ შინაარსს.