კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ბიზნესს უმოკლეს ვადებში სჭირდება თავისი პროცესების გაციფრულება.
ბიზნესის ხარჯების მკვეთრ ფოკუსში მოქცევა
Visa Spend Clarity გთავაზობთ ხარჯების სრული ციკლის მართვის გადაწყვეტებს, რომლებიც ნებისმიერი ზომისა და სირთულის ბიზნესს ხარჯების კონტროლის, ხილვადობის მაქსიმალურად გაზრდისა და თანხის მიმოქცევის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
ფინანსურ ინსტიტუტებს უკვე შეუძლიათ გადახდისა და ხარჯების მართვის ტექნოლოგიის სწრაფად და მარტივად მიწოდება, რაც ხელს უწყობს საბარათე ხარჯვის გაზრდას, კლიენტების შენარჩუნების მაჩვენებლის გაუმჯობესებასა და თავიანთი სერვისის სხვებისგან გამორჩევას.
Visa Spend Clarity ცდილობს, გადაჭრას ბიზნესის ძირითადი გამოწვევები
ეფექტურობის გასაზრდელად ბიზნესს სჭირდება ხარჯების სიღრმისეულად გაანალიზება და გაკონტროლება.
თანხის მიმოქცევის ოპტიმიზაციისთვის ბიზნესს სჭირდება გადახდის არსებული მეთოდების ალტერნატივები.
Visa Spend Clarity-ს გააჩნია შესაფერისი ფუნქციები ნებისმიერი ზომისა და სირთულის ბიზნესისთვის
ხარჯების გაკონტროლების მარტივად გამოსაყენებელი საშუალებები, ინოვაციური მობილური და ვირტუალური გადახდის გადაწყვეტები და დეტალური, მოქნილი ანგარიშგება ნებისმიერი ზომის ბიზნესს დაეხმარება ხარჯების ორგანიზებაში ეფექტურობის ზრდის დაჩქარებასა და არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
Visa Spend Clarity ბიზნესისთვის
შედარებით მცირე ზომის კომპანიებისთვის, რომელთაც აქვთ ხარჯების მართვის უფრო მარტივი საჭიროებები.
- უსაფრთხო თვითრეგისტრაცია და წვდომა
- ყველა ხარჯვითი ტრანზაქციის სრული მართვა და კატეგორიზაცია
- მარტივად გამოსაყენებელი ბარათის მართვის საშუალებები რეალური დროის გაფრთხილებებითა და ტრანზაქციის შეტყობინებებით
- იოლად გასაგები მართვის პანელები და გამარტივებული ანგარიშგება
- მარტივი ინტეგრაცია არსებულ საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფაში
- ქვითრების მობილურით ატვირთვა აღრიცხვის გასაუმჯობესებლად
Visa Spend Clarity მსხვილი კომპანიებისთვის
უფრო რთული საჭიროებების მქონე საშუალო ზომის ბიზნესებიდან დიდი ზომის ბიზნესებამდე.
- ხარჯების მართვა დახარჯვისთანავე, ატვირთული ქვითრების ავტომატური მიბმით
- თანამშრომელთა ტრანზაქციებისა და ბარათის ამონაწერების იოლად გასაგები მართვის საშუალებები და მაღალი ხილვადობა
- მყისიერი და უსაფრთხო წვდომა ვირტუალური ბარათებით ხარჯვაზე და მორგებული მართვის საშუალებები
- ეფექტური მართვის პანელები და ხელსაწყოები, რომლებიც დაგეხმარებათ ხარჯვის სტრუქტურების იდენტიფიცირებასა და მოდელირებაში, რითაც უფრო ინფორმირებული მიიღებთ გადაწყვეტილებებს
- ბარათების ონლაინ მართვა, რაც ბარათების ადმინისტრატორებს საბარათე პროგრამების მართვის საშუალებას აძლევს
- ავტომატიზებული და უსაფრთხო გადახდის გადაწყვეტები, რომელთა მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ მომწოდებლებთან შეთანხმებას და მათთან ანგარიშსწორებას