Visa შესყიდვების ბარათი

გაამარტივეთ შესყიდვების განხორციელების პროცესი თქვენს კომპანიაში, შეამცირეთ დოკუმენტაციის მოცულობა, ასევე დაზოგეთ დრო და ფული შესყიდვების Visa-ბარათის მეშვეობით. 

შესყიდვების Visa-ბარათი – სწორი გამოსავალია მცირე და საშუალო ბიზნესის ხარჯებისთვის და შეეფერება საშუალო კომპანიებსა და ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, რომლებიც იყენებენ შესყიდვების განხორციელების, შეთანხმებისა და აღრიცხვის მეთოდებს.

აღნიშნული ბარათი, აგრეთვე, იდეალურია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ხარჯების შემცირებისაკენ, შესყიდვისა და აღრიცხვის პროცესების ოპტიმიზაციის, ასევე შესყიდვებისა და კორპორატიული გადაწყვეტილებების სფეროში მაქსიმალური ეფექტურობის მეშვეობით. 

შესყიდვების Visa-ბარათის უპირატესობები, რომლებითაც შეიძლება ისარგებლოს თქვენმა კომპანიამ

  • მეტი კომფორტი, ნაკლები ბიუროკრატიული სამუშაო
  • ხარჯების შემცირება
  • მეტი კონტროლი ხარჯებზე
  • დეტალური ანგარიშგება და ანალიზი
  • მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოყენების შესაძლებლობა.

 

მეტი კომფორტი, ნაკლები ბიუროკრატიული სამუშაო

შესყიდვებისVisa-ბარათების გამოყენება ამცირებს განაცხადების, საგადასახადო დავალებების, ანგარიშ-ფაქტურების და ჩეკების წარდგენის აუცილებლობას. პირდაპირი მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, შესყიდვები განახორციელონ მრავალდონიანი დადასტურებებისა და ბიუროკრატიული დოკუმენტების გაფორმების გარეშე. 

 

ხარჯების შემცირება

Visa-ს კომერციული გადაწყვეტილებები დაგეხმარებათ, მოახდინოთ ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია და შეამციროთ ხარჯები. შესყიდვების Visa-ბარათების გამოყენებით ოპერაციების განხორციელებისას კომპანიას შეუძლია დაზოგოს საშუალოდ 8-დან 27 აშშ დოლარამდე თითოეულ ტრანზაქციაზე (წყარო: Aberdeen Group, 2006)

 

მეტი კონტროლი ხარჯებზე

კომპანიებს, რომლებიც იყენებენ აღნიშნულ ბარათებს, ადვილად შეუძლიათ თვალი ადევნონ ხარჯებს და აკონტროლონ დანახარჯები, ასევე, დააწესონ ხარჯვითი ლიმიტები მიმწოდებლებთან, რაც ხელს უწყობს შეთანხმებებს ფასდაკლებების შესახებ. გარდა ამისა, თქვენ აკონტროლებთ თანამშრომელთა ხარჯებს ყოველი ტრანზაქციის დადასტურებაზე დროის ხარჯვის გარეშე.

 

დაწვრილებითი ანგარიშგება და ანალიზი 

Visa-ს ანგარიშგების საშუალებები შესაძლებლობას გაძლევთ, მიმოიხილოთ თქვენი ტრანზაქციის დეტალები. შესაძლებელია ტრანზაქციის ანგარიშების შერჩევა, კომპანიის კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად. მონაცემები შეიძლება გადაიცეს ბუღალტრული აღრიცხვის სისტემაში, რომლებიც მოიცავს შესყიდვის დანახარჯების ანალიზისათვის აუცილებელ, უახლეს და ზუსტ ინფორმაციას.

 

მთელ მსოფლიოში გამოყენების შესაძლებლობა

შესყიდვების Visa-ბარათის გამოყენება შეგიძლიათ მილიონობით წერტილში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აგრეთვე Visa-ს ბანკომატების გლობალურ ქსელში. გამოიყენეთ ბარათი ნებისმიერი საქონლისა და მომსახურებების ასანაზღაურებლად, საკანცელარიო ნივთების და კომპიუტერების შესყიდვით დაწყებული და ბიზნეს-მომსახურებების ანაზღაურებით დამთავრებული, როგორიცაა, მაგალითად კატერინგი ან საკადრო სააგენტოების მომსახურებები. 

შესყიდვების Visa-ბარათების შესახებ მეტი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენს ფინანსურ დაწესებულებას დღესვე.