მიიღეთ 1500-მდე აშშ დოლარი კრედიტების სახით LinkedIn-ის რეკლამაზე / მომსახურებაზე (მაქსიმუმ 129 აშშ დოლარამდე თვეში) Visa ბიზნეს-ბარათთან ერთად.
როგორ გამოვიყენოთ შეთავაზება?
- გადადით საიტზე Poshvine და დააჭირეთ ღილაკს Claim Offer.
- ვალიდაციისთვის შეიყვანეთ თქვენი Visa ბიზნეს-ბარათის ნომრის პირველი 8 ციფრი.
- დააჭირეთ ღილაკს Redeem პარტნიორის საიტზე გადასვლისთვის.
- დარეგისტრირდით მოთხოვნილი მონაცემების შეყვანის გზით და First Page-ის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.
შეთავაზება მოქმედებს 2022 წლის 01 ოქტომბრიდან, 00:00 GMT 2023 წლის 30 სექტემბრამდე, 23:59 GMT.
პირობები და დებულებები
პარტნიორის პირობები და დებულებები
First Page Limited-ის ეს შეთავაზებები ექვემდებარება პირობების და დებუებების რიგს, რომლების შეცვლის უფლებას ნებისმიერ დროს ჩვენ ვიტოვებთ. ყველა წინადადება ითვალისწინებს 12 თვიან ვალდებულებას, რეკლამაზე ყოველთვიური მინიმალური ხარჯი და მართვისთვის ყოველთვიური მინიმალური გადასახადი. შეთავაზების თანხა არის ფიქსირებული და მისი ნაწილობრივად გამოყენება შეუძლებელია. ნებისმიერი გამოუყენებელი თანხები არ ბრუნდება. First Page Limited იტოვებს აბსოლუტურ უფლებას გამოიძახოს და/ან შეცვალოს შეთავაზების პირობები ნებისმიერ დროს წინასწარი შეტყობინების გარეშე. First Page Limited-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა გაყიდვების ნებისმიერ ზარალზე, რომელიც გამომდინარეობს ამ შეთავაზებიდან მომსახურების გამოყენების დროს. First Page Limited-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი რეპუტაციის ზარალზე, რომელიც გამომდინარეობს ამ შეთავაზებიდან მომსახურების გამოყენების დროს. თუ შეთავაზებების შესრულება შეუძლებელი გახდება ფორს-მაჟორული გარემოებების გამო, პასუხისმგებლობისგან ნაწილობრივად თავისუფლდება ფორს-მაჟორული გარემოებების ზემოქმედების მიხედვით. ხოლო თუ ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოიქმნა მის შემდეგ, რაც ერთერთმა მხარემ დააგვიანა მომსახურების შესრულება, ის პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება.
Visa-ს პირობები და დებულებები
შეთავაზების დეტალები, როგორც ნაჩვენებია, დაფუძნებულია პარტნიორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე. Visa არანაირ გარანტიას არ იძლევა ინფორმაციის სისწორის თაობაზე. გთხოვთ დააზუსტოთ შეთავაზების არსებობა და ნამდვილობა უშუალოდ პარტნიორთან. მოცემული შეთავაზების ფარგლებში პარტნიორი არის ყველა საქონლის და/ან მომსახურების ერთადერთი მომწოდებელი. შესაბამისად, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ მოცემული შეთავაზების ფარგლებში მის მიერ ნებისმიერი საქონლის და/ან მომსახურების შეძენა, წარმოადგენს ხელშეკრულებას მხოლოდ პარტნიორსა და მას შორის, ხოლო Visa არ არის და არ იქნება მისი მხარე. მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენებისას ან გამოყენების მცდელობისას, Visa ბარათის მფლობელს ესმის, აღიარებს და ეთანხმება იმას, რომ: ნებისმიერი ხასიათის ნებისმიერი პრეტენზია, საჩივარი ან დავა, რომელიც გამომდინარეობს ბარათის მფლობელის მიერ მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების შეძენის ან შეძენის მცდელობის ან შეძენასთან დაკავშირებით (თითოეული “პრეტენზია“), უნდა იყოს რეგულირებული Visa ბარათის მფლობელის მიერ უშუალოდ პარტნიორთან, და Visa ბარათის მფლობელს არ უნდა ჰქონდეს რაიმე პრეტენზია Visa-ს მიმართ. ზემოაღნიშნულისთვის ზიანის გარეშე და კანონით დაშვებულ მაქსიმალური დონით, Visa-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი პირის წინაშე ნებისმიერ ზარალზე, დაკარგვაზე, ხარჯებზე ან პრეტენზიებზე (პირდაპირი ან ირიბი), რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერ ტრავმასთან, სიკვდილთან, ყალბ წარმოდგენასთან, ზარალთან ან გამოტოვების გამო, რომელიც წარმოიქმნება მოცემული შეთავაზების ფარგლებში ნებისმიერი საქონლის და მომსახურების გამოყენების ან გამოყენების მცდელობის შედეგად ან მასთან დაკავშირებით.