ეკვაიერის არჩევა

სანამ თქვენს ეკვაიერთან მონაცემთა დამუშავების კონტრაქტს მოაწერთ ხელს, გაითვალისწინეთ შემდეგი: 

  • ერთმანეთს შეადარეთ კონკურენტი ეკვაიერების მიერ შემოთავაზებული განაკვეთები და საკომისიო გადასახადები საუკეთესო ვარიანტის ამოსარჩევად. 
  • დარწმუნდით, რომ თქვენს ეკვაიერს ესმის თქვენი ბიზნესი. 
  • დარწმუნდით, რომ კონტრაქტში ეკვაიერის სახელი მკაფიოდაა მითითებული. 

მზად გქონდეთ თქვენი ინფორმაცია 

ბიზნესის შესახებ ძირითადი ინფორმაცია: დასახელება, ბიზნესის ტიპი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაარსების თარიღი.

დამუშავების შესახებ ინფორმაცია: სავარაუდოდ შეაფასეთ, თუ რა მოცულობის დამუშავებას აპირებთ და როგორ აპირებთ დამუშავებას (პირისპირ, ონლაინ, ა.შ.).

საიდენტიფიკაციო ნომრები: ფედერალური საგადასახადო ID (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თქვენი სოციალური უსაფრთხოების ნომერი.

ბანკის შესახებ ინფორმაცია: კომერციული საბანკო ანგარიში და როუტინგის ნომერი. 

საკომისიო გადასახადებში და განაკვეთებში გარკვევა 

ჩვეულებრივ, სავაჭრო ობიექტები უხდიან "სავაჭრო ობიექტის ფასდაკლების თანხას" თავიანთ ეკვაიერს, რისი ოდენობაც ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების საფუძველზე დგინდება. სავაჭრო ობიექტის მყიდველის მიერ მოწოდებული დამუშავების მომსახურების ხარჯი შეიძლება შეტანილი იყოს სავაჭრო ობიექტის ფასდაკლების განაკვეთში, რაც, როგორც წესი, თითოეულ ტრანსაქციაზე საპროცენტო განაკვეთს გულისხმობს.  

მიიღეთ Visa გადასახადის გადასახდელად 

გადასახადის გადასახდელად Visa-ს მიღებამ შეიძლება პოტენციურად შეამციროს დებიტორული ვალდებულებები, გააუმჯობესოს ნაღდი ფულის ბრუნვა და შეამციროს კოლექტორული ხარჯები და უიმედო ვალი. თქვენ იღებთ ტრანსაქციის მთლიან ოდენობას, ხშირად ფოსტით გამოგზავნილ გადახდაზე უფრო სწრაფად და არასწორი ჩეკებისა და შეყოვნებების რისკის გარეშე. 

მიიღეთ წვდომა Visa-ს სარეკლამო მასალებზე 

Visa-ს განვითარებული აქვს კრეატიული მასალები, რათა ხელი შეუწყოს მობილური POS ტერმინალის უპირატესობების ჩვენებას, მათ შორის ვიდეო რეკომენდაციების, ვებგვერდების, ინსტრუქციების და ა.შ. სახით.  

გამოიყენეთ Visa თქვენი ბიზნესის საჭიროებებისთვის 

სავაჭრო ობიექტებს შეუძლია ისარგებლოს Visa-ს საგადახდო პროდუქტებით, რომლებიც სწორედ ბიზნესის მფლობელებისთვისაა შექმნილი, მათ შორის საკრედიტო და სადებეტო ბარათების ჩათვლით.  

თქვენ ასევე შეგიძლიათ ფინანსურ ინსტიტუტს მიმართოთ არაუზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზის მიღების განაცხადით, რათა შეძლოთ Visa-ს ბრენდის პროდუქტებით სარგებლობა. Visa Business-ის საკრედიტო ხაზის ფლობის შემთხვევაში-რომელსაც ავტომატურად განახლებად, ანუ „მარადმწვანე“ ხაზადაც მიიჩნევენ-თქვენ არ მოგიწევთ ხელახლა შეიტანოთ განაცხადი ყოველ წელს, როგორც ეს ტრადიციული საბანკო საკრედიტო ხაზის შემთხვევაში მოგიწევდათ.