საქალაქო მობილობა Visa-სთან ერთად
Visa დიდი ხანია, ეფექტურად ეხმარება კერძო კომპანიებს, საზოგადოებრივ სატრანსპორტო ოპერატორებსა და ტექნოლოგიებზე მომუშავე პარტნიორებს, რათა საქალაქო მობილობის სექტორში ციფრული გადახდები დანერგონ, რაც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანს მგზავრობის უკეთეს გამოცდილებას უქმნის. მთელ მსოფლიოში, 150-ზე მეტ როგორც დიდ, ისე პატარა ქალაქის ადმინისტრაციებთან ვთანამშრომლობთ სადებეტო, საკრედიტო და წინასწარი გადახდის მეთოდების გამოყენებით ტრანსპორტირების საფასურის უკონტაქტო გადახდის დასანერგად. ამასთან ერთად, ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, ელექტრომობილების დამუხტვისა და პარკირებისთვის მობილური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ფასიანი გზებისა და საზიარო სატრანსპორტო სერვისებისთვის კი, ახალ გადაწყვეტილებებზე ვმუშაობთ.
პირველიდან-ბოლო წერტილამდე მგზავრობის გამოცდილების სრულად გარდაქმნის მიზნით, ჩვენ შევკრიბეთ Visa-ს საერთაშორისო საქალაქო მობილობის გუნდი, რომელიც შედგება სტრატეგებისა და რეგიონული დანერგვის სპეციალისტებისგან. გუნდის წევრებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მსოფლიო მასშტაბით უკონტაქტო გადაწყვეტების დანერგვაში, იქნება ეს ხელმძღვანელობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, თუ პრაქტიკული დახმარების გაწევა — მათი მხარდაჭერა მიმართულია პროექტების უფრო სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტურად განხორციელებისკენ.
გაიგეთ მეტი საერთაშორისო საქალაქო მობილობის კუთხით Visa-ს ინიციატივების შესახებ
Tap to Pay ვანკუვერის Translink-ის სისტემაში
ვანკუვერის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემა 2000 კვადრატულ კილომეტრს ფარავს და მისი მეშვეობით, ყოველწლიურად, 450 მილიონი მგზავრობა სრულდება. ამიერიდან, მგზავრებს უკონტაქტო ბარათის ან ციფრული საფულის უბრალო „შეხებით“ შეუძლიათ შეასრულონ გადახდა და დაივიწყონ სირთულეები, რომლებიც ბილეთის წინასწარ შეძენას, ცალკე სატრანსპორტო ბარათის მართვასა თუ სამგზავრო ბარათზე ბალანსის შესავსებად რიგში დგომას უკავშირდება. გაიგეთ მეტი გუნდისგან, რომელმაც ვანკუვერის Translink-ის სისტემაში უკონტაქტო გადახდები დანერგა.
ნახეთ ვიდეო უკონტაქტო გადახდებისა და ვანკუვერის Translink-ის სისტემის შესახებ
როგორ უწყობს Visa ხელს საქალაქო მობილობის გარდაქმნას
ციფრული გადახდის ქსელური და დაცული გადაწყვეტების მეშვეობით, Visa მუდმივად ეხმარება ქალაქებს, სატრანსპორტო უწყებებსა და ოპერატორებს, კერძო სამოგზაურო ორგანიზაციებსა თუ გადაწყვეტილებების პროვაიდერებს მოსახერხებელი და მდგრადი სამგზავრო გამოცდილების შექმნაში. გაეცანით მიმოხილვას, რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ ვახორციელებთ საქალაქო მობილობის კუთხით ჩვენს ხედვას მთელ მსოფლიოში.
გაეცანით მიმოხილვას Visa-ს მიერ საქალაქო მობილობის ტრანსფორმაციის შესახებ
საქალაქო ტრანსპორტი: ნათელი მომავლის საწინდარი
ამ რთულ პერიოდში საჭიროა, ქალაქების ადმინისტრაციებმა, სახელმწიფო უწყებებმა და კერძო სააგენტოებმა განაგრძონ ადაპტაცია და შექმნან სატრანსპორტო სისტემები, რომლებიც მოქნილობით, თანაბარზომიერებითა და მდგრადობით გამოირჩევა. გაეცანით დოკუმენტს იმის შესატყობად, თუ როგორ ეხმარება Visa-ს გამოცდილება ქალაქების ადმინისტრაციებსა და სატრანსპორტო სააგენტოებს ინტელექტუალური სამგზავრო გადაწყვეტების დაჩქარებაში.
გაეცანით თეთრ წიგნს იმის შესატყობად, თუ როგორ უწყობს ხელს საქალაქო მობილობა უკეთესი მომავლის შექმნას
საერთაშორისო საქალაქო მობილობა და ფინანსურ სერვისებთან წვდომა: სასიკეთო წრე
Visa თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და სატრანსპორტო სააგენტოებთან იმისთვის, რომ შექმნას მომავალზე ორიენტირებული, უსაფრთხო და დაცული სატრანსპორტო სისტემები, რომლებიც მეტ ადამიანს მისცემს ამ უმნიშვნელოვანეს რესურსებზე წვდომას. გაეცანით დოკუმენტს რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს Visa ყველასთვის სასარგებლო, ხელმისაწვდომი, ციფრული სატრანსპორტო გადაწყვეტების შემუშავებას.
გაეცანით დოკუმენტს საქალაქო მობილობისა და ფინანსურ სერვისებთან წვდომის შესახებ
Visa-ს ციფრული გადახდები ურბანული მობილობისთვის: მხარდაჭერა ქალაქებში ეკოლოგიური მდგომარეობისა და კავშირის გასაუმჯობესებლად
Visa თანამშრომლობს პარტნიორებთან მსოფლიო მასშტაბით, ქალაქებში ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობის გაზრდისკენ , რათა ადამიანებმა უფრო მარტივად და სწრაფად შეძლონ გადაადგილება. გაეცანით დოკუმენტს, რომ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა წვლილი შეაქვს ამ მნიშვნელოვან საქმეს ეკოლოგიურად მდგრადი და ეკონომიკურად წარმატებული ქალაქების მშენებლობაში.
გაეცანით დოკუმენტს ციფრული გადახდებისა და საქალაქო მობილობის შესახებ
Visa-ს უკონტაქტო + MaaS (მობილობა, როგორც მომსახურება) გადაწყვეტილებები: უკეთესი მგზავრობისთვის
უკონტაქტო Pay-as-you-go მოდელისა და MaaS აპლიკაციის საოცარი კომბინაცია ადამიანებს გადატვირთულ ქალაქებში უფრო სწრაფად და მოსახერხებლად გადაადგილების საშუალებას აძლევს. ამასთან ერთად, მას აქვს პოტენციალი, დააჩქაროს უფრო მდგრადი მგზავრობის მეთოდების მიღება და გაზარდოს საზიარო საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტით სარგებლობის მაჩვენებელი, ოპერატორებს კი რენტაბელური პირობები შეუქმნას. ნახეთ ვიდეო დეტალური ინფორმაციისთვის.
ტრანსპორტირების მომავალი: მობილობა მეგაქალაქების ეპოქაში
Visa-მ ჩაატარა ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო კვლევა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა მზარდი მოთხოვნა საჯარო და კერძო ტრანსპორტზე და ციფრული კომერციის ფაქტორი მდგრადი განვითარებისთვის. კვლევაში ასახულია 19 ქვეყანაში 19 000 მომხმარებლის გამოხმაურება და იდენტიფიცირებულია მზარდი ურბანული ცენტრების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევები.
ელექტრონული ბილეთები Visa-ს მხარდაჭერით: დაუბრკოლებლად მგზავრობისთვის
ელექტრონული ბილეთი Visa-ს მხარდაჭერით (VDT) მგზავრებს სთავაზობს ბილეთების შესყიდვისა და მართვის დაცულ და მოსახერხებელ მეთოდს, რომლის გამოყენებაც უპრობლემოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა საჯარო და კერძო სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში. VDT-ს მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერებს უკონტაქტო გადახდის დღეს არსებულ ტექნოლოგიაზე დაყრდნობით მეტი მგზავრის დაინტერესება და ხარჯების შემცირება შეუძლიათ.
რა დახმარების გაწევა შეუძლია Visa-ს საერთაშორისო საქალაქო მობილობის გუნდს?
თუ გაინტერესებთ, რა წვლილის შეტანა შეუძლია Visa-ს თქვენს ქალაქში ტრანსპორტირების საფასურის გადახდის მეთოდების ტრანსფორმაციაში, სიამოვნებით დაგეხმარებათ Visa-ს გუნდი საერთაშორისო საქალაქო მობილობისთვის. საკონტაქტო ინფორმაციისთვის აირჩიეთ რეგიონი ქვემოთ.
-
შეკითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].
-
შეკითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტისმისამართზე: [email protected].
-
შეკითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].
-
შეკითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].
-
შეკითხვების შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected].