ანსარ ანსარის მიერ
მომხმარებლებისათვის ბარათის საფულიდან ამოღება სწრაფად ბარდება წარსულს - და ეს კარგიცაა. არსებობს მრავალი ვარიანტი, მაგ: Visa-თი შეკვეთის გაფორმება/Visa Checkout, როცა მხოლოდ მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანაა საჭირო მობილური ანგარიშწორებისათვის, როგორიცაა Google Pay, რომლის მეშვეობითაც მობილური ტელეფონიდან შეგიძლიათ გადახდა.
დღესდღეობით, Visa დაგეხმარებათ მომხმარებლებისათვის არჩევანის გაფართოებაში. მათ შეუძლიათ გახსნან Visa-თი შეკვეთის გაფორმების პლატფორმა ემიტენტებისათვის, ანგარიშსწორების აპლიკაციების მომწოდებლებისა და ციფრული საფულეებისათვის, რისი მიზანიცაა უფრო იოლი და უსაფრთხო შეკვეთის გაფორმების მომსახურების მიწოდება მომხმარებლებისათვის. Google Pay იყენებს ამ ახალ პლატფორმას, მომხმარებლებისთვის Visa Checkout-ის შემოთავაზებით ონლაინ შენაძენებისთვის.
Visa-ს შეკვეთის გაფორმებაზე ღია დაშვება ემიტენტებსა და ციფრული საფულის მომწოდებლებს საშუალებას აძლევს მოახდინონ Visa-თი შეკვეთის გაფორმების იოლი ინტეგრაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ და აპლიკაციებით საქონლის შეძენის უფრო იოლ და უსაფრთხო გზას. სავაჭრო ობიექტებს, რომლებმაც უკვე მოახდინეს ან გეგმავენ Visa-თი შეკვეთის გაფორმების ინტეგრაციას, დაშვება ექნებათ უფრო მეტ ციფრულ საფულეზე, როგორიცაა Google Pay. ამით ისინი მილიონობით პოტენციურ მომხმარებელს, რომლებიც ვებსაიტებზე უკვე იყენებენ ციფრულ საფულეებს, შესთავაზებენ ონლაინ ან აპლიკაციების მეშვეობით ანგარიშსწორების არჩევანს. ამ დროს მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს, თუ როგორ სურს უსაფრთხოდ და იოლად თანხის გადახდა ონალინ.
ეს ასე მუშაობს: ონლაინ მყიდველი, რომელმაც თავისი Google Pay-ის ციფრული საფულე დაუკავშირა Visa-თი შეკვეთის გაფორმებას, დააწკაპუნებს Visa Checkout-ის ღილაკზე მოვაჭრის შეკვეთის გაფორმების გვერდზე და აირჩევს Google Pay-ის არსებული აპარატის ნამდვილობის დამადასტურებელ მეთოდს, როგორიცაა თითის ანაბეჭდი და ისე დაასრულებს შესყიდვის ტრანსაქციას.
სცენის მიღმა მოქმედებს უსაფრთხოების ფუნქცია, რომელიც არ ამჟღავნებს კონფიდენციალურ ინფორმაციას. სავაჭრო ობიექტებს, რომლებმაც მოახდინეს Visa Checkout-ის ღია პლატფორმის ინტეგრაცია, დაშვება აქვთ 3-D Secure 2.0-ის სპეციფიკაციებზე და EMVCo-ის ტოკენის მომსახურების (VTC) სტანდარტზე. უსაფრთხოების ეს სტანდარტები გვთავაზობს მომხმარებლის დაცვის დამატებით შრეს.
გარწმუნებთ, რომ ვინაიდან ქსელთან დაკავშირებული აპარატები ნელ-ნელა გადახდის უპირატესი მეთოდი ხდება, Visa Checkout და მისი პარტნიორები გააგრძელებენ განვითარებას მომხმარებელთა საჭიროებების ცვლილებასთან ერთად, რათა შეიმუშაონ თანხის გადახდის ახალი მეთოდები.