Visa-ს და Emerging Europe-ის ახალი კვლევა ცხადყოფს, რომ მეწარმე ქალებს სურთ გაიუმჯობესონ ციფრული უნარ-ჩვევები და განავითარონ ბიზნესი საერთაშორისო დონეზე

უახლესი კვლევა, რომელიც Emerging Europe-მა აღმოსავლეთ და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში, კამპანიის  She's Next, Empowered by Visa-ს  ფარგლებში ჩაატარა, მიუთითებს, რომ ქალ ლიდერებს რეგიონში ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედიის მართვა აინტერესებთ და მზად არიან განავითარონ თავიანთი ბიზნესი საერთაშორისო დონეზე. კვლევის შედეგად, საქართველოში მეწარმე ქალების მიერ დამატებითი დაფინანსების მოპოვების ტენდენცია გამოვლინდა