ჩვენი ისტორია დაიწყო 1958 წელს, როდესაც Bank of America-მ გამოუშვა თავისი პირველი საკრედიტო ბარათების პროგრამა მომხმარებლებისთვის შეერთებულ შტატებში. ჩვენ საერთაშორისო გაფართოება დავიწყეთ 1974 წელს, 1975 წელს კი უკვე სადებეტო ბარათი შემოვიღეთ. 2007 წელს რეგიონული ბიზნესები მთელ მსოფლიოში გაერთიანდა Visa Inc-ად. 2008 წელს კომპანიამ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPOs) გააკეთა. დღეს ჩვენ 200-ზე მეტ ქვეყანაში თუ ტერიტორიაზე ვმოღვაწეობთ და მომხმარებლებს ვთავაზობთ პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბარათებზე, ლეპტოპებზე, ტაბლეტებზე, მობილურ მოწყობილობებსა და ა.შ. განუწყვეტლივ ვვითარდებით, მაგრამ ჩვენი მიზანი უცვლელია — გვსურს, ყველას ყველგან ვაძლიერებდეთ თანხის გადახდისა და მიღების საუკეთესო საშუალების შეთავაზებით.