• Visa-ს სოციალური ზეგავლენის ინიციატივები

    Visa-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ინკლუზიურ, სამართლიან და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, რომელიც წარმატების საწინდარი იქნება ყველასთვის და ყველგან.

ჩვენ გვსურს, რომ ყველა ყველგან წარმატებული იყოს

სოციალური ზეგავლენა არის Visa-ს ვალდებულების ნაწილი, ხელი შეუწყოს ინკლუზიურ, სამართლიან და მდგრად განვითარებას ყველასთვის და ყველგან. აქცენტს იმ ინიციატივების განხორციელებაზე ვაკეთებთ, რომლებითაც, ჩვენი ქსელის, პროდუქტებისა თუ ფინანსური რესურსების მასშტაბზე, ასევე, ჩვენი თანამშრომლების ერთობლივ ცოდნასა და ვალდებულებაზე დაყრდნობით, ტრადიციულად არასაკმარისად უზრუნველყოფილ ჯგუფებს ვეხმარებით და ვაძლევთ იმ რესურსებთან წვდომას, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მცირე ბიზნესი

50 M

ციფრული სამართლიანობის გაძლიერების ძალისხმევის ფარგლებში ჩვენ ორიენტირებული ვართ 2023 წლამდე მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი მცირე და მიკრო ბიზნესის ციფრულ ქსელში ჩართვაზე.

სამართლიანობა და ინკლუზიურობა

500 M

2020 წლისთვის ციფრული გადახდების ანგარიშებს დავაკავშირეთ 500 მილიონი ადამიანი, რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა საბანკო სერვისებზე, და კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

საზოგადოება

85 %

 Visa-ს პროგრამებში მონაწილეობის მეშვეობით ჩვენი თანამშრომლების 85% დაეხმარა თავიანთ საზოგადოებებს 2021 ფისკალურ წელს.


რჩეული პროგრამები და პარტნიორობები


თანამშრომლებს საკუთარი წვლილი შეაქვთ

Visa მოუწოდებს და ხელს უწყობს თანამშრომლებს, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ იმ ფორმით, რომელიც თავად იზიდავთ: იქნება ეს მოხალისეობა, თანხის გაღება თუ გასაჭირში მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების მხარდაჭერა.

Visa-ს ფონდი