-
Click to Pay გთავაზობთ ახალ სტანდარტს ონლაინ გადახდის სისტემაში
შექმნილი, როგორც EMV ტოკენიზებული გადაწყვეტა, Click to Pay უზრუნველყოფს მარტივ და უსაფთხო ონლაინ გადახდის პროცესს თქვენი მომხმარებლებისთვის.¹
Click to Pay ამარტივებს ონლაინ გადახდის სირთულეებს
გააუმჯობესეთ ონლაინ გადახდის გამოცდილება, რათა გაზარდოთ კონვერსიის მაჩვენებელი, შეამციროთ თაღლითობის რისკი და თავიდან აიცილოთ მონაცემების შენახვის სირთულეები.
უკონტაქტო გადახდის მსგავსად, მაგრამ ონლაინ
Click to Pay წარმოადგენს მარტივ და მოსახერხებელ ონლაინ გადახდის გზას. რომელიც გთავაზობთ:
ჩვენი Click to Pay პარტნიორი წარმატებულ შედეგებს აღწევს
Adyen იყენებს Visa Token Services-ს და დიდ სარგებელს ნახულობს, მათ შორის ავტორიზაციის 4%-იან ზრდას ტრადიციულ სტუმრის გადახდის სისტემასთან შედარებით.⁴
პასუხები თქვენს დანარჩენ შეკითხვებზე
Click to Pay-ს გააქტიურება მარტივია. თუმცა, თუ ჯერ კიდევ გაქვთ შეკითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ.
-
-
Click to Pay არის ონლაინ გადახდის ახალი სტანდარტი, მარტივი და უსაფრთხო გადახდის გზა, რომლითაც მომხმარებლებს შეუძლიათ გადახდა ონლაინ ან აპლიკაციაში. Click to Pay წარმოადგენს EMVCo-ს გლობალურ სტანდარტს და თავის დიზაინით არის ტოკენიზებული. ის უზრუნველყოფს უფრო უსაფრთხო და სწრაფ გადახდას, რადგან მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა.
აი, როგორ მუშაობს:
- მომხმარებლები გადახდის დროს ეძებენ Click to Pay-ს სიმბოლოს
- შეჰყავთ თავიანთი ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი
- ადასტურებენ თავიანთ ვინაობას
- ირჩევენ სასურველ ბარათს
- და ასრულებენ შეძენის პროცესს. სულ ესაა!
-
-
ამჟამად, Click to Pay-ში ჩართულები არიან Visa, Mastercard, American Express და Discover.
-
-
Click to Pay მერჩანტებს რამდენიმე გზით ეხმარება, მათ შორის:
- ამცირებს სავაჭრო კალათის მიტოვების შემთხვევებს და აუმჯობესებს გაყიდვების კონვერსიის მაჩვენებლებს ბარათის მონაცემების ხელით შეყვანის აღმოფხვრის საშუალებით.
- ვინაიდან Click to Pay ტოკენებზეა დაფუძნებული, მერჩანტები სარგებლობენ ტოკენიზაციის უპირატესობებით, მათ შორის ავტორიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებით, განახლებული მონაცემებითა და შემცირებული თაღლითობის რისკით.
- Click to Pay მარტივად ინტეგრირდებაგადახდის გვერდზე, რაც, მერჩანტებს საშუალებას აძლევს, რომ აირჩიონ გადახდის გამოცდილებაზე კონტროლის შენარჩუნება.
-
-
Visa ურჩევს მერჩანტებს, ითანამშრომლონ თავიანთ არსებულ გადახდის სერვისის პროვაიდერებთან Click to Pay-ის ინტეგრაციის შესაძლებლობებზე მერჩანტებს ან სერვისის პროვაიდერებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ Visa-ს წარმომადგენელს.
- EMV® წარმოადგენს რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში და არარეგისტრირებულ სავაჭრო ნიშანს სხვაგან. EMV სავაჭრო ნიშანი ეკუთვნის EMVCo, LLC-ს.
Click to Pay-ს სიმბოლო, რომელიც შედგება ორმაგი თანმიმდევრული მარჯვნივ მიმართული შევრონისგან, წარმოადგენს სავაჭრო ნიშანს, რომელიც ეკუთვნის და გამოიყენება EMVCo, LLC-ს ნებართვით. - „ტოკენიზებული Click to Pay ტრანზაქციების წლიური 128%-იანი ზრდა“ ეფუძნება VisaNet-ის მიერ 2023 ფინანსური წლის მესამე კვარტლისა და 2024 ფინანსური წლის მესამე კვარტლის შედარებას (2023 წლის აპრილი - 2024 წლის ივნისი).
- მერჩანტის ინდივიდუალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს.
- VisaNet, 2023 წლის ოქტომბერი-დეკემბერი. Visa-ს საკრედიტო და სადებეტო გლობალური Card-not-Present (CNP) ტრანზაქციები ტოკენიზებული და არა-ტოკენიზებული მონაცემების შედარებისთვის. ავტორიზაციის მაჩვენებელი განისაზღვრება როგორც დამტკიცებული ავტორიზაციები გაყოფილი ავტორიზაციის მცდელობების მთლიან რაოდენობაზე, უნიკალური ტრანზაქციის ბოლო მცდელობაზე დაყრდნობით. Adyen-ის Click to Pay-ის პილოტური პროგრამა Visa Europe რეგიონში 2024 წლის 1-დან 31 მაისამდე. მერჩანტების ინდივიდუალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს.
UX მოცემულია მხოლოდ საილუსტრაციო მიზნებისთვის.