Visa-ს გლობალური შეტყობინება კონფიდენციალობის შესახებ
Visa-ში ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ ყველა ყველგან გადახდისა და თანხის მიღების საუკეთესო მეთოდის შეთავაზებით. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდების ერთ-ერთ უდიდეს ქსელს და ვაცნობიერებთ, რომ უნდა შევქმნათ გადახდის ყველაზე უსაფრთხო და შეუფერხებელი სერვისი. თქვენი კონფიდენციალობის პატივისცემა ჩვენი მიზნის უმთავრესი ნაწილია. Visa-ს კონფიდენციალობის გლობალური პროგრამა უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციის სათანადო დამუშავებას და თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვას. ჩვენი კონფიდენციალობის პროგრამა ასახავს ჩვენ მიერ დამუშავებული პირადი, ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის მგრძნობიარე ხასიათს. ის ასევე ასახავს კონფიდენციალობის შესახებ კანონების მოთხოვნებს ყველა იმ ქვეყანასა და შტატში, სადაც Visa ახორციელებს საქმიანობას.
გადახდების სფეროში გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის სახით Visa ბევრ როლს ასრულებს. როცა Visa ბარათების ემიტენტებისთვის და სავაჭრო ობიექტებისთვის სერვისის პროვაიდერის სახით ვმოქმედებთ, პირად ინფორმაციას ვაგროვებთ და ვიყენებთ, როგორც ამას ჩვენს კლიენტებთან გაფორმებული კონტრაქტები ითვალისწინებს. თუ გაქვთ შეკითხვები იმაზე, თუ როგორ ამუშავებენ ეს კომპანიები თქვენს პირად ინფორმაციას, ან საკუთარი უფლებებით სარგებლობა გსურთ, პირდაპირ მათ დაუკავშირდით. მაგალითად, თქვენს ფინანსურ ინსტიტუტში ან სავაჭრო ობიექტთან ქეშბექის (Cash back) ან ლოიალობის შემოთავაზებებზე თუ დარეგისტრირდით, მაშინ პირდაპირ აღნიშნულ კომპანიას დაუკავშირდით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
კონფიდენციალობის შესახებ ეს შეტყობინება განმარტავს, როგორ აგროვებენ, იყენებენ და ამჟღავნებენ პირად ინფორმაციას Visa Inc. და მისი პარტნიორები1. Visa-ს ზოგიერთ კომპანიას და სერვისებს აქვთ კონფიდენციალობის შესახებ განსხვავებული შეტყობინებები, რომლის მიწოდება ხდება მათით სარგებლობის დროს. ჩვენ ასევე გვაქვს რამდენიმე დამატებითი შეტყობინება კონფიდენციალობის შესახებ, რომლებშიც წარმოდგენილია კანონით მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ მეტი და კონფიდენციალურობის პარამეტრები აირჩიოთ კონფიდენციალურობის ცენტრში.
¹ Visa-ს შვილობილი კომპანიები არიან კომპანიები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად იმართება Visa U.S.A. Inc.-ის ან მისი დედობილი კომპანიის Visa Inc.-ის მიერ და შედის მის მფლობელობაში — მაგალითად, Visa International Service Association, Visa Worldwide Pte. Limited, Visa Canada Corporation, Visa International Servicios de Pago España, S.R.L.,Visa Europe Limited, Visa do Brasil Empreendimentos Ltda, CardinalCommerce Corporation, CyberSource Corporation and Verifi, Inc.
-
პირადი ინფორმაცია წარმოადგენს ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია თქვენი იდენტიფიკაციისთვის, ადგილმდებარეობის გასაგებად, ან თქვენთან დასაკავშირებლად სხვა თანმდევ ინფორმაციასთან ერთად. ის ასევე მოიცავს სხვა ინფორმაციას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენს პირად ინფორმაციას. ჩვენ ვაგროვებთ პირადი ინფორმაციის რამდენიმე ტიპს, რომლებშიც შედის:
- ბარათის ტრანზაქციების მონაცემები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ VisaNet, ჩვენი ელექტრონული გადახდების ქსელები და მოგაწოდოთ გადახდის სერვისები. Visa ბარათის (ან გადახდის სხვა პროდუქტის) გამოყენებისას ჩვენ ვიღებთ თარიღს, დროს, ადგილმდებარეობას და ტრანზაქციის ოდენობასა და ინფორმაციას სავაჭრო ობიექტის შესახებ. შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ სხვა ფინანსური ინფორმაცია ტრანზაქციების დამუშავებისას და ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურების გაწევისას. მაგალითად, როცა რეგისტრირდებით და იყენებთ Visa-ს უსაფრთხო გადახდის გადაწყვეტილებას (როგორიცაა
), ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ თქვენ მიერ ყიდვისთვის გამოყენებული გადახდის ბარათის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, როგორიცაა ვადის გასვლის თარიღი და უსაფრთხოების კოდი (მაგ., თქვენი გადახდის ბარათის CVV2 კოდი) და თქვენი საანგარიშსწორებო მისამართი.
- საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც თქვენთან კომუნიკაციის საშუალებას გვაძლევს, როგორიცაა თქვენი სახელი, მომხმარებლის სახელი, საფოსტო მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ან სოციალურ მედიაში არსებული პროფილების სახელები.
- ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც თქვენთან საქმიან ურთიერთობაში გვეხმარება, მაგალითად: ყიდვისა და გადახდის თქვენთვის სასურველი გზები და სხვა ინფორმაცია, რომელიც გვეხმარება, უკეთ გაგიგოთ და შემოგთავაზოთ ინდივიდუალური მასალა.
- ინფორმაცია თქვენი Visa-სთან კავშირის შესახებ, მაგალითად, მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ, როდესაც თქვენ:
- გამოიყენეთ ჩვენი პროდუქტები, მომსახურება, ვებსაიტები ან პროგრამები, მათ შორის ქუქი ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, შეგროვებული ინფორმაცია, , რომელიც შეიძლება შეიცავდეს გეოლოკაციის შესახებ ინფორმაციას, ძებნის ისტორიას და ციფრული ურთიერთქმედებების საშუალებით ხელმისაწვდომ სხვა ინფორმაციას
- ამყარებთ ჩვენთან კომუნიკაციას, მაგალითად, როცა უკავშირდებით ჩვენს კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურებს, ხარისხის გასაუმჯობესებლად და გადამზადების მიზნებისთვის ზარების ჩაწერის ჩათვლით
- მონაწილეობთ აქციებში ან პროგრამებში
- დაესწარით Visa-ს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებს, მაგალითად, მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაცია თქვენთვის და ნებისმიერი თანმხლები პირებისთვის და ღონისძიებებზე მოგროვილი ინფორმაცია, მაგალითად, ფოტოები ან ვიდეოები
- თანხმობას აცხადებთ ან უარს ამბობთ მარკეტინგზე ან სარგებლობთ თქვენი სხვა არჩევანით
- ბარათის ტრანზაქციების მონაცემები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ვმართოთ VisaNet, ჩვენი ელექტრონული გადახდების ქსელები და მოგაწოდოთ გადახდის სერვისები. Visa ბარათის (ან გადახდის სხვა პროდუქტის) გამოყენებისას ჩვენ ვიღებთ თარიღს, დროს, ადგილმდებარეობას და ტრანზაქციის ოდენობასა და ინფორმაციას სავაჭრო ობიექტის შესახებ. შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ სხვა ფინანსური ინფორმაცია ტრანზაქციების დამუშავებისას და ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურების გაწევისას. მაგალითად, როცა რეგისტრირდებით და იყენებთ Visa-ს უსაფრთხო გადახდის გადაწყვეტილებას (როგორიცაა
-
საბარათე ტრანზაქციების მონაცემებს და სხვა ფინანსურ ინფორმაციას ვიღებთ თქვენი გადახდის ბარათის ემიტენტისგან და სავაჭრო ობიექტებისგან, ექვაიერებისგან და სხვა მესამე მხარეებისგან ყოველთვის, როცა Visa-ს ბრენდის მქონე გადახდის პროდუქტს იყენებთ. შესაძლოა, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ მესამე მხარის ციფრული საფულეებისგან და სავაჭრო ობიექტებისგან, როცა თქვენ ონლაინ შესყიდვას ახორციელებთ, ან ჩვენი კლიენტებისგან, როცა ჩვენ მათ მომსახურებას ვუწევთ.
პირად ინფორმაციას ვაგროვებთ, როცა თქვენ რეგისტრირდებით შემოთავაზებებზე ან ლოიალობის პროგრამებზე ჩვენს შვილობილებთან ან კლიენტებთან. მაგალითად, თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ ქეშბექის მიღებაზე ან ბარათთან დაკავშირებულ შემოთავაზებებზე, ჩვენ ბარათის ტრანზაქციების მონაცემებს და სხვა პირად ინფორმაციას დავამუშავებთ, რათა თქვენ გქონდეთ ქულებისა და ბონუსების მიღების საშუალება.
ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ პირადი ინფორმაცია უშუალოდ თქვენგან, ან მესამე პირს შეუძლია ჩვენი სახელით შეაგროვოს პირადი ინფორმაცია. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, დარეგისტრირდეთ აქციაზე, გაიაროთ ავტორიზაცია ჩვენგან შეტყობინებების მისაღებად ან ჩაერთოთ უსაფრთხო გადახდის პროგრამებში (როგორიცაა Visa-ს გადახდის (Visa Checkout) პროგრამა ან დააწკაპუნოთ Visa-ით გადასახდელად
)2 ან ბიომეტრიული გადახდის პროგრამებში.
ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, როცა თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტებს, იყენებთ ჩვენს აპებს ან რეაგირებთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტებზე და რეკლამებზე. მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს შეტყობინებას Cookie ფაილების შესახებ. შესაძლოა, ჩვენ ჩავიწეროთ მოწყობილობის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა ღილაკზე დაჭერის დრო, რაც გვეხმარება სწორი ტრანზაქციების ამოცნობაში და თქვენს იდენტიფიკაციაში. შესაძლოა, ჩვენ შევაგროვოთ ინფორმაცია, რომელსაც სოციალურ მედიაში აქვეყნებთ.
შესაძლოა, თქვენზე ინფორმაცია ასევე შევაგროვოთ მონაცემთა ბროკერებისგან, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი ჩანაწერების გაუმჯობესებაში დემოგრაფიული მონაცემებითა და საჯარო ჩანაწერებით. მაგალითად, შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ პირადი ან ოჯახის მახასიათებლები, როგორიცაა თქვენი სავარაუდო ასაკი ან ოჯახის შემოსავალი.
ყველა შემთხვევაში ჩვენ მიერ შეგროვებული მონაცემები ექვემდებარება მოქმედი კანონებსა და თქვენ მიერ გაკეთებულ არჩევანს.
2ხატულა
არის სავაჭრო ნიშანი, რომელსაც ფლობს შპს EMVCo, და რომელიც გამოიყენება შპს EMVCo-ს ნებართვით.
-
პირად ინფორმაციას ვიყენებთ იმისათვის, რომ:
- გავმართოთ Visa-ს ელექტრონული გადახდების ქსელი,3 ტრანზაქციის ოპერაციების განსახორციელებლად და სხვა დაკავშირებული მიზნით, როგორიცაა იდენტიფიკაცია, დავების გადაწყვეტა, თაღლითობის პრევენცია და უსაფრთხოება.
- პროდუქტების, სერვისების, პროგრამების, შემოთავაზებების ან თქვენ მიერ Visa-სგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოსაწოდებლად და ისეთი მიზნები შესასრულებლად, როგორიცაა უფლებამოსილების განსაზღვრა და კლიენტთა მხარდაჭერის სამსახურის მხარდაჭერა.
- ჩვენი კლიენტებისთვის მომსახურების მიწოდება. მაგალითად, თუ ბარათის ემიტენტის ან სავაჭრო ობიექტის ლოიალობის პროგრამაში დარეგისტრირდებით, ჩვენ დავამუშავებთ ბარათის ტრანზაქციების მონაცემებს, რათა გამოვთვალოთ თქვენი დაჯილდოების ოდენობა და სამიზნე ჯგუფისთვის განკუთვნილი შემოთავაზებები მოგაწოდოთ კლიენტისგან.
- გამოიყენეთ Visa-ს გადახდის პროგრამა (Visa Checkout) ან დააწკაპუნეთ Visa-ს (
) მეშვეობით გადახდაზე, იმისთვის, რომ იყოთ დარეგისტრირებული ამ გადაწყვეტილებისთვის, და დარჩეთ საკუთარ მოწყობილობაში შესული (თუ თქვენ ეს არჩეული გაქვთ), შეძლოთ ამ ფუნქციის გამოყენებით გადახდა, სხვა ციფრულ საფულეებთან ინტეგრირება (თუ ეს არჩეული გაქვთ) და მიიღოთ მონაწილეობა პროგრამებში, რომლებიც თქვენს მიერ ამ გადაწყვეტის გამოყენებასთანაა დაკავშირებული.
- გამოკითხვების, ლოიალურობის პროგრამების, ლატარეების, კონკურსებისა და ღონისძიებების ჩატარებისთვის.
- თქვენს არჩევანზე დაყრდნობით მოგაწოდოთ მარკეტინგული კომუნიკაციები, ინდივიდუალური შემოთავაზებები და თქვენი ინტერესების შესაბამისი რეკლამები.
- გავიგოთ, როგორ იყენებთ თქვენ და სხვები ჩვენს პროდუქტებს, რათა ჩავატაროთ ანალიზი და შევადგინოთ მოდელები, მივიღოთ ინფორმაცია და მასალები ბიზნესის შესახებ და დავაკვირდეთ ეკონომიკურ ტენდენციებს.
- შევადგინოთ მონაცემთა დეპერსონიფიცირებული, დეიდენტიფიცირებული, ანონიმური ან აგრეგირებული სერიები, რომლებიც გამოიყენება პროდუქტის განვითარებისთვის და კლიენტებისათვის საკონსულტაციო სერვისების მიწოდებისათვის.
- ვმართოთ ჩვენი ყოველდღიური ბიზნეს-მიზნები, მაგალითად, ჩვენი ანგარიშის სამართავად, ხარისხის კონტროლისთვის, ვებსაიტის ადმინისტრირებისთვის, ბიზნესის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის და უბედური შემთხვევით მიღებული ზარალის ანაზღაურებისთვის, უსაფრთხოებისთვის და თაღლითობის პრევენციისთვის, კორპორაციული მართვისთვის, ანგარიშგებისთვის და იურიდიული შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ასევე შეიძლება გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ თქვენ შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ არის ინდივიდუალურად იდენტიფიცირებადი. მაგალითად, შესაძლოა, ჩვენ გამოვაქვეყნოთ ანგარიშები, რომლებიც შეიცავს აგრეგირებულ ან სტატისტიკურ მონაცემებს, როგორიცაა ანგარიშები, რომლებიც ასახავს გადახდის ბარათის გამოყენების ზოგად ტენდენციებს. ეს ანგარიშები არ შეიცავს პირად ინფორმაციას.
3ეს მოიცავს მონაცემთა დამუშავების ძირითად კომპონენტებს, როგორიცაა ავტორიზაცია, კლირინგი, ტრანზაქციების შესრულება და ტოკენიზაცია.
-
შესაძლოა, თქვენი პირადი ინფორმაცია გავუმჟღავნოთ:
- თქვენი Visa ბარათის (ან გადახდის პროდუქტის) ემიტენტს
- სავაჭრო ობიექტებს, ფინანსურ ინსტიტუტებს და მესამე მხარეებს საჭიროებისამებრ, რათა შესაძლებელი იყოს თქვენი გადახდების შესრულება და ჩვენი გადახდის ქსელის ფუნქციონირება, ხელი შევუწყოთ Visa-ს უსაფრთხო სალაროს გადაწყვეტას (თუ მსგავსი რამ მართებულია), გავუმკლავდეთ თაღლითობას, შევძლოთ არსებულ ნორმატივებთან შესაბამისობისა და საჩივრების მართვა და სხვა მგავსი მიზნებისთვის (როგორიცაა სადავო ხარჯების გამოძიება)
- ჩვენს შვილობილ კომპანიებს, რომლებმაც თქვენი ინფორმაცია შეიძლება გამოიყენონ მხოლოდ ამ შეტყობინებაში გაწერილი მიზნებისთვის და
- სერვისების პროვაიდერებს, რომლებიც თქვენს ინფორმაციას იყენებენ ჩვენთვის სერვისების მოსაწოდებლად და რომელთაც მოეთხოვებათ მისი დაცვა
თქვენი თანხმობით, შესაძლოა, თქვენი ინფორმაცია გავუმჟღავნოთ სავაჭრო ობიექტებს, დაჯილდოების ქსელებს და სხვა პარტნიორებს, მაგალითად, როცა თქვენ აცხადებთ თანხმობას ერთობლივი ბრენდის მქონე ან მარკეტინგულ პროგრამაში ჩართვაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, Visa ასრულებს სერვისის პროვაიდერის როლს იმ კომპანიებისთვის, რომელთაც აქვთ ქეშბექის (Cash back) და დაჯილდოების პროგრამები და შესაძლოა, ამ დაჯილდოების კომპანიებს თქვენი და თქვენი ტრანზაქციების შესახებ გავუმჟღავნოთ ინფორმაცია თქვენ მიერ მათდამი განცხადებულ თანხმობაზე დაყრდნობით, რაც მათ საშუალებას აძლევს დაგარიცხონ ჯილდო. მაგალითად, თუ თქვენ გამოიწერთ შემოთავაზებებს სამოგზაურო სფეროში მომუშავე პარტნიორისგან Visa-ს მეშვეობით, შესაძლოა, თქვენი პირადი ინფორმაცია საჭიროებისამებრ გავუზიაროთ აღნიშნულ პარტნიორს, როგორც ამას მოითხოვს პროგრამის ფუნქციონირება, რეფერალების შემოწმება და მარკეტინგული აქციების წარმატებულობის შეფასება.
თქვენი ინფორმაცია, შესაძლოა, გავუზიაროთ კანონით ნებადართულ სხვა მესამე მხარეებს, მაგალითად, როცა ვყიდით ან გადაგვაქვს ბიზნეს აქტივები, ვასრულებთ კონტრაქტებს, ვიცავთ ჩვენს საკუთრებას ან უფლებებს, სხვების საკუთრებას ან უსაფრთხოებას ან როგორც ამას აუდიტი, შესაბამისობა და კორპორაციული მართვა მოითხოვს.
პირად ინფორმაციას გავუმჟღავნებთ, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, მარეგულირებლებს და სასამართლოებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში, სადაც ვფუნქციონირებთ, როცა ამას კანონი მოითხოვს, მაგალითად, სასამართლოში გამოცხადების შესახებ უწყებაზე საპასუხოდ.
-
როცა თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებსაიტს, იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციებს, ან რეაგირებთ ჩვენს ელექტრონული ფოსტებისა და ონლაინ რეკლამებზე, შესაძლოა, ჩვენ შევაგროვოთ ინფორმაცია ავტომატიზებული გზებით, ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორიცაა: Cookie ფაილები, პიქსელური ტეგები, ბრაუზერის ანალიზის ინსტრუმენტები, სერვერის ჟურნალები და ვებ-შუქურები.
ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ მიერ შეგროვებული ინფორმაცია მხოლოდ არაიდენტიფიცირებადი სახით გამოიყენება. მაგალითად, ჩვენი ვებსაიტების ოპტიმიზაციისთვის და ვებსაიტის ვიზიტორთა სტატისტიკური ანალიზისთვის ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვებსაიტის ყველა მომხმარებლის შესახებ ვაგროვებთ. ამ ინფორმაციას არ ვიყენებთ თქვენი პროფილის შესაქმნელად ან ჩვენი რეკლამების სამიზნე ჯგუფებზე მორგებისთვის.
სხვა შემთხვევებში, შესაძლოა, ეს ინფორმაცია იდენტიფიცირებადი სახით გამოვიყენოთ. მაგალითად, ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ თქვენი ან თქვენი მოწყობილობის იდენტიფიკაცია, მოგაწოდოთ ინდივიდუალური მასალა ან ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ ანალიტიკისთვის, თაღლითობის აღმოჩენისთვის და უსაფრთხოებისთვის. ასევე, შესაძლოა, ეს ინფორმაცია გამოვიყენოთ ონლაინ რეკლამების სამიზნე ჯგუფებზე მორგებისთვის. ჩვენი შეტყობინება Cookie ფაილების შესახებ მეტ ინფორმაციას იძლევა თქვენს არჩევანზე და ჩვენ მიერ მონაცემთა ონლაინ შეგროვებისთვის გამოყენებულ ტექნოლოგიებზე.
როგორც ეს აღწერილია Cookie ფაილების შესახებ შეტყობინებაში, ურთიერთობები გვაქვს მესამე მხარის სარეკლამო კომპანიებთან. სხვადასხვა ვებსაიტებზე და აპლიკაციებში, შესაძლოა, ამ მესამე მხარეების თვალის მიდევნების ობიექტი იყოთ თქვენ, თქვენი ბრაუზერი ან თქვენი მოწყობილობა.
თქვენ მიერ დადგენილი პარამეტრების გათვალისწინებით, შესაძლოა, თქვენს კომპიუტერში მოვათავსოთ Cookie ფაილები ან ტეგები, როცა ჩვენს ვებსაიტს ესტუმრებით, რათა სამიზნე ჯგუფებზე მორგებული რეკლამები მოგაწოდოთ სხვა ვებსაიტებზე. ამ კომპანიების მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებაზე ვრცელდება მათივე დებულება კონფიდენციალურობის შესახებ.
Visa-ს ბევრი ვებსაიტი მხოლოდ მარკეტინგთან, ინდივიდუალიზაციასთან და რეკლამასთან დაკავშირებულ Cookie ფაილებს იყენებს, თუ თქვენ მკაფიოდ გამოხატავთ თანხმობას ამ Cookie ფაილების მიღებაზე და დააწკაპუნებთ „ყველა Cookie ფაილის მიღებაზე“, როცა პირველად ესტუმრებით ვებსაიტს. ჩვენი შეტყობინება Cookie ფაილების შესახებ განმარტავს, როგორ უნდა მართოთ თქვენ მიერ არჩეული პარამეტრები და როგორ უნდა გათიშოთ უკვე მიღებული ქუქი-ფაილები.
ჩვენმა ვებსაიტებმა, შესაძლოა, ჩვენთან და სხვებთან კომუნიკაციის საშუალება მოგცეთ სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით. ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ამ პლატფორმებისგან, როგორც ამას აღნიშნული საიტების იურიდიული წესები ითვალისწინებს. ასევე, შესაძლოა, ჩვენ მოგაწოდოთ თქვენს ინტერესებზე მორგებული რეკლამები, როცა ამ პლატფორმებს გამოიყენებთ. ეს პლატფორმები თქვენთვის საჩვენებელი რეკლამის ინდივიდუალიზაციის საშუალებას გვაძლევს. მათ კი, შესაძლოა, ანალიტიკური ინფორმაცია მიიღონ ჩვენ მიერ მიწოდებულ რეკლამებზე რეაქციის მქონე პიროვნებების შესახებ.
-
ჩვენი მობილური აპლიკაციების ჩამოტვირთვის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოგვცეთ უფლება, მობილური მოწყობილობიდან გავიგოთ თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობა. ამ ინფორმაციას ვიყენებთ ანალიტიკისთვის და თქვენთვის ინდივიდუალური მასალის მოსაწოდებლად. შესაძლოა, ჩვენ ასევე შემოგთავაზოთ ავტომატური (იგივე „პუშ“) შეტყობინებები. ფუშ-შეტყობინებებს გამოგიგზავნით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიღებაზე თანხმობას განაცხადებთ. თქვენ არ მოგიწევთ ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ან ფუშ-შეტყობინებების ჩართვა ჩვენი მობილური აპლიკაციების გამოსაყენებლად.
-
კონფიდენციალობის ცენტრი: Visa გთავაზობთ თქვენი ინფორმაციის გამოყენების გზების ფართო არჩევანს. ჩვენ ასევე გთავაზობთ თქვენთან კომუნიკაციის გზების არჩევანსაც. ჩვენი კონფიდენციალურობის ცენტრი განმარტავს, როგორ უნდა ისარგებლოთ ამ არჩევანით.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს უფლებას, გქონდეთ წვდომა და შეცვალოთ თქვენი ინფორმაცია და მოითხოვოთ ჩვენგან თქვენი ინფორმაციის წაშლა, თუ ის უკვე არ გვჭირდება ბიზნესის მიზნისთვის. თუ გაქვთ ონლაინ ანგარიში Visa-სთან, შეგიძლიათ შეხვიდეთ საკუთარ ანგარიშში თქვენს პირად ინფორმაციაზე წვდომის მოსაპოვებლად, მის განსაახლებლად ან წასაშლელად. მოთხოვნა ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ კონფიდენციალურობის ცენტრიდან ან დაგვიკავშირდეთ დახმარებისთვის.
უსაფრთხოების მიზნით და პირადი ინფორმაციის არასანქცირებული გამჟღავნების პრევენციისთვის ბარათის მფლობელები მათი გადახდის ბარათის ემიტენტებს უნდა დაუკავშირდნენ, რათა საბარათე ტრანზაქციების მონაცემებზე მიიღონ წვდომა. ეს არის გარანტია იმისა, რომ ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ მხოლოდ ავტორიზებულ პიროვნებებს, რომლებზეც ემიტენტის დამოწმების პროცესები გავრცელდება.
ამასთან ერთად, თუ გაქვთ შეკითხვები იმაზე, თუ როგორ ეპყრობა თქვენს პირად ინფორმაციას თქვენი ემიტენტი, ნებისმიერი სხვა სავაჭრო ობიექტი თუ საბონუსე პროგრამის ქსელი, მაშინ გაეცანით ამ კომპანიების შეტყობინებებს კონფიდენციალურობის შესახებ და კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული მოთხოვნებით პირდაპირ მათ დაუკავშირდით დახმარებისთვის. როცა Visa სერვისის პროვაიდერის (იგივეა, რაც მონაცემთა ოპერატორი) სახით მოქმედებს ჩვენს კლიენტებთან, თქვენს ინფორმაციას მხოლოდ ჩვენი კლიენტის ინსტრუქციის შესაბამისად ვამუშავებთ მომსახურების მიწოდების მიზნით და სხვა სათანადო მიზნებისთვის, როგორიცაა აღრიცხვის წარმოება და შესაბამისობა. ჩვენი კლიენტების იმედი გვაქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების სამართავად და თქვენთვის კონფიდენციალურობის შესახებ სათანადო შეტყობინებების მოსაწოდებლად.
დამატებითი შეტყობინება კონფიდენციალურობის შესახებ: ზოგიერთი ქვეყნისა და შტატის რეზიდენტებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დამატებითი უფლებები გააჩნიათ. ამ უფლებების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია კონფიდენციალობის შესახებ დამატებით შეტყობინებებში, რომლებიც გამოქვეყნებულია კონფიდენციალობის ცენტრში.
-
Visa-ს სათაო ოფისი მდებარეობს შეერთებულ შტატებში, ხოლო მისი შვილობილი კომპანიები და სერვისის პროვაიდერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გადაიგზავნოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც, შესაძლოა, არ გააჩნდეთ კონფიდენციალობის ან მონაცემთა დაცვის მსგავსი კანონები. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენს ინფორმაციას, სადაც არ უნდა ინახებოდეს იგი, როგორც ეს აღწერილია კონფიდენციალობის შესახებ შეტყობინებაში.
-
თქვენი პირადი ინფორმაციის დაკარგვისგან ან არასანქცირებული წვდომისგან დასაცავად ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ფიზიკურ, ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ მექანიზმებს. მაგალითად, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასაცავად ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას და სხვა მექანიზმებს. ჩვენ ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას, როგორც ამას მოითხოვს ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები და როგორც ეს დაშვებულია კანონის მიერ.
-
კონფიდენციალობის შესახებ ეს შეტყობინება განმარტავს, როგორ ეპყრობიან თქვენს პირად ინფორმაციას Visa Inc. და მისი შვილობილი კომპანიები. იმის გასაგებად, თუ როგორ ეპყრობა კომპანია თქვენს ინფორმაციას, აგრეთვე გაეცანით თქვენი Visa ბარათის ემიტენტის მიერ მოწოდებულ შეტყობინებას კონფიდენციალობის შესახებ. ამასთან ერთად, თუ მონაწილეობას იღებთ შემოთავაზებებსა და აქციებში, დარეგისტრირებამდე გაეცანით სავაჭრო ობიექტის ან დაჯილდოების ქსელის მიერ მოწოდებულ შეტყობინებას კონფიდენციალურობის შესახებ.
კონფიდენციალურობის დებულების დაცვის საკუთარი წესები აქვთ სოციალური მედიის პლატფორმებს და სხვა ვებსაიტებს, რომლებზეც, შესაძლოა, Visa-ს ვებსაიტებიდან გადახვიდეთ. ჩვენ გირჩევთ, რომ გაეცნოთ ამ საიტების მიერ მოწოდებულ შეტყობინებებს კონფიდენციალურობის შესახებ, სანამ მათ თქვენს ინფორმაციას გაუზიარებთ.
-
თუ Visa-ში მუშაობის დასაწყებად განაცხადი გააკეთეთ, თქვენს განაცხადში მოცემული პირადი ინფორმაცია გამოყენებულ იქნება და შეინახება პერსონალის შერჩევასთან, შესაბამისობასთან და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული სხვა სტანდარტული მიზნებისთვის. ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
-
Visa პლატფორმები არ იმართება ბავშვების მიერ, ხოლო Visa ბავშვებისგან აგროვებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც კანონით არის ნებადართული. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ მონაცემები 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისაგან, რომლებსაც კანონით აქვთ უფლება ურთიერთობა ჰქონდეთ Visa-თან, ან თუ შესაბამისი თანხმობა გვექნება, მაგალითად, თუ ბავშვები დაესწრებიან Visa–ს მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს მოზრდილ მეურვეებთან ერთად. თუ ფიქრობთ, რომ ბავშვის ინფორმაციას არასათანადოდ ვამუშავებთ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
-
შესაძლოა, კონფიდენციალობის შესახებ ეს შეტყობინება დროდადრო განვაახლოთ. თუ ცვლილებები არსებითი იქნება, ონლაინ გამოვაქვეყნებთ გამაფრთხილებელ შეტყობინებას. თუ ცვლილებები მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჩვენ მიერ უკვე შეგროვებული იდენტიფიცირებადი ინფორმაციის გამოყენების წესზე, ამის შესახებ შეგატყობინებთ.
-
თუ გაქვთ კითხვები ან შენიშვნები კონფიდენციალობის ჩვენი პრაქტიკის თაობაზე ან გსურთ, თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებით სარგებლობა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
თქვენ შეგიძლიათ:
- გამოგვიგზავნოთ ელწერილი: [email protected]
ელექტრონულ ფოსტებში არ მიუთითოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ანგარიშის ნომერი. - გამოგვიგზავნეთ წერილი ფოსტით:
Visa-ს გლობალური კონფიდენციალურობის ოფისი
900 Metro Center Blvd.
Foster City, CA, 94404 აშშ
- გამოგვიგზავნოთ ელწერილი: [email protected]
-
თუ გაქვთ კითხვები ან შენიშვნები კონფიდენციალობის ჩვენი პრაქტიკის თაობაზე ან გსურთ, თქვენი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებით სარგებლობა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. თქვენ შეგიძლიათ:
- გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტა: [email protected]
ელექტრონულ ფოსტებში არ მიუთითოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი ანგარიშის ნომერი. - გამოგვიგზავნეთ წერილი ფოსტით:
Visa-ს გლობალური კონფიდენციალურობის ოფისი
900 Metro Center Blvd.
Foster City, CA, 94404 აშშ
- გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტა: [email protected]