Visa-ს შეტყობინება Cookie ფაილების შესახებ

ძალაში შესვლის თრიღი:(ჩაწერეთ გამოცემის თარიღი)

ქუქი-ფაილებისა და სხვა ტექნოლოგიების სახელმძღვანელო

  • ქუქი-ფაილები

ქუქი ფაილები მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომლებსაც ვებსაიტები გზავნიან თქვენს კომპიუტერში ან ინტერნეტთან დაკავშირებულ სხვა მოწყობილობაში, რათა მოხდეს თქვენი ბრაუზერის უნიკალურად იდენტიფიცირება ან თქვენს ბრაუზერში ჩაიტვირთოს ინფორმაცია და პარამეტრები. ქუქი-ფაილების მეშვეობით ჩვენ ვახდენთ თქვენს იდენტიფიცირებას თქვენი შემოსვლის შემთხვევაში. ისინი ასევე გვეხმარება, უზრუნველვყოთ თქვენზე მორგებული გამოცდილება და შეიძლება დაგვეხმაროს, გარკვეული სახის თაღლითობის აღმოჩენაში.

პირველი მხარის ქუქი-ფაილები არის ისეთი ქუქი-ფაილები, რომლებიც განთავსებულია Visa-ს მიერ ან შექმნილია სხვა გზით დომენის მიერ, რომელსაც მომხმარებელი პირდაპირ სტუმრობს, მაგალითად, სოციალური მედიის პლატფორმა. აუცილებლად საჭირო ქური-ფაილები Visa-ს მიერ გამოიყენება ჩვენი ვებსაიტებისა და აპების ძირითადი ოპერაციების მხარდასაჭერად.

მესამე მხარის ქუქი-ფაილებს იყენებს სხვა კომპანია, მათ შორის, სერვისის პროვაიდერები, სოციალური მედიის პლატფორმები და მესამე მხარის სარეკლამო კომპანიები. მესამე მხარის მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილების წაკითხვა შეუძლია ამ მესამე მხარეებს, როცა თქვენ სარეკლამო ქსელში არსებულ სხვა საიტებს სტუმრობთ, რაც თქვენი ონლაინ ქცევის პროფილის შექმნის შესაძლებლობას იძლევა, რათა მესამე მხარემ სამიზნე ჯგუფებზე მორგებული რეკლამების მიწოდება შეძლოს მისი ყველა მომხმარებლისგან.

შესაძლოა ჩვენი ზოგიერთი ვებგვერდი იყენებდეს Google reCAPTCHA-ს უსაფრთხოების სერვისს, რომელსაც Google უზრუნველყოფს ჩვენი ვებსაიტის დასაცავად და იმის დასადასტურებლად, რომ ქმედებები (მაგალითად, ფორმის გაგზავნა) ადამიანის მიერ ხორციელდება და არა ბოტების მიერ. ამ მიზნით reCAPTCHA უსაფრთხოების აუცილებელ ქუქი-ფაილებს. reCAPTCHA-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ Google-ის კონფიდენციალურობის შეტყობინებას.

  • პიქსელის ტეგები და ვებ-შუქურები

პიქსელური ტეგები (იგივეა რაც ვებ-შუქურები) არის პატარა გრაფიკული გამოსახულებები და კოდის მცირე ზომის ბლოკები, რომლებიც განთავსებულია ვებსაიტების გვერდებზე, რეკლამებზე ან ელექტრონულ წერილებში და საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, განახორციელეთ თუ არა კონკრეტული ქმედება. როცა თქვენ შედიხართ გვერზე ან სტუმრობთ ელფოსტას, ტეგი გვატყობინებს, რომ თქვენ ესტუმრეთ ვებგვერდს ან გახსენით ელფოსტა. ეს ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ჩვენი კომუნიკაცია და გავაუმჯობესოთ საკუთარი ვებ გვერდები და აქციები.

  • სერვერის ჟურნალები

სერვერის ჟურნალები იწერს ჩვენს საიტებზე განხორციელებულ აქტივობას. სხვა სახის ჟურნალები აგროვებენ მსგავს ინფორმაციას ჩვენი აპებიდან. ეს ჟურნალები ინიშნავს ინფორმაციას იმ მოწყობილობის შესახებ, რომელსაც იყენებთ ჩვენს ვებსაიტზე წვდომისთვის, თქვენი ოპერაციული სისტემის ტიპს, ბრაუზერის ტიპს, დომენსა და სხვა სისტემურ პარამეტრებს ისევე, როგორც თქვენი სისტემის მიერ გამოყენებულ ენას და იმ ქვეყანასა და დროის სარტყელს, რომელშიც თქვენი მოწყობილობა მდებარეობს. ჩვენი ჟურნალები ასევე იწერს იმ მოწყობილობის IP მისამართს, რომელიც გამოიყენეთ ინტერნეტთან დასაკავშირებლად. IP მისამართი არის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელსაც მოწყობილობები იყენებენ ერთმანეთის საიდენტიფიკაციოდ და ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად ინტერნეტში. ჩვენ ასევე შეიძლება შევაგროვოთ ინფორმაცია იმ ვებგვერდის შესახებ, რომელსაც სტუმრობდით, სანამ Visa-ს ვებგვერდზე გადმოხვიდოდით, ასევე, იმ ვებგვერდის შესახებ, რომელსაც ესტუმრებით ჩვენი გვერდიდან გასვლის შემდეგ.