• Visa Direct-ის მიმოხილვა
  • ანგარიშებზე ხარჯების დაბრუნება
  • ანგარიშიდან ანგარიშზე განხორციელებული გადახდები

თანხის გადახდისა და მიღების უფრო სწრაფი გზა

Visa Direct ხსნის რეალურ დროში 1მოხერხებულ ანგარიშიდან ანგარიშზე ელექტრონული გადახდის ბევრ შემთხვევას2

გადაუხადეთ თანხა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს

შვილს უგზავნით სტიპენდიას თუ მეგობარს უხდით თანხას - Visa Direct არის სწრაფი, მარტივი და უსაფრთხო საშუალება მსგავსი პირადი გადარიცხვებისათვის.

ჩვენი გლობალური ქსელის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს სწრაფად და იოლად გაუგზავნოთ თანხა.

გაიყავით ანგარიშის გადახდა

ჩაანაცვლეთ ნაღდი ფულით გადახდა Visa Direct-ით, რათა გადაიხადოთ (ან მიიღოთ) თქვენი წილი თანხა რეალურ დროში1

ანგარიშის თანხის განაწილება ახლა ისევე სწრაფი და მარტივია, როგორც ნებისმიერი სხვა ტრანზაქცია.

გადაუხადეთ კონტრაქტორებსა და ფრილანსერებს

გადაუხადეთ კონტრაქტორებს სწრაფი, იოლი და უსაფრთხო გზით, თანხის გაგზავნისა თუ მიღებისთვის.

Visa Direct ამცირებს უსიამოვნებებს და აუმჯობესებს ეფექტურობას ტრანზაქციის ორივე მხარეს.

გადარიცხეთ თანხა

ენდეთ Visa-ს გლობალურ ქსელს საზღვარგარეთ თანხის სწრაფად და უსაფრთხოდ გადარიცხვის დროს.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად შორს ან რამდენ ფულს გაგზავნით - ეს მაინც უსაფრთხოდ და მოხერხებულად განხორციელდება რეალურ დროში1

¹რეალური თანხების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა შეიძლება იყოს ფინანსური ორგანიზაციების მიხედვით. 

Visa ზოგიერთი ემიტენტისაგან მოითხოვს, რომ ბარათის მფლობელისათვის თანხები ხელმისაწვდომი გახადონ ტრანზაქციის დამტკიცებიდან 30 წუთის განმავლობაში.

2ყველა ამგვარი ტრანზაქცია ექვემდებარება Visa-ს მიერ შემოწმებასა და დამტკიცებას.


Visa Direct ეხმარება, მომხმარებელთა ცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილებას

Visa Direct ბიზნესებს ეხმარება კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში იმით, რომ ერგება მომხმარებელთა მუდმივად ცვალებად საჭიროებებს, მათ შორის შემდეგს:

სიჩქარე

ბაზრის, კომერციისა და ანგარიშსწორებათა ციფრულ მეთოდში გადაზრდის გამო, ანგარიშსწორებაც უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს. Visa Direct კომპანიებს სთავაზობს თანხების რეალურ დროში ხელმისაწვდომობის პლატფორმას.¹

უსაფრთხოება

Visa Direct-ს საძირკველს უმაგრებს მრეწველობის მოცემულ დარგში მოწინავე პოზიციაში მყოფი ანგარიშსწორების უსაფრთხოება, მათ შორის რისკის კონტროლის ელემენტები და პირდაპირი ელექტრონული დამუშავების შესაძლებლობები. Visa Direct-ით უკეთ მოემსახურებით მომხმარებლებს, რადგან გამორიცხავთ სენსიტიური მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის საჭიროებას. ისარგებლეთ Visa-ს უსაფრთხოების მრავალმხრივი მიდგომით, რომელსაც საფუძვლად უდევს ტექნოლოგიის, ანალიზისა და უსაფრთხოების გამოცდილების მრავალი შრე, რაც საანგარიშსწორებო სისტემას ეხმარება გაყალბების შემცირებაში.

მოხერხებული

Visa Direct-ით უფრო უხარვეზოდ განახორციელებთ ბარათით გადახდას, ვიდრე ამას ნაღდი ფულით ან ჩეკით შეძლებდით. 

¹რეალური თანხების ხელმისაწვდომობა სხვადასხვა შეიძლება იყოს ფინანსური ორგანიზაციების მიხედვით. 

Visa ზოგიერთი ემიტენტისაგან მოითხოვს, რომ ბარათის მფლობელისათვის თანხები ხელმისაწვდომი გახადონ ტრანზაქციის დამტკიცებიდან 30 წუთის განმავლობაში.