-
გადაწყვეტები გადარიცხვების სამომავლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად
Visa Direct წარმოადგენს ქსელს, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს გაგზავნონ ფინანსური სახსრები მილიარდობით მიმღებ წერტილში, მსოფლიოს 195-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე, 150-ზე მეტ ვალუტაში.
საერთაშორისო გადარიცხვები Visa Direct-ის მეშვეობით
საერთაშორისო გადარიცხვების გადაწყვეტები, რომლებიც Visa-ს საბარათე ქსელის, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი ACH და RTP ქსელის მეშვეობით ფულის გადარიცხვას უზრუნველყოფენ.
მოქნილი გადაწყვეტები შიდა ტრანზაქციებისთვის
შესაბამის სადებეტო ბარათებზე თანხის ჩარიცხვისა და გატანის შესაძლებლობები საშუალებას გაძლევთ, დანერგოთ ინოვაციური გადაწყვეტები ადგილობრივ ბაზარზე.
Visa ეკოსისტემის დამატებითი პროდუქტები
Visa-ს დამატებითი ღირებულების სერვისები საშუალებას გაძლევთ, Visa Direct-ის პროგრამა თქვენი ორგანიზაციის საჭიროებებს მოარგოთ.⁶
გაეცანით ჩვენს ხედვას ფულადი გადარიცხვების შესახებ
¹ ხელმისაწვდომობა განსხვავდება ბაზრის მიხედვით. ხელმისაწვდომობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ თქვენს Visa წარმომადგენელს.
² Visa Direct-ის კლიენტებმა და მონაწილეებმა სანქციების სკრინინგის კონტროლისა და პროცესების შესახებ ყოველთვის უნდა გაიარონ კონსულტაცია თავიანთ შიდა შესაბამისობის გუნდებთან და მათგან მიიღონ დასტური; ისინი სრულად და ერთპიროვნულად არიან პასუხისმგებელნი მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან საკუთარ შესაბამისობაზე. შესაბამისობის ნებაყოფლობითი კონტროლის მექანიზმები, აგრეთვე რისკების მართვის ინსტრუმენტები და სერვისები, წარმოდგენილია მხოლოდ გამგზავნი ექვაიერების, მომსახურების მომწოდებლების, მერჩანტებისა და მიმღები ემიტენტების / Visa Direct-ის კლიენტებისა და მონაწილეების კომფორტისთვის; Visa არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას მათთან ან მათ შედეგებთან დაკავშირებით. Visa Direct-ის კლიენტები და მონაწილეები სრულად და ერთპიროვნულად არიან პასუხისმგებელნი მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან საკუთარ შესაბამისობაზე.
³ Visa Direct Wallet-ის ფუნქციონალი ამჟამად დამუშავების პროცესშია და ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
⁴ თანხის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მიმღებ ფინანსურ ინსტიტუტსა და რეგიონზე.
⁵ Visa გთავაზობთ Visa Push Payment Gateway სერვისს აშშ-ში არა-Visa ბარათებისთვის push-to-card ფუნქციონალის უზრუნველსაყოფად.
⁶ ხელმისაწვდომია შეზღუდულად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ, თქვენთვის გამოყოფილ Visa Direct გაყიდვების პერსონალურ წარმომადგენელს.