• ფიზიკური პირებისა და ბიზნესების ხელშეწყობა საერთაშორისო გადარიცხვებში

    Visa Direct¹ დაგეხმარებათ გააფართოოთ თქვენი ბიზნესი სასურველი მასშტაბით, იმ ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც 65-ზე მეტ მოხმარების შემთხვევას² უზრუნველყოფს.

    woman looking at her phone woman looking at her phone
Two friends smiling while looking at their phone Two friends smiling while looking at their phone

მიეცით მომხმარებლებს შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ სად და როდის გადარიცხონ ფული

იქნება ეს თანხის სხვა პირისთვის, სხვა ქვეყანაში თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გადარიცხვა, Visa Direct ეხმარება თქვენს ბიზნესს უზრუნველყოს სრულყოფილი გადახდის გადაწყვეტები.

ადგილობრივი P2P გადახდები

ადამიანებს შორის ურთიერთობა რეალურ დროში³ მიმდინარეობს, თანხის გადარიცხვაც ასე უნდა იყოს. გაიყავით ანგარიშის გადასახადი რესტორანში ან გადაურიცხეთ თანხა იმ ადამიანს, რომელმაც თქვენი ტელეფონი შეაკეთა P2P აპლიკაციების მეშვეობით, რომლებიც მხარდაჭერილია Visa Direct-ის მიერ.

საერთაშორისო⁴ ფულადი გზავნილები

დაეხმარეთ ოჯახებს გლობალური კავშირის შენარჩუნებაში. უზრუნველყავით თანხის პირდაპირ მიმღების ანგარიშზე ან ციფრულ საფულეში ჩარიცხვა.

ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვები

შესთავაზეთ მომხმარებლებს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში არსებულ საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის ეფექტურად გადარიცხვის შესაძლებლობა რეალურ დროში³ სადებეტო ბარათების მეშვეობით.

woman working in a bakery woman working in a bakery

დაეხმარეთ ბიზნესს გადაუხადონ თანამშრომლებს, კლიენტებსა და მომხმარებლებს მყისიერად³

Visa Direct ეხმარება ბიზნესებს უზრუნველყონ მათი თანამშრომლებისთვის, კლიენტებისა და მომხმარებლებისთვის სწრაფი და უსაფრთხო წვდომა თანხებზე შესაბამისი სადებეტო ბარათების გამოყენებით.⁵

თანამშრომლებისთვის თანხის ჩარიცხვა

Visa Direct-ის მეშვეობით უზრუნველყავით სწრაფი და მოქნილი წვდომა გამომუშავებულ ანაზღაურებაზე თქვენი დასაქმებულებისთვის და ხელი შეუწყვეთ მათ მოზიდვას, შენარჩუნებასა და მათი კმაყოფილების დონის ზრდას.⁵

Comerciante

მცირე ბიზნესისთვის თანხის ჩარიცხვა

დაეხმარეთ მცირე ბიზნესებს, უკეთ მართონ ფულადი ნაკადები გაყიდვებიდან მიღებულ შემოსავალსა და ფინანსებზე სწრაფი წვდომის შესაძლებლობით.

მომხმარებლებისთვის თანხის ჩარიცხვა

Visa Direct-ის მეშვეობით შესთავაზეთ თქვენს მომხმარებლებს გადახდები რეალურ დროში³, რათა მათ მიიღონ სწრაფი და უსაფრთხო წვდომა სამოგზაურო ხარჯების ანაზღაურებაზე, თამაშებსა და ლატარიებში მოგებულ თანხებზე, სადაზღვევო ანაზღაურებასა და ა.შ.


დაუკავშირდით 650-ზე მეტ პარტნიორს, რომლებიც სარგებლობენ Visa Direct-ის ტრანზაქციებით მსოფლიოს მასშტაბით

Visa Direct-ის მეშვეობით სხვადასხვა ინდუსტრია, გიგ-ეკონომიკიდან ტურიზმამდე, თავიანთ მომხმარებლებსა და თანამშრომლებს ფულადის სახსრების უფრო სწრაფად მიღებისა და გადარიცხვის შესაძლებლობას სთავაზობს.

გაეცანით ჩვენს ხედვას ფულადი გადარიცხვების შესახებ

Visa Direct-ის LinkedIn

თვალი ადევნეთ Visa Direct-ის სიახლეებს.

დაგვიკავშირდით LinkedIn-ზე

¹ Visa Direct წარმოადგენს ქსელს, რომელიც Visa-ს კლიენტ ფინანსურ ინსტიტუტებს უმარტივებს თანხების გადარიცხვას.

2 მოხმარების შემთხვევები მოყვანილია მხოლოდ საილუსტრაციოდ. პროგრამის მომწოდებლები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ პროგრამებსა და ყველა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან მათ შესაბამისობაზე.

³ თანხის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობა  დამოკიდებულია მიმღებ ფინანსურ ინსტიტუტსა და რეგიონზე.

4 ხელმისაწვდომობა განსხვავდება ბაზრის მიხედვით. ხელმისაწვდომობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ Visa-ს წარმომადგენელს.

5 გამომუშავებულ ანაზღაურებაზე წვდომის პრეფერენციების კვლევა (2019 წლის აპრილი). კვლევა ჩატარდა Visa-ს დაკვეთით Ask Your Target Market-ის (AYTM) მიერ აშშ-ში 1000 გიგ-ეკონომიკაში დასაქმებულისა (Gig worker) და დამოუკიდებელი კონტრაქტორის მონაწილეობით.