-
ხელს ვუწყობთ საერთაშორისო გადარიცხვების ახალი გადაწყვეტების დანერგვას
Visa Direct-ის მეშვეობით, ექვაიერებს, ბანკებს, ფინტექ-კომპანიებსა და სხვა პარტნიორებს შეუძლიათ კლიენტებს შესთავაზონ ერთიანი კავშირი¹, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით მიმღებ წერტილზე წვდომას უზრუნველყოფს.
დღეს, Visa Direct-ის ასობით პარტნიორი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოფს ფულადი სახსრების მოძრაობას
ექვაიერები და PayFac-ები
შესთავაზეთ ფულის გადარიცხვის გადაწყვეტები როგორც ახალ, ისე არსებულ კლიენტებს
Visa Direct-ით, ექვაიერებსა და გადახდების დამმუშავებლებს შეუძლიათ უზრუნველყონ თანხის უსაფრთხოდ გაგზავნა² მსოფლიოს 12 მილიარდზე მეტ მიმღებ წერტილში ერთიანი წვდომის წერტილით¹.
სახაზინო ბანკები
დაეხმარეთ ბიზნესებს გადარიცხონ თანხა მილიარდობით მიმღებ წერტილში მსოფლიო მასშტაბით
Visa Direct Payouts შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს ბიზნესებს გადარიცხონ თანხა მილიარდობით მიმღებ წერტილში საბარათე, ACH და RTP სისტემების მეშვეობით.¹
ფინტექები / ISV-ები
გააუმჯობესეთ თქვენი გადაწყვეტები მყისიერი³ ან გლობალური ფულადი გადარიცხვებით
ფინტექ და პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლებს შეუძლიათ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობითა და Visa Direct-ის მეშვეობით უზრუნველყონ მყისიერი³ გადარიცხვები.
ემიტენტები
უზრუნველყავით თანხის რეალურ დროში³ ჩარიცხვა და გადარიცხვა ბარათის მფლობელებისთვის
ბანკებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება შეუძლიათ როგორც შესაბამის სადებეტო ბარათებზე თანხის მყისიერი³ ჩარიცხვით, ისე Visa Direct-ის დანერგვითა და ინტეგრირებით.
დღეს Visa Direct-ის გადაწყვეტებს 650-ზე მეტი მხარდამჭერი პარტნიორი ჰყავს
„გამომუშავებულ ხელფასზე წვდომის (EWA) მეშვეობით, ჩვენი საბოლოო მიზანია, დასაქმებულისთვის ხელზე ასაღები ანაზღაურება მყისიერად გახდეს ხელმისაწვდომი, რაც ჩვენს მომხმარებლებს ფულადი ნაკადების უკეთ მართვაში დაეხმარება. ვცდილობთ, აღმოვფხვრათ დასაქმებულისთვის ანაზღაურების ჩარიცხვასთან დაკავშირებული დაყოვნება და ის მყისიერ პროცესად ვაქციოთ, რაც ყველას გამოცდილებას გააუმჯობესებს. Visa Direct-ის გამოყენებით კი, ჩვენ და ჩვენი კლიენტები ვსარგებლობთ ხელფასზე 24/7/365-ზე წვდომის შეთავაზების ბენეფიტით, მოხერხებულობითა და მოქნილობით, რაც ტრადიციული საბანკო ქსელის მეშვეობით უბრალოდ შეუძლებელია.“
— ნიკ ნიუმენი, სტრატეგიული ინიციატივების დირექტორი, CloudPay
„ჩვენი მომხმარებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფულის სწრაფი გადარიცხვის შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დაუყოვნებლივ არის საჭირო. Step-ს კარგად ესმის ჩვენი მომხმარებლების ეს საჭიროება, ხოლო Visa Direct-ის მიერ მხარდაჭერილი ჩვენი გადაწყვეტა გვაძლევს საშუალებას, რეალურ დროში განვახორციელოთ გადარიცხვები და თანხა მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაუყოვნებლივ მივაწოდოთ.“
— ჰორაციო დიას ადა, ფინანსური დირექტორი, Step
გაამარტივეთ საერთაშორისო გადარიცხვები თქვენთვის და თქვენი კლიენტებისთვის
გაიგეთ, როგორ გეხმარებათ Visa Direct მრავალი ACH ან RTP სისტემების მართვის საჭიროების აღმოფხვრაში.
რისკების მართვის მძლავრი მექანიზმები
Visa Direct ხელს უწყობს ფულადი სახსრების მოძრაობას მსოფლიოს მასშტაბით და ეხმარება ჩვენს კლიენტებსა და პარტნიორებს უსაფრთხოების, რისკების მართვისა და შესაბამისობის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.
¹ ერთიანი აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისი (API) ხელმისაწვდომია შეზღუდული სახით. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მიმართოთ, თქვენთვის გამოყოფილ Visa Direct გაყიდვების პერსონალურ წარმომადგენელს.
² ხელმისაწვდომობა განსხვავდება ბაზრის მიხედვით. ხელმისაწვდომობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ Visa-ს წარმომადგენელს.
³ თანხის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მიმღებ ფინანსურ ინსტიტუტსა და რეგიონზე.
⁴ მოხმარების შემთხვევები მოყვანილია მხოლოდ საილუსტრაციოდ. პროგრამის მომწოდებლები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ პროგრამებსა და ყველა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან მათ შესაბამისობაზე.
⁵ ადგილობრივი გადახდის სისტემები მოიცავს ACH, RTGS და RTP-ს.
⁶ Visa Wallet-ის ფუნქციონალი ამჟამად დამუშავების პროცესშია და ჯერ არ არის ხელმისაწვდომი.
7 Visa-მ აღნიშნული კვლევა ჩაატარა სატესტო ჯგუფზე, რომელიც მოიცავდა დაახლოებით 319 ათას Visa სადებეტო ბარათის მფლობელს გაერთიანებულ სამეფოში, 2.5 მილიონს აშშ-ში და 2.2 მილიონს რუსეთში, რომლებმაც პირველი OCT ჩარიცხვა 2018 წლის სექტემბერში მიიღეს. სატესტო ჯგუფი მოიცავდა სხვადასხვა ემიტენტის, ხარჯვის მოცულობისა და ბარათით სარგებლობის ხანგრძლივობის მქონე მომხმარებლებს და ფარავდა OCT ჩარიცხვებს Visa Direct-ის ყველა შესაბამის P2P და თანხის ჩარიცხვის პროგრამებში. სადებეტო ბარათის გამოყენების დამატებითი აქტივობა გამოითვალა სატესტო ჯგუფისა და შესაბამისი საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებლებს შორის სხვაობის საფუძველზე.