-
გადარიცხეთ თანხა უსაფრთხოდ და მარტივად Visa Direct-ის დახმარებით¹
გადახდის ამ სხვადასხვა ფორმის მეშვეობით Visa Direct უზრუნველყოფს ფულადი სახსრების გლობალურ მოძრაობას 65-ზე მეტი მოხმარების შესაძლებლობის ფარგლებში.²
მიეცით თანამშრომლებს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელ კლიენტებსა და მომხმარებლებს შესაძლებლობა, მიიღონ წვდომა თანხებზე შესაბამისი სადებეტო ბარათების საშუალებით
დასაქმებულთა ანაზღაურებები
გამოკითხულთა 84%-ს სურს ჰქონდეს წვდომა ხელფასზე ანაზღაურების პერიოდებს შორის⁴
აღმოაჩინეთ, როგორ ეხმარება Visa Direct გიგ-ეკონომიკის კომპანიებს დასაქმებულების მოზიდვასა და შენარჩუნებაში, მათთვის გამომუშავებული თანხის მიღების მოქნილი შესაძლებლობის შეთავაზებით.
მიეცით დასაქმებულებს წვდომა მათ მიერ გამომუშავებულ თანხაზე ანაზღაურების პერიოდებს შორის⁴
მცირე და საშუალო ბიზნესისთვის (SMB) თანხის ჩარიცხვა
გამოკითხული მცირე ბიზნესების 91%-ს სურს რეალურ დროში ანგარიშსწორება⁵
ხელი შეუწყვეთ უფრო ძლიერი მარკეტფლეისის შექმნას გამყიდველების მოზიდვითა და შენარჩუნებით.
შესაძლებლობა მცირე ბიზნესებისთვის, მიიღონ უფრო სწრაფი წვდომა საკუთარ თანხებზე²
მომხმარებლებისთვის თანხის გადახდა
შესთავაზეთ მომხმარებლებს თანხის სწრაფად და მარტივად ჩარიცხვა
გააუმჯობესეთ თქვენი მომხმარებლის გამოცდილება და დაეხმარეთ ბიზნესებს, სწრაფად გადაურიცხონ თანხა ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი ტიპის ბიზნესის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ თანხის სწრაფი ჩარიცხვის უპირატესობებით²
¹ Visa Direct წარმოადგენს ქსელს, რომელიც Visa-ს კლიენტ ფინანსურ ინსტიტუტებს უმარტივებს თანხების გადარიცხვას.
² მოხმარების შემთხვევები მოყვანილია მხოლოდ საილუსტრაციოდ. პროგრამის მომწოდებლები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ პროგრამებსა და ყველა მოქმედ კანონმდებლობასთან და რეგულაციებთან მათ შესაბამისობაზე.
³ თანხის ფაქტობრივი ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მიმღებ ფინანსურ ინსტიტუტსა და რეგიონზე.
⁴ გამომუშავებულ ანაზღაურებაზე წვდომის პრეფერენციების კვლევა (2019 წლის აპრილი). კვლევა ჩატარდა Visa-ს დაკვეთით Ask Your Target Market-ის (AYTM) მიერ აშშ-ში 1000 გიგ-ეკონომიკაში დასაქმებულისა (Gig worker) და დამოუკიდებელი კონტრაქტორის მონაწილეობით.
⁵ PYMNTS-ის მიერ 2020 წლის ივნისში აშშ-ში ჩატარებული კვლევა, რომელშიც 359 მცირე ბიზნესი მონაწილეობდა.
⁶ ხელმისაწვდომობა განსხვავდება ბაზრის მიხედვით. ხელმისაწვდომობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ Visa-ს წარმომადგენელს.